in

სახლი, როგორც ბუნებაზე დასაკვირვებელი სივრცე – Virginia Kerridge Architect-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ბაირონის ყურის მთებში, ტროპიკული ტყის მიდამოებში მდებარე 650 კვ.მ მასშტაბის სახლიდან თანაბრად იშლება ზღვისა და ცის ულამაზესი პეიზაჟი. სახლის მფლობელებს  ძალიან აინტერესებთ ადგილობრივი მოსახლეობის ფილოსოფია და ეს ფილოსოფია მკაფიოდ აისახება დიზაინში.

სახლს თითქმის ყველა მხრიდან განსაკუთრებული ხედი აქვს და ის ძალიან კარგი ადგილია წელიწადის დროების ცვლილებაზე დასაკვირვებლად. “სახლის გული” – ესაა ცენტრალური სივრცე, რომელიც იდეალური ადგილია დასაჯდომად და ბუნების საყურებლად.

შენობას თითქმის ყველა მხრიდან აქვს შესასვლელი. მის გარშემო არსებულ ბაღში სახლის მფლობელმა ენდემური ბუჩქნარების რეგენერაცია მოინდომა, ამიტომაც ბაღში მრავალ ადგილობრივ ჯიშს ვხვდებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახლის მოსაპირკეთებლად გადამუშავებული მასალებია გამოყენებული.

ლისი ტოპოგრაფი – კერძო სახლების ახალი დასავლური ტიპის უბანი ლისის ტბის ნაპირთან

მარტივი ფორმები და პასტელური ფერები – ანა ნაცვლიშვილის არქიტექტურული ხედვა