ცენტრალური საკანალიზაციო მილდგარის ხმის იზოლაცია ახალაშენებულ ბინებში მობინადრის მოსაგვარებელია. სწორად აწყობილი სისტემის შემთხვევაში ხმა არ გვაწუხებს, რადგან, როგორც წესი, ცენტრალური მილი სველი წერტილების ადგილზე ჩამოდის და ტექნიკური კარადის გარდა მის ხმას ოთახიც აფერხებს.
პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა სისტემა შეცდომებითაა დაპროექტებული ან/და არასწორი მასალებია შერჩეული. ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ქარხნული წუნია. თუ ზემოთხსენებული გარემოებები არ არსებობს, მაშინ ზედმეტი ხმების მოშორება საკუთარი ხელითაცაა შესაძლებელი. დღეს გვინდა ამ ხმების წარმოქმნის მიზეზებსა და მისი აღმოფხვრის ხერხებზე გესაუბროთ.
არასასიამოვნო ხმის გაჩენის მიზეზები
მოქმედებების დაწყებამდე, უნდა გაირკვეს არასასურველი ხმის გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს:
- მილდგარის თხელი მილები – ისინი ადვილად რეზონირებენ და მეტად ატარებენ ხმას. რაც მეტი სართულია შენობაში, მით მეტია წყლის ნაკადი დაბალ სართულებზე. ხმის მთავარი წყარო მილის შიდა კედლებზე წყლის შეხეთქებაა. მოძრაობის დროს ის ასევე ჰაერსაც აძევებს და ზედა მიმართულებით სწრაფ გადაადგილებას აიძულებს. ეს ნაკლებად შესამჩნევი რხევებია, თუმცა კიდევ ერთი არასასურველი ხმის წყაროა.
- არასწორი განლაგება და დაპროექტება – გადაკეთებული კომუნიკაციები, ასევე გადატანილი მილდგარის საიზოლაციო ტიხრები. არაპროფესიონალების მიერ თვითნებურად ჩატარებული სამუშაოებისას დაშვებული შეცდომები. მაგალითად თუ კომუნიკაციები მხოლოდ თაბაშირ-მუყაოს ტიხრითაა დაფარული, ის ხმის ჩახშობის ნაცვლად მას აძლიერებს.
- მილდგარის ჭერთან ან კედელთან არასწორი მიმაგრება. როცა სამაგრი ზედმეტად არის გადაჭერილი ან სულაც მოშვებული და სპეციალური საიზოლაციო საფენის გარეშეა გამოყენებული. ამ დროს ვიბრაცია კედელსა და იატაკს გადაეცემა და საცხოვრებელ ოთახებში ვრცელდება. ხმის მაქსიმალური შემცირებისთვის სპეციალურ საიზოლაციო ჩახურვის ელემენტებს იყენებენ. სამონტაჟო ქაფის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ის რხევების გამტარია.
- ძველი დეტალების ახლით შეცვლა. ძველი, როგორც წესი, თუჯისგანაა დამზადებული და ხმას კარგად შთანთქავს. მას სქელი კედლები აქვს. თუმცა, დროთა განმავლობაში იბიდნება და გამოსაცვლელია. თანამედროვე მილდგარის ელემენტები პლასტმასისგანაა დამზადებული, ისინი რამდენიმეჯერ უფრო თხელია, ადვილად რეზონირებენ და რხევებსაც უფრო ატარებენ. გამოცვლის შედგომ სხვაობა შთამბეჭდავია, თუმცა, პლასტმასის ვარიანტები უფრო გავრცელებულია. თუჯის მილდგარის სისტემა თავისი ელემენტებით ძალიან იშვიათია. ის მძიმეა და პლასტმასის მილდგართან მისი გადაბმა პრობლემატურია.
პრობლემის გადაჭრის ხერხები:
- ხმის საიზოლაციო ტიხრების მოწყობა. ეს გაცილებით ეფექტურია თუ კონსტრუქციას ერთგვარ ყუთში მოვაქცევთ.
- მილების გადაბმის ადგილებში ჩახურვის სარტყელი და საიზოლაციო საფენებიანი მჭიდები, რომლებიც ვიბრაციას აქრობს.
- დაძველებული და ამორტიზებული სამაგრის ელემენტების შეცვლა.
- უხმო, მრავალფენიანი მილებისა და მისი საიზოლაციო ელემენტების მონტაჟი
- უკიდურეს შემთხვევაში, ბინის რეკონსტრუქცია და პროფესიონალებთან ერთად თავიდან გადაპროექტება
ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია ცენტრალური საკანალიზაციო მილისგან გამოწვეული ხმაურის შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.
რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი