in

აუზის მოვლა: ბაქტერიებთან და წყალმცენარეებთან ბრძოლის 3 მარტივი ხერხი

დღეს გიამბობთ ფილტრაციის დანადგარის არჩევის გზებზე, ქიმიური წმენდის პრეპარატებზე და მარილიან ელექტროლიზზე.

აუზის მოვლა წყლის მექანიკური მინარევებისგან გათავისუფლებას, კედლებისა და ფსკერის მექანიკურ წმენდას, ასევე წყალმცენარეების საწინააღმდეგოდ ქიმიური დეზინფექციის ჩატარებას მოიცავს.

ბაქტერიებთან, წყალმცენარეებთან და სხვა დამაბინძურებლებთან ბრძოლა აუზის აშენებისთანავე უნდა დაიწყოს. სასურველია სადეზინფექციო ხსნარით  აუზის კედლები და ფსკერი თავიდანვე დამუშავდეს. თუ წყალს ჭიდან ან სხვა ბუნებრივი წყაროებიდან იღებთ, სასურველია მისი მსხვილი ფრაქციის ფილტრში გატარება, რომელიც ქვიშის, ჟანგისა და თიხის ნაწილაკებს შეაკავებს.

1. ფილტრაცია

ავსებამდე, აუზის კედლები წყალმცენარეების საწინააღმდეგო ხსნარით უნდა დამუშავდეს. თუ აუზი არტეზიული ჭიდან ივსება, როგორც წესი, პირველადი ფილტრაციის აუცილებლობა არაა.

პირველადი დამუშავების შემდეგ კარგად დააკვირდით ფილტრის მდგომარეობას. ფილტრის ბოჭკოვანი შიგთავსის გარეცხვა დღეში 2-3 ჯერ არის საჭირო, ქვიშიანის 24 საათში ერთხელ.

სტანდარტული კომპლექტი ყოველთვის საკმარისი არაა. სანიტარული ნორმების მიხედვით, 24 საათის განმავლობაში წყლის სამჯერადი ცვლა უნდა მოხდეს. პრაქტიკაში პომპის წარმადობა  აუზის მოცულობის არანაკლებ ½ -ს უნდა შეადგენდეს (მაგალითად თუ აუზის მოცულობა 15 კუბური მეტრია პომპის წარმადობა  8 ათს. ლტ/სთ უნდა იყოს). ამ შემთხვევაში ერთ-ორ დღეში ფილტრი ძლიერ დაბინძურებასაც მოერევა (იმ შემთხვევაში თუ პირველადი ქლორირება ჩატარებულია).

წარმადობის მიხედვით ქვიშის ფილტრი კარტრიჯულს მნიშვნელოვნად აღემატება და ამავე დროს წყალსაც უფრო ხარისხიანად წმენდს. ერთ-ორ კვირაში ერთხელ ქვიშა 2-3 საათის განმავლობაში გარეცხვას საჭიროებს. წყალი გასაფილტრად შესაძლებელია ზედაპირიდან ან 30-60 სმ. სიღრმიდან ავიღოთ. პირველ შემთხვევაში სწრაფი წმენდა მტვრისგან, ფოთლებისგან და მწერებისგან ხდება, მეორე შემთხვევაში – ჩაძირული ნაწილაკებისგან.

როცა აუზი ღიაა, ზედაპირული წმენდა უფრო ეფექტურია. თუმცა პერიოდულად წყალი გასაფილტრად სიღმიდანაც უნდა აიღოთ, რათა ჩაძირული ჭუჭყის გაწმენდა მოხერხდეს.

ყველაზე რთული აუზის ფსკერის წმენდაა. ამისთვის სპეციალიზებული წყლის მტვერსასრუტიც კი არსებობს. ის აუზის ფსკერზე დალექილ ჭუჭყსა და წყალმცენარეებს კარგად წმენდს.

2. აუზის მოვლის ქიმიური საშუალებები

ორი ძირითადი პრეპარატი არსებობს – დეზინფექციისათვის და წყალმცენარეებთან ბრძოლისათვის. ამასთან, ისინი ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებს. მხოლოდ ერთი საშუალების გამოყენება ნაკლებეფექტურია.

