ხშირად მინა წამყვანი ელემენტია სახლის არქიტექტურასა და დიზაინში. მინის გამოყენებით უსაზღვრო საცხოვრებელს ვღებულობთ, რომელიც ბუნებრივად შერწყმულია გარემოსთან და შესაბამისად, სახლიდან ულამაზესი ხედები იშლება.
იხილეთ, როგორ იყენებენ მინას სხვადასხვა სახლებში გარემოს შესაქმნელად და ბუნებასთან დასაკავშირებლად.
1
სახლის ფასადის კედლები მთლიანად მინაშია შესრულებული. ამის გამო გარემო ინტერიერში ძალიან მარტივად იჭრება და მასში ცხოვრებას საინტერესოს ხდის. მინის კედლების, გარეთა თეთრი ბაქნისა და მომრგვალებული ტერასის დახმარებით მთლიანი სახლი ტყეს ჰაეროვნად ერწყმის.
2
Design Haus Liberty– ს ვილა სხვადასხვა ფენებად იშლება. მინის კარები და მინის მრუდე პანელები ინტერიერს გარე ტერასებთან აკავშირებს. სახლის კლაკნილი ფორმა ტბის ხედისკენ გვიბიძგებს, რაც ძალიან მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ამ განწყობას ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი ქვის მსუბუქი ტონალობებიც ამძაფრებს.
3
არქიტექტორმა, იმ მიზეზით, რომ მუხის ხეები არ დაეზიანებინა, მინის კედლებიანი სახლი ბორცვის ციცაბო ფერდობზე ააშენა. სტუმრები სახლის ზემოდან, შემოსასვლელიდან, ეშვებიან და მიემართებიან საცხოვრებელი ნაწილისკენ, რომლის ხედები გარშემო არსებულ ტყეზე ვრცელდება.
4
The Wall House დაფუძნებულია ღია ყუთის პრინციპზე და მასში უამრავი მინის ფანჯარაა განთავებული. ამის გამო ექსტერიერსა და ინტერიერს შორის კავშირი ძლიერდება, ამასთან ერთად აუზის ასეთი სახით ჩვენება სახლის დიზაინს ნამდვილად გამოარჩეულს ხდის.
5
რადგან სახლის მეპატრონე მცირე მიწის ნაკვეთს ფლობდა, არქიტექტორმა გადაწყვიტა მძიმე მასალით არ შეეზღუდა მისი გარემო და მინის კედლებით ააშენა მწერლის სახლი. ამით პროფესიული საქმიანობასაც შეუწყო ხელი, ის უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახადა.
6
გამჭვირვალე ოთახი სახლის დამატებას წარმოადგენს, რომელიც სამუშაო ოთახად არის ქცეული. მინის კედლით სინათლე ოფისის სივრცეში კარგად შემოდის და ადამიანს ენერგიით ავსებს.
7
სახლი, რომელიც მინის ყუთს ძალიან გავს, ლანდშაფტსა და არქიტექტურას აერთიანებს.
რადგან მფლობელი ფოტოგრაფია მისთვის ეს სახლი იდეალურია, მას გარემო პირობები საინტერესო ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა.
8
უნიკალური 2,850 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ადგილი ვუდლენდში, მინესოტაში მდებარეობს. მინის სახლის არქიტექტურასთან ამრეკლავი ”პრიალა” კონსტრუქციაა დაკავშირებული, რაც ბუნებასთან ერთად ლამაზ სანახაობას ქმნის. ერთსართულიანი სახლი განტვირთვისთვისაა შექმნილი, რადგან ის მშვიდ ტყესა და ტბასთან მდებარეობს.
9
ქვის ელემენტებით გაფორმებული სახლის ინტერიერი ჰარმონიულადაა გარემოსთან დაკავშირებული, როგორც სხვაგან, მინა აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სახლის დიზაინს ამდიდრებს.
10
ოკეანესთან მდგარი სახლის არქტექტურა ძალიან საინტერესოდ არის კლდესთან დაკავშირებული. თითქოს ავსებს მის ნაწილებს, ამ ყველაფერს კი მინის მიერ მინიჭებული ჰაეროვნება და გამჭვირვალობა ეხმარება.