ხშირად სახლში იმდენი ნივთი გვიგროვდება, რომ ინტერიერი ზედმეტად იტვირთება. მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, რომ ეს ნივთები ოთახში იყვნენ, რეალურად, ის გათავისუფლებას ითხოვს. მცირე ზომის ოთახებიც კი შეიძლება გამოჩნდნენ უფრო სივრცული, თუ მასში არსებულ ნივთებს სწორად გადავანაწილებთ. ოთახის ზომის აღქმითი გაზრდა ბევრად უკეთესია საიმისოდ, რომ მასში თავი კარგად ვიგრძნოთ.
როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?
1. განტვირთეთ ოთახი
მცირე ზომის ოთახში ავეჯისა და დეკორის პროპორციებს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. გარდა ამისა, ეცადეთ ავეჯი კედელთან ოდნავ მოშორებით დადგათ, რომ სივრცის აღქმა გაიზარდოს. ასევე, მოერიდეთ მძიმე და დიდი მასშტაბის ავეჯს, მაგალითად: დიდი დივანის მაგივრად, ერთადგილიანი ლამაზი სკამი დადგით და ა.შ
2. შეარჩიეთ დაბალი ავეჯი
რაც უფრო დაბალია ავეჯი, ლოგიკურად, უფრო მეტი სივრცე რჩება ზემოთ და ოთახის მთლიანი ზომაც თითქოს იზრდება.
3. შეარჩიეთ მარტივი ავეჯი
რაც უფრო მარტივი კონსტრუქციისააა ავეჯი, მით უფრო დიდ სივრცეს ტოვებს ოთახში. ამიტომაც, ეცადეთ, სივრცეში მარტივი და სადა ავეჯი განათავსოთ.
4. სარკე..
სარკეები მნიშვნელოვნად ადიდებენ ოთახის სივრცეს. ისინი ირეკლავენ ოთახს, რაც თვალს ატყუებს და მეტი სივრცის განცდას გვიჩენს.
5. ჩამოხსენით ფარდები
ფარდა ყოველთვის ბლოკავს ხედს, თუნდაც ის მთელს ფანჯარაზე არ იყოს ჩამოფარებული. ამიტომაც, თუ სივრცის შეგრძნების გაზრდა გსურთ, უნდა ჩამოხსნათ ისინი. ხოლო თუ ძალიან გიყვართ ფარდები, მაშინ გამჭვირვალე და ღია ფერის შეარჩიეთ.
6. შეღებეთ თეთრად
ყველამ კარგად ვიცით თეთრი ფერის ამრეკლავი თვისების შესახებ. თეთრი ოთახი ბევრად უფრო მსუბუქად და მშვიდად გამოიყურება. ასევე, ამ ფერის ოთახში ჭერი უფრო მაღალი ჩანს. საბოლოო ჯამში, თეთრი ფერი კარგი არჩევანია, რადგან იგი ამარტივებს სივრცეს და ხაზს უსვამს არქიტექტურას.
7. ყურადღება მიაქციეთ ვერტიკალს
ვერტიკალური ნივთები სიმაღლის განცდას ბადებენ, ამიტომაც, ეცადეთ, სწორედ ისინი შეიტანოთ ინტერიერში.
8. ყურადღება მიაქციეთ ჰორიზონტალს
ანალოგიურადვეა ჰორიზონტალურ საგნებზეც – ისინი ოთახში მოძრაობის შეგრძნებას აჩენენ და სივრცეს უფრო ფართეს ხდიან.
9. გაათავისუფლეთ სავალი გზა
პატარა ოთახში უმჯობესია ავეჯი ერთ მხარეს მოათავსოთ, რათა ადამიანმა თავისუფლად შეძლოს აქ გავლა. გზის გათავისუფლებით ოთახი უფრო დიდი ზომის ჩანს.
10. გამოიყენეთ ჰაეროვანი მასალები
თუ შესაძლებელია, თავიდან აირიდეთ მძიმე მასალები და ქსოვილები, რომლებიც შთანთქავენ სინათლეს და ამძიმებენ ოთახს.