სახლი, რომელზეც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ მდებარეობს ბრაზილიაში, Bragança Paulista-ს ულამაზეს კონდოში და მას Quinta da Baroneza ეწოდება. ესაა სახლი, რომლის წინა ნაწილიდან ულამაზესი მთების ხედი იშლება, უკან კი დაცული ტერიტორიებია განლაგებული.
სახლში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანებას და ბუნებრივ მასალებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახლის გარე სივრცეები და ექსტერიერი უფრო დომინანტურ როლს თამაშობს რეზიდენციაში, ვიდრე ინტერიერი. სახლის თვალიერებისას, პირველ რიგში, თვალში გვხვდება ხისა და ქვის ლოდების სრულყოფილი შერწყმა.
ასევე – თუკი რაიმე აქაურ არქიტექტურას უფრო გამოკვეთს და თვალსაჩინოს ხდის, ეს არის ლანდშაფტის დიზაინი. გამწვანება ჰარმონიულად ერწყმის შენობის ფორმებს და რეზიდენციას კურორტის იერსახეს აძლევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის კონტრასტიც, რასაც აქ არსებული გამწვანება და სახლის მკაცრად დაცული ფორმები იძლევა. ამ ყველაფერს კი ძალიან ალამაზებს და გამოკვეთს ღამის გარე განათება.
1080 კვ.მ სახლი, ერთი შეხედვით, ერთ სართულადაა გაშლილი, თუმცა, ლანდშაფტში ქვედა სართულიცაა ჩაშენებული.
სახლის მისაღებ ოთახს აქვს ორი დიდი მინის კარი, რაც ოთახის ჯვარედინი ვენტილაციის საშუალებას იძლევა. ასევე, ქვისგან ნაშენ სივრცეშია განთავსებული მოსასვენებელი და კინოთეატრის ოთახები. სახლს რომ მოსასვენებელი ფუნქცია აქვს, საუნისა და აუზის არსებობაც გვიმტკიცებს. მისაღები ოთახის მეორე მხარეს არის საძინებლები, რომლებიც განთავსებულია საიტის წინა მხარეს. სახლის ცენტრში კი, სამზარეულოა განთავსებული. სახლის მეორე ბოლო კი ტელევიზორის ოთახს უკავია.
სახლის დიდ ღირსებას წარმოადგენს ასევე წინა აივანი, რომლიდანაც საოცარი ხედი იშლება, ხოლო უკანა მხარეს – გურმანული აივანი, სპა და აუზის მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიაა.
არქიტექტურული სტუდია: Seferin Arquitetura
ფოტოგრაფი: Evelyn Muller