in

სახლი კედლების მინიმალური რაოდენობით – სტუდია Taliesyn-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ინდოეთში, კერძოდ, ბენგალორში, არქიტექტურულმა და დიზაინ სტუდია Taliesyn-მა შექმნა სახლი, რომელსაც კედლების მცირე რაოდენობა აქვს. ეს კი იმიტომ, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ, ტროპიკული ლანდშაფტით ტკბობა.

სახლს სახელად Ksaraah ეწოდება და ის ოჯახისთვის შაბათ-კვირას განსატვირთ სივრცეს წარმოადგენს სტუდიის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, შალინი ჩანდრაშეკარისთვის.

487 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლი შეიქმნა ბუნებასთან კავშირის შექმნის სურვილის გამო. მასში ოთახები ან სრულად არის ღია, ან მათი გახსნა შესაძლებელია დასაკეცი საკეტებით.

სახლი შედგება სამი ბლოკისგან, რომლებიც ბეტონისგანაა აგებული. პირველი ბლოკი, რომელიც წარმოადგენს მთავარ საცხოვრებელ ადგილს, არის ორსართულიანი. მეორე სართული მოიცავს ღია დარბაზსა და სასადილო სივრცეს, ხოლო პირველ სართულზე განთავსებულია საძინებელი ოთახი და კაბინეტი.

ამ ბლოკს დიდი პავილიონისგან ნაცრისფერი ქვისგან გაკეთებული კედელი გამოყოფს. პავილიონი კი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეკრების ადგილს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი ინდოეთში მდებარეობს, მისი ხის ჟალუზები იაპონურ კულტურას მოგვაგონებს. სახლი, რომელსაც კედლები თითქმის არ აქვს, სწორედ ამ ხის საკეტებით იხსნება და იკეტება. შენობის დომინანტი მასალები ხე და ბეტონია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახლში ექსტერიერი და ინტერიერი თითქმის ერთია.

მიუხედავად იმისა, რომ შენობას, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, შეიძლება უსაფრთხოების პრობლემები შეექმნას, 16 000 კვადრატული მეტრი ფართობი სრულადაა შემოღობილი.

ამავე დროს, პავილიონი შექმნილია ისე, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ დროს.

შენობის გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მისი ელექტროენერგია გამომუშავდება მზის პანელებით. სახლს არ გააჩნია მექანიკური კონდიცირება, ვინაიდან ღია სივრცეები იძლევა პასიური გაგრილების საშუალებას.

ავეჯსა და მოწყობილობებში შედის ადგილობრივი მასალები და ხელნაკეთი პროდუქციაც, ადგილობრივი ქვისგან დამზადებული მაგიდები, “ხადის” ქსოვილის საწოლები და “კანსას” ლითონის ჭურჭელი.

არქიტექტურული სტუდია: Taliesyn

ფოტოგრაფი: Harshan Thomson

GUBI-ს დანიური ესთეტიკა

როგორ მოვაწყოთ გენდერულად ნეიტრალური საბავშვო ოთახი