in

4 მარტივი ნაბიჯი სამზარეულოს შემრევის გამოსაცვლელად

IPS
IPS

ადრე თუ გვიან ნებისმიერი შემრევი ფუჭდება. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როცა ეს მოულოდნელად ხდება ან როცა დაზიანება მეზობლების რემონტს ემუქრება. ასეთ დროს შემრევის გამოცვლა დამოუკიდებლადაცაა შესაძლებელი. დღეს 4 მარტივ ნაბიჯს გაგაცნობთ, რომლებიც შემრევის დამოუკიდებლად გამოცვლას შეგაძლებინებთ.

პირველ რიგში, შემრევის გამოსაცვლელად ინსტუმენტების გარკვეული ნაკრები დაგჭირდებათ:

  • ქანჩის გასაღები 13X14 ან 10X12. (ეს წყლის მიმყვანი მილის გადამყვანის ზომაზეა დამოკიდებული);
  • მილის რეგულირებადი გასაღები;
  • რკინის რბილი სახეხი;
  • საჰერმეტიზაციო ძაფი.

გარდა ამისა, დაგჭირდებათ საინსტალაციო კომპლექტი: ქანჩები, ჭანჭიკები, საფენები, და.ა.შ. როგორც წესი, ეს კომპლექტი შემრევთან ერთად იყიდება. თუ არა, დამატებითი დეტალების შეძენა მოგიწევთ. ყველაფერი აუცილებელის მომარაგების შემდეგ შესაძლებელია მონტაჟის დაწყება.

1-ლი ნაბიჯი: ახალი ნაკეთობის მომზადება

ხელსაწყო ყუთიდან ფრთხილად ამოიღეთ და წუნების არსებობაზე კარგად დაათვალიერეთ. განსაკუთრებით ყურადღებით სახრახნის ადგილებია შესამოწმებელი.  უმცირესი ბზარიც კი, ინსტალაციის დროს, შესაძლებელია შემრევის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი გახდეს.

შემდგომ, მექანიკური კვანძების მუშა მდგომარეობაა შესამოწმებელი. ონკანსა და ბერკეტს ჯერ „გახსნილ“, შემდეგ კი „დაკეტილ“ მდგომარეობაში აყენებენ. ყველა დეტალი მსუბუქად და თავისუფლად უნდა მოძრაობდეს. ასევე მოწმდება შემრევის მილების ხარისხიც. ხარისხიანი ნაწარმის ყუთს ყოველთვის ინსტრუქცია მოყვება, სადაც ხელსაწყოს ინსტალაციის ყველა ნიუანსი დაწვრილებითაა აღწერილი. დარწმუნდით, რომ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი კომპლექტის ყველა დეტალი სახეზეა.

მე-2 ნაბიჯი: ძველი შემრევის დემონტაჟი

ჯერ სახლში შემავალი მაგისტრალური მილია გადასაკეტი. დასადგმელი შემრევების შემთხვევაში, შემდეგი მოქმედება წყლის დრეკადი მილების დემონტაჟია. მათი მოშვება მილის გასაღებით ხდება. ამის შემდგომ შემრევის დემონტაჟი ხორციელდება.

სხვაგვარად ხდება კედლის შემრევის დემონტაჟი. აქ დრეკადი მილები არ არის. შემრევი გადამყვანების მეშვეობით კედელში ჩაშენებულ სამაგისტრალო მილებზეა მიმაგრებული. მისი მოხსნა ამ გადამყვანების მოშვებითაა შესაძლებელი.

მოხსნის შემდეგ ძველი შემრევის მიმაგრების ადგილზე დაგროვილი ჟანგი და ნადები იწმინდება. სახრახნებიდან ძველი საიზოლაციო ძაფის ნარჩენები შორდება. ამის გაკეთება ყველაზე მარტივად რბილი სახეხით ან რკინის ღრუბლითაა შესაძლებელი. ნიჟარაზე წარმოქმნილი ჟანგისა და ნადების მოშორება კი მკვრივი ნაჭრით, ზედაპირის დაუზიანებლად უნდა მოხდეს.

