in

რემონტის გიდი: როგორ დავამონტაჟოთ კედლის მოლდინგები საკუთარი ხელით

IPS
IPS

კედლების დეკორირებისთვის სპეციალურ პროფილებს, ე.წ. მოლდინგებს იყენებენ. ზედაპირი შესაძლებელია შეიღებოს ან შპალერით მოპირკეთდეს, თუმცა დეკორატიული პროფილები ნებისმიერ შემთხვევაში ეფექტურად გამოიყურება. მათი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა რელიეფური ფორმებისა და მოცულობითი ფიგურების შექმნა. მოლდინგების მონტაჟი რთული არ არის, ამ სამუშაოს გაკეთება ახალბედასაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ დეკორატიული პროფილების დამაგრების მოკლე ინსტრუქციას შემოგთავაზებთ.

1. ზედაპირის მომზადება

დეკორის ხარისხიანად მიკვრა მხოლოდ კარგად დამუშავებულ, მშრალ ზედაპირზეა შესაძლებელი. უსწორმასწორო და დეფექტურ ზედაპირზე დეკორის პროფილების დაკვრა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, დაკვრის პროცესი ზედაპირის დამუშავებით იწყება. მას მტვრისა და ჭუჭყისგან წმენდენ. ლაქების (განსაკუთრებიათ ცხიმიანი) მოშორება აუცილებელია, ვინაიდან ისინი დეკორის შეწებების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებენ. სუფთა ზედაპირზე გრუნტს უსვამენ, რაც მასალების ჩაჭიდების ხარისხს ზრდის და წებოს ხარჯს ამცირებს.

დეკორის დაკვრა ზოგჯერ შპალერზე ხდება. ხშირად ეს უკანასკნელი დეკორის სიმძიმეს ვერ უძლებს, ამიტომ დეკორად თაბაშირის ან ხის გამოყენება არაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში ოპტიმალურია პოლიურეთანის ან პოლესტეროლის გამოყენება. შპალერზე დეკორის მიკვრის დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ამ მეთოდის ერთი ნაკლი: შესაძლებელია წებომ შპალერზე მოუშორებელი ლაქა დატოვოს, ხოლო შპალერის შეცვლის დროს დეკორიც შესაცვლელი იქნება, ვინაიდან მისი ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელია.

2. ნიშნული

მომზადებულ ზედაპირზე ნიშნულებია დასახაზი. ვერტიკალური ნიშნულების დატანა სანიშნულე პროფილის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში სპეციალური ხელსაწყოების გამოყენება აუცილებელია, ვინაიდან „თვალით” გაკეთებული ნიშნულები, როგორც წესი, არაზუსტია.

3. დეკორის დაყენება

სამუშაოების დაწყებამდე დეკორის პროფილები შენობაში შეაქვთ და მათ 24 საათის განმავლობაში „აკლიმატიზაციას“ აცდიან. ამის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლის ცივ პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი ხარისხი ვერ მიიღწევა. დაწებება კუთხეებიდან იწყება. ზუსტი შეერთებისთვის ელემენტები სპეციალიზირებული საჭრელით 45 გრადუსიანი კუთხით იჭრება.

მომზადებულ ელემენტებს წებო ესმევა და წინასწარ დახაზულ ნიშნულებზე ეკრობა. შეერთების ადგილების დამთხვევის შემდგომ პროფილები კედელზე მჭიდროდ ეკვრება. წებოს გაშრობამდე ელემენტს არ ეხებიან.

მაქსიმალური რეზულტატის მისაღწევად ელემენტების შეერთების ადგილებსაც წებოს უსვამენ, ხოლო ნამეტი სითხის მოშორება მშრალი ტილოთი ხდება.

საბოლოო მოპირკეთება

ხშირად, მიკვრის შემდგომ, დეკორატიულ პროფილს ღებავენ. შეღებვის წინ ნაკეთობა გამხმარი წებოს ფრაგმენტებისგან კარგად უნდა გაიწმინდოს. ეს ძალზე აკურატულად უნდა გაკეთდეს, რათა პროფილები არ დაზიანდეს. მსხვილი ნაჭრების მოშორება ბასრი დანით ან შპატელით ხდება, ღებვის წინ ზედაპირი სახეხი ქარალდით მუშავდება. თუ შეერთების ადგილებში ღრიჭოები გაჩნდა, მას ფითხით ავსებენ, ამუშავებენ და საღებავის ერთი ან ორი ფენით ფარავენ.

ჩვენ კედლის დეკორის შპალერზე ან დამუშავებულ კედელზე მიკვრის შესახებ გიამბეთ. ორივე შემთხვევაში ტექნოლოგია ძალიან მარტივია. ამ შემთხვევაში ხარისხიანი წებო და ინსტრუქციის ზედმიწევნით მიყოლა არის სასურველი შედეგის მიღების გარანტი. სწორედ ამიტომ, თქვენ უკვე მზად ხართ კედლების მოლდინგებით გალამაზებისთვის.

რაც შეეხება ახალი პროექტის წამოწყებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, ამ ეტაპზე თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

შუა საუკუნეების კლასიკა Karen Maj Kornum-ის კოპენჰაგენის სახლში

Fritz Hansen – დანიური ავეჯის ბრენდის ისტორია