in

თანამედროვე ტიპის აპარტამენტების უახლესი ტრენდები – ინტერვიუ თეონა გიორგაძესთან

როგორც ცნობილია, ადამიანი საკუთარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს სახლში ატარებს. ეს არის ადგილი, სადაც თითოეული ჩვენგანი ყველაზე თავისუფლად და დაცულად გრძნობს თავს. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ სახლი არის არა მხოლოდ არქიტექტურული ნაგებობა, არამედ პირველ რიგში, კომფორტული გარემო, რომელიც გვავსებს სიმშვიდით და გვმატებს ენერგიასა და თავდაჯერებულობას. შესაბამისად, სახლში არსებული ჰარმონიული გარემო შეუცვლელი წინაპირობაა სრულფასოვანი ცხოვრებისა და ჯანსაღი ფსიქოლოგიური ბალანსისთვის.

სპეციალისტების თანახმად, ჰარმონიული გარემოს შექმნა ადამიანისთვის საცხოვრბელი სივრცის ექსტერიერითა და ინტერიერით იწყება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე დეველოპერული კომპანიები ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „მზიური გარდენსი“, რომელიც კურორტ მახინჯაურში მდებარეობს, ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში. ეს არის სრულიად ახალი ტიპის, პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც დასვენებისა და ცხოვრებისთვის იდეალურ პირობებს გვთავაზობს. გარდა იმისა, რომ კომპლექსის ინტერიერი დიზაინის უახლესი ტრენდების გათვალისწინებითა და პრემიუმ კლასის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით იქმნება, მას კიდევ ერთი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს: „მზიური გარდენსი“ უნიკალური მცენარეებითა და ენდემური სახეობებით გამწვანებული რეკრეაციული ზონაა, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივ მიკროკლიმატს და იდეალურ გარემოს ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის.

აპარტამენტების უახლეს ტენდენციებსა და 21-ე საუკუნის საცხოვრებლის მოთხოვნებზე სასაუბროდ დღეს ჩვენ „მზიური გარდენსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თეონა გიორგაძეს გავესაუბრეთ:

როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე აპარტამენტებზე,  კონკრეტულად რა ტიპის უძრავი ქონება იგულისხმება ამ შემთხვევაში და რა არის მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშნები?

თანამედროვე აპარტამენტი, ესთეტიურობასა და სიმყუდროვესთან ერთად, ფუნქციონალურობას გულისხმობს. ამ ტიპის სივრცეში ცხოვრება მობინადრეს უნდა გვრიდეს სიმშვიდეს და ჰარმონიას. მარტივად რომ ვთქვათ, აპარტამენტი უნდა იყოს თქვენი უსასრულო განტვირთვის საშუალება. ეს არ არის მხოლოდ სტანდარტული ბინა, სადაც ისვენებ წელიწადის რომელიმე დროს ან ცხოვრობ მუდმივად. ჩვენი აპარტამენტების კომპლექსი მოიცავს ე.წ „community“-ის ანუ საზოგადოებას და მათი ცხოვრების წესს, რადგან ზრუნავს მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული სერვისების მრავალფეროვნებაზე.

„მზიური გარდენსის“ აპარტამენტები განსხვავდება სხვა საცხოვრებელი სივრცეებისგან. კონკრეტულად რა გამოარჩევს მათ სტანდარტული ბინებისგან?

ჩვენი აპარტამენტები სტანდარტული ბინებისგან განსხვავდება იმით, რომ მთელ რიგ მომსახურებასა და ინფრასტრუქტურულ სერვისებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ „მზიური გარდენსის“ რეზიდენტებს ექნებათ წვდომა 5***** სასტუმროს – „CROWNE PLAZA-ს“ ინფრასტრუქტურასა და სერვისებთან.

ვისაუბროთ საცხოვრებელი სივრცის კომფორტზე. ეს ცნება საკმაოდ ინდივიდუალურია. საინტერესოა, როგორია ამ მხრივ „მზიური გარდენსის“ ხედვა?

ჩვენი ხედვით, აპარტამენტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ყველა პირობა მშვიდი ცხოვრებისა თუ დასვენებისთვის. ეს ნიშნავს სივრცის მაქსიმალურ შეგრძნებას, ენერგოეფექტურობას, დაზოგილ კომუნალურ გადასახადებსა და გარემოს, სადაც არ შეგაწუხებთ ხმაური ან ტემპერატურული ცვლილებები. სწორედ ამიტომ, ჩვენთან აპარტამენტების ჭერის სიმაღლე 3მ-ია, ხოლო სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული მაცხოვრებლებისთვის ყველა საჭირო ზონით, ავეჯითა თუ ტექნიკით. ამას გარდა, თითოეულ აპარტამენტს აქვს ვერანდა და ყველა მათგანიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ზღვაზე. და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ეს კომპლექსი სრულად ადაპტირებული ყოფილიყო შშმ პირებზე.

