იმისათვის, რომ საღებავის ფერის შერჩევის პროცესი არც ისე მარტივია. ამ საქმეს კიდევ უფრო გაართულებს ისიც, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იცვლება მისი ფერი დღის განმავლობაში დღის სინათლის ცვალებადობასთან ერთად. თქვენ შეიძლება ოთახისთვის ერთი კონკრეტული ფერი შეარჩიოთ, თუმცა, მოხდეს ისე, რომ განათების ფონზე იგი სულ სხვაგვარი ჩანდეს.
ერთი ფერი დღის განმავლობაში სხვადასხვანაირად იცვლება, რაც სხვადასხვა განწყობას ქმნის ოთახში მთელი დღის განმავლობაში – შეღებილი ოთახის მაგიაც სწორედ ამაშია. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ თქვენს ოთახში საღებავის დატესტვას აზრი არ აქვს, რადგან დღის სხვა მონაკვეთში ის სხვაგვარად გამოჩნდება.
Bjorn Wallander-ის ერთი ოთახის რამდენიმე ფოტო კარგად ამტკიცებს, თუ რამდენად მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს ერთი ფერი დღის განმავლობაში. დააკვირდით, როგორ იცვლება ის – დილით თუ ეს ფერი რბილი და მბზინავია, კარგად გათენებულზე უფრო ნათელი ჩანს, შუადღისას ცხელ და კონტრასტულ განწყობას ქმნის, საღამოს კი პირიქით – ოთახის გამაგრილებელი ეფექტი აქვს და მყუდრო განწყობა იქმნება.
ამიტომაც, როდესაც კედლის ფერის შერჩევას დაიწყებთ, ეცადეთ, წარმოიდგინოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ის დილით, შუადღესა და საღამოს. ამ საკითხში ნამდვილად გმართებთ სიფრთხილე, რადგან ოთახის ფერი საკმაოდ სენსიტიური რამაა და განათების ცვლილების ფონზე მკვეთრად იცვლება.