in

როგორ გავხადოთ პატარა სამზარეულო პრაქტიკული?

გონებაში დიდი სივრცეები უფრო მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა, რეალურად, ხშირად მცირე ოთახები ბევრად უფრო პრაქტიკულია. ეს პრინციპი სამზარეულოზეც ვრცელდება – მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამზარეულო თითქმის ყველას სურს, შეიძლება, პატარა სამზარეულოს ისე მოწყობა, რომ ეს სურვილი სრულიად ამოგივარდეთ თავიდან.

და მაინც, როგორ გავხადოთ ჩვენი პატარა სამზარეულო უფრო პრაქტიკული? 

1. შეეწინააღმდეგეთ კუნძულის დამონტაჟების სურვილს

რეალურად კუნძული სამზარეულოში სივრცის გაფლანგვა უფროა. ნაცვლად ამისა, დადგით სტანდარტული სასადილო მაგიდა ან ასევე შეგიძლიათ კედელზე დაამონტაჟოთ გასაშლელი მაგიდის ფრთა.

2. მიაქციეთ ყურადღება ყოველდღიურ საჭიროებებს

მაგალითად, ერთ-ერთ უჯრაში ან სათავსოში ჩაამონტაჟეთ საჭრელი დაფა – მისი ყიდვა საჭირო აღარ იქნება და მისი რომელიმე თაროდან გადმოღება აღარ მოგიწევთ; ის ნებისმიერ მომენტში მზად იქნება, გემსახუროთ.

3. აირჩიეთ მრავალფუნქციური ნივთები

შეიძინეთ ისეთი ტექნიკა, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს – ამგვარად აუცილებლად დაზოგავთ სივრცეს.

4. გაათავისუფლეთ სათავსო

კარგად დაფიქრდით, ნუთუ ყოველ ჯერზე მაქსიმალურად გჭირდებათ სათავსოს პროდუქტებით შევსება? იქნებ ამ კუთხითაც დაგეზოგათ სივრცე..

5. გამოიყენეთ კედელი

დანებისა და ჭურჭლის კედელზე შენახვა ძალიან კარგი იდეაა. ამისთვის დაგჭირდებათ სამაგრები, რომლებზეც ჩამოკიდებთ სამზარეულოს ხელსაწყოებს.

6. დაფიქრდით გაზქურაზე

რამდენად გჭირდებათ გაზქურის ოთხივე სანთური? რეალურად, სადილის მოსამზადებლად 2 სანთურიც საკმარისია.

7. დაიმახსოვრეთ ეს რიცხვები: 25/40-ზე

როდესაც საქმე ნიჟარებს ეხება, აუცილებლად უნდა იცოდეთ მათი იდეალური ზომა: პატარა ნიჟარა – 25 სანტიმეტრი სიგანით და 40 სანტიმეტრი სიღრმით – მასში დიდი ჭურჭელი იდეალურად ჩაეტევა.

8. დაფიქრდით ჭურჭელზეც

ბევრი ადამიანი შეპყრობილია ბევრი და ლამაზი ჭურჭლის ყიდვით, მაგრამ კარგად დაფიქრდით, რეალურად რამდენი გჭირდებათ? ისინი ხომ სივრცის დიდ ნაწილს იკავებენ? პატარა სამზარეულოს შემთხვევაში შეიძინეთ კომპაქტური და სივრცის დამზოგავი ჭურჭელი.

9. შეამცირეთ მაცივრის ზომა

ხშირად მაცივრის ზომა ზედმეტად დიდია ხოლმე მაშინ, როცა რეალურად ამხელა არ გჭირდებათ. პატარა მაცივარი თავისდა უნებურად ამცირებს საკვების ნარჩენებს კვირის ბოლოს და თქვენ მუდმივად გჭირდებათ მისი გამოთავისუფლება.

10. გადახედეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც

იქნებ სულ არ გჭირდებათ ელექტროჩაიდანი – წყლის ადუღება ხომ გაზზე ჩვეულებრივი ჩაიდნითაცაა შესაძლებელი. გამოიყენეთ მხოლოდ ის, რასაც ყოველდღიურად მოიხმართ .

სიმწვანეში ჩაფლული ბარი ჩაქვში – ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

თანამედროვე ქოხი მეხიკოში – Alberto Kalach-ის ნამუშევარი