სახლში გატარებული ერთი წლის შემდეგ, სველმა წერტილებმა სახლში უდიდესი მნიშვნელობა შეიძინეს. ჩვენ უფრო მეტი დრო გვქონდა საიმისოდ, რომ ჩვენს კანსა და სხეულზე გვეზრუნა და, შესაბამისად, აბაზანაც უფრო მეტად დავტვირთეთ. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს მასში.
გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში აბაზანების შერჩევის ორიგინალურ სტილზე გიამბოთ, ანუ – როგორია თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის საოცნებო აბაზანა.. რას ისურვებდნენ და რას არ ისურვებდნენ ისინი აბაზანაში..
მაშ, ასე:
ვერძი
ვერძი ბუნებით დაბადებული ლიდერია, რომელსაც ყოველთვის სურს ტენდენცია თავად შექმნას. ამიტომაც, აბაზანის დიზაინი მკაფიოდ ასახავს მის ქცევას. მოცემული აბაზანა სხვადასხვა ფერში გაწყობილ კარადებსა და რეტრო იატაკის ფილებს აერთიანებს, რაც ვერძის უშიშარ ხასიათსა და გამბედაობაზე მიანიშნებს.
კურო
კუროები თავს ყველაზე კარგად მდიდრულ და, ამავდროულად, ნეიტრალურ სივრცეში გრძნობენ, რაც მათ კარგი დასვენების საშუალებას მისცემთ. სარა შერმან სამუელის სააბაზანო, მიჩიგანის შტატში, გრანდ რეპიდსში, ჭერიდან იატაკამდე ფანჯრებით აყვავებულ ბაღს უყურებს. მას აქვს დამოუკიდებელი აბაზანა, რომელიც იდეალურია ხანგრძლივი რელაქსაციისთვის. მგონი რომ კუროები ასეთ სააბაზანოს არასდროს დატოვებენ..
ტყუპები
ეს აბაზანა სრულად შეესაბამება ტყუპების ხასიათს, ანუ – მათ ბიპოლარულობას. ამ აბაზანაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობა იჩენს თავს, რაც ტყუპებისთვის უცხო სულაც არ არის..
კირჩხიბი
კირჩხიბები სულით მოწესრიგებული ადამიანები არიან – ისინი ყოველთვის წინასწარ გეგმავენ ყველაფერს, აქვთ დომინანტური როლი სამეგობრო წრეში, უყვართ სახლში კერძების მზადება და ზოგადად მოწესრიგებული სახლი. ეს აბაზანა სწორედ მათზეა ზედგამოჭრილი.
ლომი
მიმზიდველი და დრამატული – ეს ის სიტყვებია, რომელიც ლომსაც აღწერს და მის აბაზანასაც. ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის ხომ სიმდიდრე არც თუ ისე უცხოა, ამიტომაც ამ აბაზანის ელფერი სრულიად შეეფერება მის ხასიათს.
ქალწული
ისინი ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე, ამიტომაც მათ ხასიათს უფრო მკაცრი და, ამავდროულად, მშვიდი აბაზანა შეეფერება. . Malene Barrnett-ის ბრუკლინის ბრაუნსტოუნის აბაზანა მთლიანად თეთრი ფილების მოზაიკითაა გაწყობილი, რაც ქალწულისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
სასწორი
დიპლომატიური თვისებების სასწორს სჭირდება რომანტიკული, ესთეტიკური სივრცე ყოველდღიური რუტინისა და დაღლილობის დასაბალანსებლად. მოცემული აბაზანის სპილენძის აქცენტები, სუფთა და თეთრი ზედაპირები სივრცისთვის სასიამოვნო და ელეგანტურ, სასწორისთვის შესაფერის სივრცეს ქმნიან.
მორიელი
იდუმალი მორიელები თავს კარგად იგრძნობენ Prada-ს არქიტექტორ რობერტო ბაკიოკის ბნელ და ქარიშხლიან ტოსკანის აბაზანაში. ბრწყინვალე, მუქი ფილები და თეთრი, ველური კედლები მორიელების “შელოცვებისთვის” იდეალური ადგილია.
მშვილდოსანი
მოხეტიალე მშვილდოსნებს სჭირდებათ აბაზანა, რომელიც მათ შორეულ თავგადასავლებსა და სიყვარულზე ოცნებას გამოხატავს. ამგვარი გარემოს შესაქმნელად კი ბუნებრივი ქვა და ხე იდეალური მასალაა.
თხის რქა
მშვიდი აბაზანა მშრომელ თხის რქებს დასვენების საშუალებას აძლევს. Athena Calderone-ის აბაზანა, დამოუკიდებელი ჯაკუზითა და დიდი თიხის ლარნაკით სასტუმროს ასოციაციას ქმნის. თუმცა, თუკი თხის რქებს მუშაობის გაგრძელება კვლავაც მოუნდებათ, ლეპტოპის დასადებად ან საბუთების დასათვალიერებლად ჯაკუზზე ხის დასადებს გამოიყენებენ.
მერწყული
ექსცენტრიულ მერწყულებს სჭირდებათ აბაზანა, რომელიც კრეატიული იდეების გენერირებას შეუწყობს ხელს. კამერონ რუპერტის მიერ შექმნილი მხიარული, მოპირკეთებული იატაკი, გრაფიკული ქსოვილის ფარდა და ვეფხვის ხალიჩა სწორედ ასეთ გარემოს ქმნის.
თევზები
თევზებს ნაზი, ემპათიური სული აქვთ. ემილი ჰენდერსონის დიზაინის აბაზანა ბავშვის ლურჯი შპალერით და ხის ფიცრებით გაფორმებული კედლებით პირდაპირ ზღვისპირეთში გადაგასახლებთ.