ჭერში ფანჯრის ჩამონტაჟება ძალიან კარგი იდეაა მათთვის, ვინც ბუნებრივ სინათლეს დიდ უპირატესობას ანიჭებს. გარდა ამისა, ხშირად ჭერის ფანჯარა ინტერიერის დიზაინს მნიშვნელოვნად ალამაზებს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იდეებს, თუ როგორი დიზაინით შეგიძლიათ ჭერში ფანჯრის ჩამონტაჟება.
1. ორფერდა შუშის სახურავი
ამ ტიპის სახურავის შიდა ნაწილი შუშებითაა გაწყობილი. მსგავს ჭერს, ძირითადად, მცენარეებით სავსე სივრცეებში იყენებენ, რათა ბუნებრივი სინათლე ჭარბად იყოს. ამგვარი სახურავი საკმაოდ თამამი და თვალშისაცემია ინტერიერში.
2. მოქმედი ფანჯარა
ეს ვარიანტი შესანიშნავია იმ ოთახებისთვის, რომელსაც ფანჯარა არ აქვს – გარდა იმისა, რომ სივრცეში სინათლე შემოდის, ის ვენტილაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მსგავსი ტიპის ფანჯარას, უმეტესწილად, სააბაზანოში აყენებენ ხოლმე.
3. თანამედროვე განათება
დღესდღეობით ინტერიერის ტრენდებში ჭარბი სინათლე საკმაოდ პოპულარულია. ამიტომაც იატაკიდან ჭერამდე და თვითონ ჭერში დამონტაჟებული ფანჯრები სულაც არაა ზედმეტი. შესაბამისად, ჭერის განათება იქაც შეიძლება გქონდეთ, სადაც ისედან ბევრი სინათლეა.
4. დაქანებული ფანჯარა
სინათლის მაქსიმალურად გასაზრდელად ჩვეულებრივ ფანჯარას ზემოდან დამატებული აქვს დაქანებული ფანჯარა. ეს ჭერის ფანჯრის შექმნის ერთგვარი მცდელობაა, რომელიც საკმაოდ ორიგინალური ხერხია, მათთვის, ვინც ცალკე ვერ ბედავს ჭერში ფანჯრის დამონტაჟებას.
5. ჩამონტაჟებული ფანჯარა
თაღოვანი ჭერის თავზე ფანჯრის ჩამონტაჟება გამოკვეთს სივრცის სიმეტრიას, ხაზს უსვამს ოთახის სიმაღლესა და მასშტაბს.
6. ორმაგი განათება
რა ჯობს სამზარეულოში ბუნებრივი განათების ფონზე კერძების მზადებას? სურათზე მოცემული ორი ჭერის ფანჯარა სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ასე რომ, ჭერში მათი დამონტაჟება სამზარეულოშიც მისაღებია.
7. დაბურული შუშა
დაბურული შუშის სარკმლებს არ ექნებათ ისეთივე განათება, როგორც ტრადიციულ გამჭვირვალე შუშებს, მაგრამ ისინი საშუალებას მოგცემენ სინათლე გაზარდოთ ოთახში და ამასთავავე – შეინარჩუნოთ კონფიდენციალურობა.