გვიამბეთ „მზიური გარდენსის“ აპარტამენტების დიზაინზე. ვინ იმუშავა ამ მხრივ და რა სტილის ინტერიერზეა საუბარი? 

აპარტამენტების დიზაინზე საკმაოდ გამოცდილი გუნდი მუშაობდა. მიმდინარე ტრენდებთან ერთად გათვალისწინებული იყო ის ფერთა პალიტრები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სიმშვიდის შეგრძნებას მისცემს. სწორედ ამიტომ, მომავალ მაცხოვრებლებს ჩვენ დიზაინის რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობთ (ავეჯის, კედლების, სააბაზანოსა თუ სამზარეულოს ფერების გადაწყვეტისას). ასევე გარკვეული კვადრატულობის აპარტამენტებზე ვითვალისწინებთ მათ სურვილებს როგორც სტუდიოს ტიპის, ასევე იზოლირებული საძინებლიანი ბინის არჩევის დროს.

როგორც ცნობილია, საცხოვრებელი სივრცის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და არაკომფორტული ეტაპი სარემონტო სამუშაოებია. რას სთავაზობთ ამ კუთხით მომავალ ბინადრებს?

„მზიური გარდენსი“აპარტამენტების მფლობელებს პრემიუმ კლასის რემონტს, ავეჯსა და ტექნიკას სთავაზობს. აპარტამენტები ბარდება 2022 წლის ივნისში. ჩვენს კომპლექსში გამოყენებულია გერმანული მდფ-ის მასალები. ასევე ვთანამშრომლობთ პრემიუმ კლასის ბრენდებთან, რომლებითაც იქნება მოპირკეთებული შიდა ინტერიერი და ექსტერიერიც. ერთი სიტყვით, მფლობელებს არ მოუწევთ დროის დაკარგვა რემონტის პროცესზე.

კომფორტული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული ექსტერიერია. როგორ გამოირჩევა ამ მხრივ „მზიური გარდენსი“?

“მზიური გარდენსის” ექსტერიერი 21-ე საუკუნის თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, როგორც მასალების გამოყენებით, ასევე ფუნცქიონალურობითა და ინფრასტრუქტურით. იქედან გამომდინარე, რომ ამ ტერიოტრიაზე იქნება სასტურმო „CROWNE PLAZA“ და აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტი, ის დამსვენებლებს არამარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც მოიზიდავს – სწორედ ამიტომ, ვეცადეთ, რომ ეს კომპლექსი უმაღლესი დონის, მაღალი კლასის დიზაინით ყოფილიყო გამორჩეული. მზიური გარდენსი გახლავთ პირველი ბრიტანული ინვესტიცია აჭარაში და ინვესტორი კომპანია MRMU INTERNATIONAL-ის კვალიფიკაცია მეტყველებს პროექტის ხარისხსა და სანდოობაზე.

21-ე საუკუნის ცხოვრების სტილი ძალიან მჭიდრო კავშირშია დახვეწილ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ საჭირო სერვისებთან. როგორია ამ მხრივ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები და როგორ პასუხობს მათ თქვენი კომპანია?

დიახ, გეთანხმებით. ამ მხრივ ჩვენს კომპლექსში თქვენს განკარგულებაში იქნება სრული სასტუმრო სერვისები, ღია და დახურული აუზები, სპა და ფიტნესი, ბალნეოლოგიური და დეტოქს თერაპიები, საბავშვო სივრცეები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი – 12 000 კვ.მ რეკრაციული ზონა ენდემური ნარგავებით, ქმნის მულტიფუნქციურ საცხოვრებელს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დასვენებისა თუ განტვირთვისთვის იდეალური საშუალებაა.

და ბოლოს, როგორი ცხოვრების სტილს გვპირდება „მზიური გარდენსი“?

“მზიური გარდენსში“ მობინადრეებს დახვდებათ უსაფრთხო, დაცული და მოწესრიგებული გარემო. ეს არის ადგილი მათთვის, ვისთვისაც სახლი მხოლოდ სამყოფი სივრცე არაა. ჩვენი მიზანია, რომ დატვირთული ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად, ადამიანებმა აქ ცხოვრებისა თუ დასვენებისას, მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება და განტვირთვა. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ჩვენი სლოგანი – „მიჰყევი მწვანე ცხოვრების სტილს“. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად შევიმუშავებთ ისეთი ცხოვრების მოდელს, რომელიც 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა კომფორტს შეგვიქმნის. ამ ეტაპზე შავი კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ხოლო პროექტი 2022 წლის ივნისში სრულდება.

მზის ენერგიაზე მომუშავე ხის კოტეჯი ნიუ-იორკში

რემონტის გიდი: აბაზანის რენოვაციის დროს გასათვალისწინებელი 8 რჩევა