in

Nikken Sekkei – არქიტექტურის იაპონური გიგანტი

Alliance Group
Alliance Group

Nikken Sekkei იაპონური არქიტექტურის, დაგეგმარებისა და ინჟინერიის ფირმაა, რომლის სათაო ოფისი ჩიოდაში, ტოკიოში მდებარეობს. კომპანია უდიდეს მასშტაბებში ფუნქციონირებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდიაა, რომლის შემოსავალი ერთ წელიწადში თითქმის მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

არქიტექტურული სტუდიის ისტორია 1900 წელს დაიწყო –  ის ამ დროს Sumitomo Corporation-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული დროებითი  არქიტექტურული სამსახური იყო, ვინაიდან Sumitomo-ს ამ პერიოდში სათაო ოფისის აგება სურდა და ეს ვალდებულება სწორედ იმ სამსახურს დაეკისრა, რომელიც შემდგომში Nikken Sekkei-დ ჩამოყალიბდა.

XinYuan-Honey Mart – Nikken Sekkei-ს პროექტი ჩინეთში

1950-იან წლებში კომპანიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სწორედ აქედან იწყება მისი თავბრუდამხვევი, უამრავი სტანდარტის დაწესებისა და წარმატებების მიღწევის ისტორიის ძირითადი ნაწილი.

სტუდიის ხელწერით მსოფლიოში ცნობილი უამრავი საოცარი პროექტია განხორციელებული. ერთ-ერთი მათგანია ტოკიოს კოშკი, ტელეანძა, რომელიც 333 მეტრის სიმაღლისაა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი თავისუფლად მდგომი ლითონის კონსტრუქციაა. შენობის დიზაინი პარიზის ეიფელის კოშკს ეყრდნობა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეიფელის კოშკზე 9 მეტრით მაღალია, ტოკიოს ტელეანძა მხოლოდ 4000 ტონას იწონის, მაშინ როდესაც ეიფელის კოშკი დაახლოებით 7300 ტონაა.

Tokyo Tower, Japan | HiSoUR - Hi So You Are

Tokyo Tower marks 60th anniversary with first ever name change - Lonely Planet

Tokyo Tower: Panoramic Views of the World's Largest City
ტოკიოს ტელეანძა

Nikken Sekkei-ს პორტფოლიო ძალიან მრავალფეროვანია. ტოკიოს ტელეანძასთან ერთად, მათ შემოქმედებაში ერთმანეთისგან სრულიად რადიკალური პროექტები გვხვდება. სტუდიის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია რიტზ-კარლტონი, ნიკო (The Ritz-Carlton, Nikko) – ძვირადღირებული, პრემიუმ კლასის სასტუმრო, რომლის ყოველი დეტალიდან გამოსჭვივის ფუფუნება. სასტუმროში 94 ოთახი, ორი რესტორანი და ცხელი წყაროების სპაა განთავსებული. შენობა ოკკუ-ნიკკოში მდებარეობს, იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც, საოცარი ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ლოკაციაზე, ამიტომ Nikken Sekkei-ს მთავარი გამოწვევა სწორედ ბუნებასა და არქიტექტურას შორის ჰარმონიული დიალოგის წარმართვა იყო, რასაც მან თავი დაუჯერებელი სიზუსტით გაართვა.

The Ritz-Carlton, Nikko

Nikken Sekkei-ს კიდევ ერთი შთამბეჭდავი პროექტი უამრავთაგან არის ამაკუსაში მდებარე კომპლექსი “კოკორასუ”, შერეული ფუნქციის მქონე შენობა, რომელშიც გვხვდება ბიბლიოთეკა, საჯარო სამედიცინო ცენტრი და საზოგადოებრივი ცენტრი. კომპლექსის არქიტექტურული დაგეგმარების საშუალებით ტერიტორია სრულიად თავისუფალია და ამ განსხვავებულ სივრცეებში გადაადგილება არანაირ პრობლემასთან არაა დაკავშირებული. ამასთან ერთად, კომპლექსის ცენტრში გვხვდება მულტიფუნქციური ბაღი, რომელში მოხვედრაც “კოკორასუს” თითოეული კუთხიდანაა შესაძლებელი. პროექტს გამოარჩევს საინტერესო, დინამიკური სახურავი, რომელიც ოთხი სხვადასხვა ზედაპირის უნიკალური ტექნიკის დამუშავებითაა მიღებული და გამყარებულია ხის ძელებით, რომლებიც ამაკუსას რეგიონში მრავლად ხარობს.

“კოკორასუს” კომპლექსი

თუმცა ის მთავარი დისციპლინა, რომელმაც Nikken Sekkei-ს მსოფლიო აღიარება მოუტანა, საოცარი ცათამბჯენების აგების გრძელი და პატივსაცემი ისტორიაა. ერთ-ერთი ასეთი ცათამბჯენია ჩინეთში, ჩონგცინში მდებარე შაპინგბას რკინიგზის სადგურის პროექტი, რომლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ჩონგცინი საგანმანათლებლო ქალაქია – აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი მდებარეობს და რკინიგზა საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ რკინიგზაც ქალაქის მასშტაბებისა და ხალხმრავლობის გათვალისწინებით უნდა დაპროექტებულიყო. შენობა 480,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და აქ რკინიგზასთან ერთად განთავსდება კომერციული, საოფისე, სასტუმრო სივრცეები.

შაპინგბას სარკინიგზო ცენტრი

წარმოგიდგენთ Nikken Sekkei-ს რამდენიმე გამორჩეულ პროექტს:

უმედა ჰანკიუს შენობა, ოსაკა, იაპონია

ნაგარეიამა ოტაკანოს სავაჭრო ცენტრი, ჩიბა, იაპონია

ცათამბჯენი შიბუიაში, იაპონია

პარიზული ატმოსფერო ბრიტანულ სახლში – De Rosee Sa-ს ნამუშევარი

საფეხურებრივი სახლი ტასმანიაში – Cumulus Studio-ს ნამუშევარი