in

ამერიკული სტილის სახლი პორტლენდთან ახლოს – დიზაინერ JESSICA HELGERSON-ის საცხოვრებელი

Banner M2
Banner M2

Wild Goose Farmhouse – ასე ჰქვია დიზაინერ ჯესიკა ჰელგერსონის სახლს, რომელშიც ის ქმართან, არქიტექტორ იანი დულისთან და მათ ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლს გარშემო ხუთი ჰექტარი მიწა არტყამს და ის სოვიის კუნძულზე, პორტლენდთან ახლოს მდებარეობს.

სახლის შესაქმნელად ცოლ-ქმარი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობდა და ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სახლი უნდა ყოფილიყო ადგილის შესაფერისი, მარტივი, ამერიკული დიზაინით. სწორედ ასეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში ის.

სახლი ორი სართულისგან შედგება, რომელსაც ასევე ემატება სხვენიც. ღია ფერის, ფიცრებით შეკრული ფასადი მართლაც მიგვანიშნებს მის ამერიკულ წარმომავლობაზე.

სახლს აქვს საკმაოდ დიდი მისაღები ოთახი, რომელიც სავსეა წიგნებით. მისაღები ოთახიდანვე ეტყობა სახლს, რომ მისმა მფლობელებმა უპირატესობა ძველებურ ავეჯს მიანიჭეს და თანამედროვე დიზაინს ჭკვიანურად მოარგეს ის.

ფართო, თავისუფალი სამზარეულო მუქი და ღია ფერების მშვენიერი ნაზავია. მის გვერდითაა სასადილო ოთახი, რომლის დიზაინიც ნამდვილად მოგვაგონებს სოფლის სახლს. აქ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს პატერნებით დატვირთული შპალერი.

სახლს აქვს გადახურული, მცირე ზომის ტერასა, რომელიც იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ბუნებაში სადილობა უყვარს. ტერასაზე, ისევე, როგორც სახლში, მრავლად შევხვდებით მცენარეებსაც.

დიზაინი: JESSICA HELGERSON

ფოტოგრაფი: AARON LEITZ

ავეჯის იტალიური ბრენდის – MERIDIANI-ს ისტორია

თანამედროვე დიზაინის ბინა “Axis Towers”-ში – Design Avenue-ს ნამუშევარი