in

ტური ქლოი და კორტნი კარდაშიანების სახლებში

Banner M2
Banner M2

ქლოი და კორტნი კარდაშიანები ყველასთვის კარგად ნაცნობი კარდაშიანების სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟები არიან. მათ საკმაოდ ბევრი რამ აქვთ საერთო – არამხოლოდ შოუ, არამედ სამეზობლოც და სახლების დეკორატორიც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კალაბასასში ცხოვრობს და ერთი დიზაინერ ჰყავდათ, მათი სახლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

თავდაპირველად, ორიოდე წლის წინ, კორტნიმ კალაბასასში იყიდა 11 500 კვადრატული მეტრი ტოსკანური სტილის საცხოვრებელი სახლი NFL– ის ყოფილი ვარსკვლავის, კიშაონ ჯონსონისგან. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ქლოიმ თითქმის 10 000 კვადრატული მეტრის ხმელთაშუა ზღვის სტილის სახლი იყიდა ჯასტინ ბიბერისგან.

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ კორტნის და ქლოის მკაფიოდ განსხვავებული პიროვნული თვისებები აქვთ, თუმცა, მათ ერთიდაიგივე დეკორატორი აირჩიეს. შედეგად შეიქმნა ორი სახლი განსხვავებული გემოვნებით.

”ქლოის სახლი გიგანტური სასახლე იყო, რომელიც შექმნეს ღონიერი ახალგაზრდა კაცისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მისთვის ერთგვარი რომანტიკა მიგვეცა და მას ხმელთაშუა ზღვის ფესვები დავუბრუნეთ,” – დიზაინერი მარტინ ლოურენს ბულარდი

რაც შეეხება კორტნის სახლს, ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა მის სამ შვილზე: ორ ბიჭსა და ერთ გოგონაზე. “გვინდოდა, რომ ეს სახლი დახვეწილი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ოჯახური განწყობის ყოფილიყო”, – აღნიშნავს დეკორატორი.

ერთი თვალის შევლებაა საჭირო იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ – კორტნის სახლი მართლაც ოჯახურ გარემოს ქმნის. აქ ძალიან დიდი სივრცეა დათმობილი მისი სამი შვილისთვის.

კორტნის სახლი ძალიან დიდი და ნათელი შემოსასვლელით იწყება, საიდანაც გავდივართ მისაღებ ოთახში, რომელიც ლოს-ანჟელესურ სტილშია მოწყობილი. სამზარეულო და სასადილო ოთახი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან – თუ სამზარეულო ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, სასადილო ოთახში მყვირალა ფერებს ვაწყდებით, რომლებიც კარგად ერწყმის კედლის ფერს. როგორც ჩანს, კორტნის ძალიან უყვარს ხელოვნება და ამიტომაც სახლის ბევრ ნაწილში შევხვდებით სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრებს.

კორტნის აბაზანა უფრო მეტად კაბინეტს ჰგავს. აქ კედლის ორივე მხარეს განთავსებულია ხის სათავსოები. აბაზანის გარდა, კორტნის სახლში შესაძლებელია განტვირთვა გარეთ, უზარმაზარ აუზთან.

კორტნის ქალიშვილის ოთახი ვარდისფერ ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო ბიჭების ოთახი ნაცრისფერია. მათთვის ასევეა გამოყოფილი სახლში სათამაშო ოთახი, რომელიც ძალიან ჭრელი და მხიარულია.

რაც შეეხება ქლოის სახლს, მიუხედავად ფერების დამთხვევისა, ის მაინც რადიკალურად განსხვავდება მისი დის სახლისგან. აქაურობა პატარა მაროკოს ჰგავს, თუმცა, ის აზიურ სტილადაც შეგვიძლია შევაფასოთ. კორტნის ეს აზიური ესთეტიკა სახლის ყველა დეტალში იჩენს თავს. მისაღები ოთახიც კი კარვის ეფექტს ტოვებს, სადაც ამავე სტილის დიდი სარკეა ჩამოკიდებული.

სამზარეულო სრულიად ნეიტრალური სტილისაა, რომელსაც ძალიან მოწესრიგებული და მუდმივად სავსე სათავსო აქვს. სასადილო სივრცეც სამზარეულოს ერწყმის და ფანჯრების მხარესაა.

მეტი სიმყუდროვის შესაქმნელად, ქლოიმ სახლში კინოჩვენების ოთახი მოაწყო, რომელიც სრულიად ჩაბნელებულია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის რბილი ქსოვილები, რომლებიც ორივე დის სახლში გვხვდება – ჩვენი დაკვირვებით, ორივე მათგანის ავეჯი ძალიან რბილი და კომფორტულია.

როგორც ჩანს, ქლოი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სივრცეების დათმობას თავის მოვლისთვის. ალბათ სწორედ ამიტომ აქვს სახლში სალონის ტიპის სივრცე ძალიან ბევრი და დიდი სარკეებით. აქვე ვნახავთ მის ძალიან დიდ სათავსო-გარდერობს, სადაც ის საკუთარ სამოსს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს ინახავს.

ინტერიერის დიზაინერი: Martyn Lawrence Bullard 

ფოტოგრაფი:

ყავის მაგიდის ინტერიერში ინტეგრირების ორიგინალური ხერხები

აუზის მოვლა: ბაქტერიებთან და წყალმცენარეებთან ბრძოლის 3 მარტივი ხერხი