in

ფერადი და დახვეწილი სახლი ლუბლიანაში – Alto Design Studio-ს ნამუშევარი

SONY DSC

ეს 73 კვ/მ ბინა მდებარეობს მე-19 საუკუნის შენობაში, ლუბლიანას ცენტრში. ამ ბინის თავდაპირველი ვარიანტში სივრცე იყოფოდა ორ ნაწილად, როგორც ეს ჩანს შემცირებული დერეფნიდან, რომელიც ჩვეულებრივ საკმაოდ გრძელია ამ ტიპის ბინებში.

ახალი პროექტი ითვალისწინებდა ორი ოთახის გაერთიანებას ერთ უფრო დიდ საცხოვრებელ ოთახად, ხოლო ერთ-ერთი ოთახი უნდა დაყოფილიყო ორ პატარა ოთახად და დაკავშირებოდა შესასვლელ ნაწილს. დერეფნის ნაწილი კი აბაზანას დაეთმო.

“აბაზანის მაქსიმალურად ელეგანტურად შესაქმნელად და სივრცის სხვადასხვა გეომეტრიასთან გამკლავების მიზნით, რომელიც სავსეა მოჭრილი კუთხეებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც ფილებს, ასევე კარადებს გამაერთიანებელი ფერი (მწვანე) ჰქონოდათ,” – ამბობენ დიზაინერები.

სათავსო ოთახი დაყოფილია სარკისებური კედლით, რომელიც ასახავს ბინის მოპირდაპირე ნაწილის სინათლეს და მთელ სივრცეს უფრო დიდს ხდის.

“რადგან ეს არის კუთხის ბინა, შენობის კონსტრუქცია ისეა შექმნილი, რომ მზიდი კედლის ნაწილი ამ კუთხისკენ იყოს მიმართული. ეს კუთხოვანი კედელი საკმაოდ ძლიერი ელემენტია, ამიტომ მისი ხაზგასმა გვინდოდა იმავე კუთხით გადახრილი ავეჯის დიზაინის საშუალებით. ნათელი, ყვითელი საფეხურიანი უჯრით, რომელიც კუთხის კედლის მოპირდაპირედ მდებარეობს.”

ოთახების ფუნქციონალური განლაგების გარდა, დიდი ყურადღება დაეთმო მასალებისა და ფერების არჩევანს, რომლითაც დიზაინერებს სურდათ, კლიენტების ახალგაზრდობისთვის ხაზი გაესვათ, ამავდროულად, კი შეენარჩუნებინათ დახვეწილი დიზაინი. სახლში არსებული პერსონალურად დამზადებული ავეჯი 1980-იანი წლების იტალიური ვინტაჟური ავეჯის მსგავსია.

არქიტექტურული სტუდია: Alto Design Studio

ფოტოგრაფი: Nina Eminagic

Fritz Hansen – დანიური ავეჯის ბრენდის ისტორია

ქართულ პრემიუმ შოურუმებში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები – Homeis.ge კატალოგი