მე-3 ნაბიჯი: ახალი შემრევის მონტაჟი

მონტაჟი, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე მარტივი მოხსნილ ხელსაბანზეა. მის ქვეშ სიბნელეა და მუშაობა მოუხერხებელი. ეს უნდა გაითვალისწინოთ. შემრევს, ზედაპირზე დამაგრებისას ბოლომდე არ ვუჭერთ, რათა კორექტირების საშუალება გვქონდეს.

შემრევი სამონტაჟო ხვრელის ზუსტად ცენტრში უნდა მოექცეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეჭიროს საფუძვლიანად.

შემრევის გადამყვან მილებს წყლის მაგისტრალზე ვამაგრებთ, ვამოწმებთ, რომ ცივი და ცხელი წყლის მილები სწორად დაერთდეს. ჯერ ხელით ვუჭერთ, ხოლო საბოლოო გადაჭერა ქანჩით ხდება.

საგულისხმო მომენტი: შემრევისა და წყლის მაგისტრალის დამაკავშირებელი მილები თავისუფლად უნდა ეკიდოს, რადგან გადაჭიმულ მდგომარეობაში ისინი მალე გაფუჭდება.

კედლის შემრევების დაყენება უფრო მარტივია. ის გადამყვანების მეშვეობით კედლიდან გამოსულ მაგისტრალურ მილებს პირდაპირ ეჭირება.

სენსორული და თერმოსტატიანი შემრევების დაყენების ტექნოლოგია ჩვეულებრივისგან დიდად არ განსხვავდება. სხვაობა ელექტრონული სისტემის არსებობითაა გამოწვეული. ამ შემთხვევაში კვების გარე ბლოკი ან აკუმულატორები მონტაჟდება. ხორციელდება სენსორის მგრძნობელობის რეგულირება. მონტაჟის შემდგომ, მოხმარების ტემპერატურა ყენდება.

მე-4 ნაბიჯი: ვამოწმებთ ახალი შემრევის მუშაობას

შემრევის შეცვლის შემდეგ მისი გამართულობა და ჰერმეტულობაა შესამოწმებელი. ამისთვის მისი ბერკეტები/ონკანები „დახურულ“ მდგომარებაში დგება, შემდგომ მაგისტრალური ონკანები იხსნება და 20-25 წუთის განმალობაში გადაბმის ყველა უბანზე დაკვირვება ხდება. ყველაფერი მშრალად უნდა იყოს, უმცირესი ნესტის გარეშე. თუ ტენიანი უბნები გაჩდება,  გადაბმების ყველა წერტილი კიდევ ერთხელ გადასაჭერი იქნება.

შემდეგი ნაბიჯი ახალი მოწყობილობის გამორეცხვაა. ონკანიდან ფილტრს ხსნიან, რომელიც ჭუჭყის ნაწილაკებს აკავებს. ამის შემდეგ შემრევს ბოლომდე ხსნიან. წყლის ნაკადი მილებსა და შემრევში მოხვედრილ ნადებს, ჟანგსა და მსგავს ჭუჭყს გამორეცხავს. ამის შემდგომ ფილტრი თავის ადგილზე მაგრდება. ნაკადი უნდა იყოს თანაბარი და უშხეფო.

გამოუცდელი სანტექნიკოსიც კი შეძლებს დამოუკიდებლად შემრევის გამოცვლას. სამუშაოს დაწყებამდე ყურადღებით არის შესასწავლი ინსტრუქცია. შეგახსენებთ რაზე უნდა გამახვილდეს განსაკუთრებული ყურადღება: ხრახნიანი გადაბმები უნდა იყოს ჰერმეტული. ამისთვის სპეციალიზირებულ საიზოლაციო ძაფს იყენებენ. გახსოვდეთ, დრეკადი მილები არ უნდა იყოს დაჭიმული, რათა ისინი დიდხანს გვემსახუროს.

 

NASH – სტუდია STIPFOLD-ის მიმდინარე პროექტი თბილისთან ახლოს

8 მარტივი გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ სასადილო მაგიდა არ გაქვთ