პარიზული ატმოსფერო ბრიტანულ სახლში – ასე შეიძლება ვუწოდოთ De Rosee Sa-ს ნამუშევარს – სახლს, რომელიც ნოტინგ ჰილის დიდ ბაღს გადაჰყურებს. როგორც დიზაინერი ამბობს, გარდა ფრანგული განწყობისა, ესაა დიდი სახლი მეხუთე სართულზე, რომელსაც განსაკუთრებული ხედები აქვს.
როგორც სურათებზე ვხედავთ, სახლს მართლაც პარიზისთვის დამახასიათებელი ღია ტონები აქვს. შერჩეული ავეჯი კი მოიცავს როგორც ყოველდღიური დიზაინის, ისე – მდიდრული დიზაინის ობიექტებსაც.
საბოლოო ჯამში, ეს სახლი ნათელ სივრცედ შეგვიძლია შევაფასოთ, რადგანაც ის მართლაც გამოირჩევა ფანჯრების სიმრავლით. ინტერიერისთვის იდეალურად შეხამებული დახვეწილი ავეჯი კი საუცხოო კომპოზიციას ქმნის.
დიზაინი: De Rosee Sa
ფოტოგრაფი: Alexander James