დეზინფექციისთვის მოხერხებულია პრეპარატების ტაბლეტების ან სპეციალური დოზატორის სახით გამოყენება. უნდა ჩამოყალიბდეთ, რომელ პრეპარატებს გამოიყენებთ – ქლორიანს თუ ჟანგბადიანს. უკანასკნელი შედარებით ძვირია, ამასთან ნაკლებად ეფექტური (მათი მოქმედება ხანმოკლეა, ამიტომ დამატება ხშირად უნდა მოხდეს) და რკინის შემცველ წყალს ფერს უცვლის. სამაგიეროდ, ეკოლოგიურად სუფთაა, ის კანს და ლორწოვან ზედაპირს არ აღიზიანებს, არა აქვს სუნი. კომპლექსური პრეპარატები თვისებებით შუალედურ ადგილს იკავებს ქლორიან და ჟანგბადიან პრეპარატებში.

ქლორიანი პრეპარატების ნაკლია არასასიამოვნო მძაფრი სუნი, კანის შრობა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ზოგჯერ ქაფის წარმოქმნა. გარდა ამისა ასეთი პრეპარატები ზოგიერთ ჩხირის ბაქტერიებს (ძალიან საშიშს) ვერ უმკლავდება, ამიტომ სპეციალისტები წყალში დამატებით კალიუმის პერმანგანატის შერევას გვირჩევენ 1 გრამის ნახევარ კუბ წყალზე ანგარიშით.

თუ თქვენ ქლორიან ან კომპლექსურ პრეპარატებზე შეჩერდით, აუცილებლად აკონტროლეთ წყალბადის მაჩვენებელი (pH დონე). თუ წყლის მჟავიანობა ნორმაზე მაღალია (ქლორი ამას უწყობს ხელს) ქლორი ეფექტურობას კარგავს. ამიტომ უნდა აკონტროლოთ ეს მაჩვენებელი წყლის გამოცვლის ან სხვადასხვა მარეგულირებელი პრეპარატების მეშვეობით.

სიცხეში, დეზინფექტორის გარდა, სასურველია კვირაში ერთხელ ალგიდრიდის დამატება. ზომიერად ტოქსიური საშუალება წყლის იმ მცენარეებს ანადგურებს, რომლებსაც ქლორი და ჟანგბადი ვერ ერევა. ალგიდრიდის დამატების შემდეგ აუზში ბანაობა  ერთი დღის განმავლობაში არ შეიძლება. თუ ამანაც არ უშველა, მაშინ აუზი დასაცლელი და მექანიკურადაა გასაწმენდი.

წმენდას ასევე ფლოკულანტები და კოაგულანტები ამარტივებს. ეს განსაკუთრებული გელებია, რომლებიც  დაბინძურებულ წვრილ ნაწილაკებს ერთმანეთ აწებებს და ამსხვილებს, რის შემდგომაც  ფილტრებისთვის მათი დაჭერა მარტივდება. ქიმიკატების გარდა წმენდის სხვა მეთოდებიც არსებობს: კვარცირება, ოზონირება, იონიზაცია. თუმცა წმენდის ასეთი მეთოდის დანადგარები დიდი აუზებისთვისაა გათვლილი.

3. მარილიანი ელექტროლიზი

გასაფილტრი დანადგარი, რომელიც მარილიდან ქლორს გამოიმუშავებს, მთლიანად ანაცვლებს დეზიფიცირების სხვა საშუალებებს.

შესაძლებელია ასეთი დანადგარის შეძენა, აუზში ჩვეულებრივი მარილის 3 კგ.-ს 1 კუბურ მეტრზე გათვლით ჩაყრა და დეზინფექტორების სხვა საშუალებების დავიწყება. ქლორგენერატორების თანამედროვე მოდელები ელექტრონული სენსორებითაა აღჭურვილი, რომელიც წყალში მარილის დონეს, ელექტროდების აქტივობასა და სხვა მაჩვენებლებს დამოუკიდებლად ზომავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, მარილიანი წყალი ძალიან მავნეა მცენარეებისთვის (ქლორი ნალებად საშიშია მათთვის) ეს გარემოება ართულებს აუზის დაცლას სეზონის დასრულებისას.

ტური ქლოი და კორტნი კარდაშიანების სახლებში

#სადვიცხოვრო: ბინა ბეტონის ელემენტებით მთაწმინდაზე