in

Vitra – დიზაინის სამყარო

შვეიცარული კომპანია, რომელსაც მე-20 საუკუნის გასაოცარი კლასიკური ნიმუშების კოლექცია აქვს, ავეჯის მწარმოებელთან ერთად არის კულტურული ინსტიტუტი და 1989 წლიდან აქვს თავისი მუზეუმიც, ამიტომ დიზაინ ბრენდზე უფრო მას დიზაინის სამყაროდ მოიხსენიებენ.

ბრენდი მეწარმე ვილი ფელბაუმმა დაარსა თავის ცოლთან ერთად 1950 წელს, მისი სახელი კი სიტყვა ვიტრინიდან მოდის. 1953 წელს ფელბოიმი ჩავიდა ნიუ იორკში, სადაც ეზიარა ჩარლს და რეი იმსების შემოქმედებას და ამერიკულ მოდერნისტულ მოძრაობას, რომლის მიმდევრებიც აქტიურად იყენებდნენ ფანერას და მინაპლასტიკას. მან თავდაპირველად დაიწყო მოლაპარაკებები ჰერმან მილერთან, რომელიც აწარმოებდა იმსების ავეჯს ამერიკაში. ფელბოიმს სურდა მათი ავეჯი ევროპაშიც გაეყიდა.

“ტრადიცია და ინოვაცია ერთად არსებობს ვიტრას ბრენდში”

1967 წელს, ვიტრამ თავისი პირველი ავეჯი გამოუშვა, დიზაინერ ვერნერ ფანტონის სკამი, რამაც დიზაინერსაც და მწარმოებელსაც წარმატება მოუტანა. ვიტრა აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე დიზაინერების ნამუშევრებს. ისინი იმსის სკამების მასალის უკვე რამდენიმე ვარიანტსაც ამზადებენ.

დიზაინის სამყაროში ვიტრა არის ინსტიტუტი, რომელიც გვთავაზობს ხელოვნებას. მას აქვს მუზეუმი, რომელიც მოგვითხრობს სხვადასხვა ავეჯის შექმნის ისტორიას, ასევე მუზეუმში ვეცნობით არქიტექტურას და ურბანიზმსაც. მუზეუმის სხვადასხვა ნაწილის დიზაინზე იმუშავეს ისეთმა არქიტექტორებმა, როგორებიც არიან ფრენკ გერი, ტადაო ანდო და ზაჰა ჰადიდი.

Rolf Felhbaum 

დღეს მუზეუმს სათავეში ვილი და ერიკა ფელბაუმების შვილი როლფ ფელბაუმი უძღვება, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი მისი შვილი, ნორა ფელბაუმია.

“მახსოვს ბავშვობაში როგორ ვძვრებოდი სახლში არსებულ ავეჯზე, რომელიც იმსების ან ვერნერ პანტონის ცნობილი სკამები აღმოჩნდა, მამაჩემს დავყავდი ქარხანაში, რომ ახალი ლაზერის საჭრელი მანქანა მენახა” – ნორა ფელბაუმი (CEO)

ეს ქარხანა ვიტრაა, ყველაზე პრესტიჟული ავეჯის მწარმოებელი მსოფლიოში. როდესაც ქარხანას უკვე 3 წელი როლფ ფელბაუმი მართავდა ძმასთან ერთად, მასიური ხანძრის შედეგად შენობა დაიწვა და კოლექციის დიდი ნაწილი ერთ ღამეში განადგურდა, მაგრამ ძმებმა ტრაგედიის ნაცვლად ამ ამბავში შესაძლებლობა დაინახეს და ახალი ქარხნები ააშენეს, შემდეგ შეხვდნენ ფრენკ გერის და ახალი მუზეუმის შენობაც დაუკვეთეს.

“ჩვენ არ მივყვებით ტენდენციებს, ამ ამბავში საკმაოდ ნელი ბრენდი გვაქვს, ჩვენ უმეტესად ვეძებთ პრობლემის გადაწყვეტას, პასუხს კონკრეტულ მოთხოვნებზე, ამგვარად ესთეტიურობის გარდა ჩვენი პროდუქტები ფუნქიურია, რაზეც მათი დროის მიმართ მდგრადობაც მეტყველებს” – ნორა ფელბაუმი (CEO)

არქიტექტორმა რიჩარდ როჯერსმა თავისი სტუდია დატოვა

ტენდენციები და რჩევები საცხოვრებელი ოთახის მოსაწყობად