in

როცა ფანჯრიდან ცუდი ხედი იშლება: პრობლემის გამოსწორების 6 ხერხი

ვიტრაჟული ფირი, ოთახის მცენარეები, ფარდები – დღეს მათზე და სხვა ხერხებზე მოგიყვებით, რომლებიც ულამაზო პეიზაჟის შელამაზებაში დაგეხმარებათ.

ბინიდან ლამაზი ხედით ყველა არ არის განებივრებული. ზოგჯერ ბინის და სახლის უშნო ხედი მათ სხვა ღირსებებს წონის. ყველაზე არასასიამოვნოა, როცა თქვენი ფანჯრების მიღმა მშენებლობა დაიწყეს და ხედი თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იცვლება. ამ დროს განსაკუთრებით დაბალი სართულების მაცხოვრებლებს არ უმართლებთ. გადასვლა გამოსავალი ყოველთვის არ არის, თუმცა მუდმივად ფარდაჩამოფარებულ ბინაში ცხოვრებაც არ არის მარტივი. ჩვენ დღევანდელ სტატიაში, ბუნებრივი განათების შეზღუდვის გარეშე, არასასიამოვნო ხედის შელამაზების რამდენიმე ხერხი მოგიმზადეთ.

1. გლუვი ფირის დაკვრა

შუშებზე მთლიანად ან ქვედა ნაწილში გლუვი ფირი დააკარით. ამის გაკეთება წლის თბილ პერიოდშია უმჯობესი, რათა ტემპერატურული სხვაობის გამო ჰაერის ბუშტულები არ გაჩნდეს და ფირიც კარგად დაეკრას. ასეთი გადაწყვეტილების წყალობით შუქი ოთახში თავისუფლად შემოაღწევს, ხოლო პეიზაჟი გაიდღაბნება ან ბოლომდე დაიფარება. ეს ფირის გამჭვირვალობის ხარისხზე და მის სურათზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ასეთი ხერხი ფანჯრის რაფაზე ოთახის ისეთი მცენარეების მოშენების საშუალებას მოგცემთ, რომლებიც პირდაპირ სხივებს ვერ იტანს და გაფანტული შუქი სჭირდებათ.

2. ვიტრაჟული ფირი

თქვენ შეგიძლიათ მაღაზიაში ნაყიდი უბრალო ვიტრაჟული ფირი გამოიყენოთ, ან ოსტატებს მიმართოთ და მასზე თქვენთვის სასურველი დეკორი შეასრულებინოთ. ასეთ ვიტრაჟებში სპილენძის მავრთული გამოიყენება, და მათი გარჩევა ნამდვილისგან ფაქტიურად შეუძლებელია. დაყენება უმჯობესია პროფესიონალებს ანდოთ, რათა ნაკეთობა არ დაზიანდეს.

3. ოთახის მცენარეების გამოყენება

შეარჩიეთ სასურველი მცენარეები, შუქისა და ფანჯრების მიმართულების მიხედვით. შესაძლებელია ოთახში ნამდვილი ჯუნგლების მოწყობა. დიდი მცენარეები იატაკზე დადგით, ხოლო ლიანისმაგვარი კარნიზებზე ან ფანჯრების თავზე მოათავსეთ. უშუალოდ ფანჯრის რაფაზე საშუალო ზომის ყვავილები განათავსეთ.

4. გამოიყენეთ დაპლისული ფარდები და მოძრავი კარნიზი

მათი საშუალებით შესაძლებელია ფანჯრის მთლიანად ან მისი ქვედა ნაწილის დაფარვა. ასე ზედა მხარეში სივრცეს დატოვებთ და შუქს შემოღწევის საშუალებას მისცემთ. აწარმოებენ როგორც ქაღალდის, ასევე ტექსტილის ფარდებს. არსებობს ფერთა ფართო პალიტრა, ნახატებითა და მის გარეშე. გარდა ამისა, ეს ფარდები კომპაქტურია, მაგრდება ფანჯარაზე და მარტივია მოხმარებაში.

5. ხის ჟალუზების გამოყენება

ჟალუზის გამოყენება ბინას ოფისს ამსგავსებს. ამ ეფექტის ასარიდებლად ხის ვარიანტები გამოიყენება. ასეთი ჟალუზები პლასტმასზე ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ – ვიზუალურად ბევრად მომხიბვლელი. ბონუსის სახით ისინი უშნო პეიზაჟს ფარავს და მზის სხივებს ატარებს.

6. ფანჯარაზე დეკორის ჩამოკიდება

ფანჯარაზე ჩამოკიდებულ მორთულობას თვალი ულამაზო პეიზაჟიდან თავზე გადააქვს. გამოდგება ქაღალდისგან გამზადებული დეკორი. შესაძლებელია მზა ვარიანტების შეძენა და ასევე საკუთარი ხელით დამზადებაც. შესაძლებელია ასევე ფანჯრებზე გირლიანდების ჩამოკიდება, ამისთვის შეგიძლიათ ტიული გამოიყენოთ. პირველი სართულის მაცხოვრებლებს, ან მათ, ვისაც მეზობლის ფანჯრები ახლოს აქვს განთავსებული, ტიული ცნობისმოყვარე თვალებისგან დაიცავს.

სახლი წავკისში – ძველი პროექტის ტოტალური გადააზრება TIMM Architecture-ის მიერ

ტური Zoë Zimmer-ის ნოტინგ ჰილის სახლში