ჯეფრი ბენისონმა (1921–1984) ერთხელ საკუთარი ნამუშევრები ამგვარად აღწერა: “რაღაც სიგიჟე, რომელიც ყველაფერ კარგზე უფრო მაღლა დგას, ან რაღაც ძალიან კარგი, რაც ყველაფერ ძალიან ცუდზე მაღლა დგას.”
ამ ადამიანმა საკუთარი საქმიანობა 1950-იანი წლებში სრულიად შემთხვევით დაიწყო; სწორედ მაშინ, როცა ლონდონში, პორტობელოს გზაზე ანტიკვარული ნივთები შეიძინა. მისი მიდრეკილება სიძველისკენ ყოველთვის აისახებოდა მისი ნამუშევრების დიზაინზე. დღესდღეობითაც კი ანტიკვარული ქსოვილებით შთაგონებული მისი “ინგლისური რომანტიკული” ქსოვილების ხაზი კვლავ საუცხოო არჩევანია დიზაინერებისათვის.
ჯეფრი 1921 წელს ინგლისში დაიბადა, მას თავიდან სურდა მხატვარი ყოფილიყო. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ის სლეიდის პრესტიჟულ ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ლონდონიდან ოქსფორდში გადავიდა. იქ იგი ექსცენტრიული ლორდ ბერნერსის – მწერლის, მუსიკოსისა და კოლექციონერის გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის სახლიც ფარინგდონში ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს თავისი საუცხოო დეკორით. ხელოვნების ისტორიკოსი ჯლეი რიჩარდსონი, სლეიდის თანამედროვე, იხსენებს, რომ ბენისონი ნამდვილად ითვლებოდა მისი თაობის ვარსკვლავად. მისი მხატვრის თვალით, ინგრესის მსგავსი ხატვის სტილითა და თეატრალური დიზაინის აშკარა სტილით, მას შეეძლო მიეღწია დიდი წარმატებისთვის უფრო ადრეულ ასაკში, რომ არა ტუბერკულოზის დაავადება.
ჯეფრიმ შვიდი წელი გაატარა საავადმყოფოებში. მას შემდეგ, რაც ბენისონი ლონდონში დაბრუნდა, ის განკურნებული, თუმცა კი, დათრგუნული და გატეხილი იყო; ჯეფრის მეგობარმა ფინანსური დახმარება შესთავაზა, რათა ერთად მოეწყოთ ანტიკვარული მაღაზია ბერმონდსის ქუჩის ბაზარში. ამ ამბავმა გაამართლა და სულ მალე მეორე მაღაზიაც გახსნეს. მთავარი დილერები, კოლექციონერები და დეკორატორები პარასკევს, გამთენიისას იკრიბებოდნენ და მისი საგანძურის დასატაცებლად მიემართებოდნენ ხოლმე. ოთხი ბედნიერი წლის განმავლობაში მან დახვეწა მისი შესაძლებლობები ეპოვა მშვენიერი, გამაოცებელი საგნები – შემდეგ კი, მან გახსნა პირველი მაღაზია ისლინგტონში. მოგვიანებით ბენისონმა თავი დაიმკვიდრა, როგორც ლონდონის ანტიკვარიატის დილერების ყველაზე მომხიბლავი ქუჩის მთავარმა პერსონაჟმა.
1960-იანი წლების დასაწყისისთვის ბენისონმა ინტერიერის კუთხით შეკვეთების აღება დაიწყო. ტერენტი სტემპის ოთახებისთვის ლონდონის ოლბანიში, მან მოაწყო კლასიკური, კლუბის მსგავსი ინტერიერის დახვეწილი ვარიანტი, რომელსაც მან უწოდა “ახალი ტრენდი”. შემდეგ ამას მოჰყვა ორი ელეგანტური ჩინური რესტორანი, Lotus House და China Garden. იმ დროისთვის გამომცემელ ჯორჯ ვეიდენფელდს სურდა თანამედროვე ბიბლიოთეკა; ბენისონმა კი მას აჩუქა სპილენძის წიგნები, ბიუსტები, მეცხრამეტე საუკუნის ბიბლიოთეკის მაგიდა და ა.შ
მისი პირველი ამერიკული სამუშაო იყო ცნობილი თეატრის რეჟისორის პიტერ გლენვილის დახვეწილი ბინა. მოგვიანებით, ის პროექტებს, ძირითადად, საზღვარგარეთ ახორციელებდა, ყველაზე ხშირად კი საფრანგეთში. მაგრამ ის ყოველთვის უფრო ნაკლებ შეკვეთებს იღებდა, ვიდრე შეეძლო. მას სურდა იმ ადამიანებისთვის ემუშავა, ვისაც ძალიან სურდა და შეეძლო, საუკეთესო ჰქონოდა; გარდა ამისა, ჯეფრის მისი კლიენტისგან თანამოაზრეობაც უნდა ეგრძნო. გასაკვირი არ არის, რომ მათ, ვინც მოახერხეს, ჯეფრი სახლის დიზაინის დაპროექტებაზე დაეყოლიებინათ, ცნობილები გახდნენ, როგორც “რამდენიმე ბედნიერი ადამიანი”.
ჯეფრი ბენისონის გარდაცვალებისთანავე, 1984 წელს, როგორც ყველა დილერს სურს საბოლოოდ, მისი ძალიან ორიგინალური და საუცხოო ნივთები დიდ გაყიდვაში ჩაუშვეს.