in

არქიტექტურის ჰარმონიული კავშირი გარემოსთან – ლისი ტოპოგრაფის მთავარი უპირატესობა

ლისის ტბის ნაპირთან, 41.8 ჰექტარზე მყუდრო და დაცული კერძო სახლების უბანი იშლება, რომელიც სრულად გათვლილია თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე.

ეს არის „ლისი ტოპოგრაფის“ კომპლექსი, რომელიც მოიცავს კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 საცხოვრებელ ნაკვეთს, 5 გამწვანებულ პარკს, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებს, ჩოგბურთის კორტებს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, კომერციულ ზონას და 5 კმ. სიგრძის ველობილიკს.

„დღეს, განსაკუთრებული სწრაფვა გვაქვს ადამიანებს ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრებისაკენ. ლისი ტოპოგრაფის მთავარი იდეაც სწორედ ეს არის – შევქმნათ კომფორტული, ჰარმონიული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო ჩვენი მაცხოვრებლებისთვის,”-  აღნიშნავს ლისი ტოპოგრაფის ბიზნესის განვითარების კონსულტანტი ნინო აბსანძე. სწორედ ნინოს გაესაუბრა დღეს Homeis.ge პროექტის შესახებ, რომელიც ნამდვილად გამორჩეული ადგილია თბილისში.

რა არის ლისი ტოპოგრაფის ინსპირაციის წყარო და მთავარი კონცეფცია?

პროექტის კონცეფციის მთავარი ინსპირაცია იყო ლისი ტოპოგრაფის ტერიტორიის ტოპოგრაფიული სტრუქტურა. პროექტის შემუშავების პროცესში ურბანისტების გუნდმა ყურადღება დაუთმო რეკრეაციასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას. შედეგად, განაშენიანების გეგმა მოერგო რეკრეაციული ფორმატის უბნის სტრატეგიას, სადაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს გამწვანებულ ეზოებსა და პარკებს.

უბნის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებითა და ტბით შემოსაზღვრულ სივრცეში. სულ მალე ლისი ტოპოგრაფის სახით გაჩნდება ახალი, გამორჩეული უბანი, რომელიც აუცილებლად გახდება ყველაზე სასურველი საცხოვრებელი ადგილი თბილისში.

ცხოვრობდე “ლისი ტოპოგრაფში” ნიშნავს, სარგებლობდე ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით ქალაქის გულში, სადაც იქვეა ლისის ტბა, რეკრეაციული ზონები, სკოლები, სამომხმარებლო ობიექტები და საიდანაც 15 წუთშია შესაძლებელი ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებში მოხვედრა.

გვაქვს პრეტენზია, რომ “ლისი ტოპოგრაფში” ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შევცვლით.

ლისის ტბასთან სიახლოვე თქვენი მთავარი უპირატესობაა?

ლისის ტბასთან სიახლოვე ჩვენი მთავარი უპირატესობაცაა და გამოწვევაც. ტბაზე ზრუნვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენს მობინადრეებს სწორედ ლისის ტბის ეკოსისტემაში ცხოვრებას ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ტბაზეც დავიწყეთ ზრუნვა და ჩვენი ტერიტორიის გასწვრივ მდებარე არხიც გავასუფთავეთ, რომელიც ახდენს ზედაპირებზე წარმოქმნილი ნალექის შეკრებას და ხელს შეუწყობს ლისის ტბისთვის დამატებითი წყლის მიწოდებას.

არხის  გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მის გასწვრივ უკვე დაირგა 250 წიწვოვანი ხე. ლისი ტოპოგრაფის  ტერიტორიაზე პროექტის დასრულებამდე იგეგმება კიდევ 1000-მდე ხის  დარგვა.

როგორია ლისი ტოპოგრაფის უბნის განვითარების გეგმა?

იმისთვის, რომ ლისი ტოპოგრაფის ტერიტორია თანმიმდევრულად და ჰარმონიულად განვითარდეს, ჩვენ გვაქვს ორი მთავარი პარამეტრი, რომლებიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს მყიდველმა: ნაკვეთის  შეძენისას მეპატრონე იღებს ვალდებულებას, შეთანხმებულ ვადაში დაასრულოს სახლის მშენებლობა, რომლის არქიტექტორული პროექტის იერსახე აუცილებლად უნდა შეათანხმოს “ლისი ტოპოგრაფთან” ან  შეარჩიოს სასურველი პროექტი ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტების პორტფოლიოდან.  ეს ორი ვალდებულება უზრუნველყოფს პროექტის დროულ განაშენიანებასა და არქიტექტურული სტილის შენარჩუნებას.

არქიტექტურული პროექტების განვითარების კუთხით ჩვენ ვთანამშრომლობთ პროფესიონალიზმით და გამოცდილებით ცნობილ არქიტექტორულ კომპანია “სპექტრუმთან“, რომელმაც არაერთი გამორჩეული პროექტი შექმნა  “ლისი ტოპოგრაფისთვის”.

ამ თემაზე უფრო დეტალურად ჩვენ “სპექტურმის” მმართველ პარტნიორსა და გამორჩეულ არქიტექტორს, დავით ნიკურაძეს გავესაუბრეთ:

როგორც არქიტექტორისთვის, რით არის გამორჩეული თქვენთვის ტოპოგრაფის პროექტი?

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მისი მასშტაბიდან და იდეიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა.

“ლისი ტოპოგრაფის” განაშენიანების რეგულირების გეგმით (გ.რ.გ), გათვალისწინებულია მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონები, რომელთა მთავარ დანიშნულებას  მაცხოვრებლებისთვის სასურველი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამწვანებასა და ჰარმონიული სივრცის ჩამოყალიბებას; ასევე, ქარსაცავი მწვანე ზონებისა და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი კლიმატის შექმნას.

საპროექტო ტერიტორიაზე გათვლილი საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა ინდივიდუალური მახასიათებლებით და მათში გათვალისწინებულია თანამედროვე მაცხოვრებლების მოთხოვნები. ამავდროულად, შენარჩუნებულია ერთიანი სტილი და იქმნება გამორჩეული, მშვიდი და განსაკუთრებული ხასიათის საცხოვრებელი გარემო.

პროექტის, ერთ-ერთი სახასიათო და საინტერესო ელემენტია მწვანე ღობე, ნაცვლად ტრადიციულად მიღებული მასიური ღობისა, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ სიახლეს ჩვენი ყოფისთვის. ეს დეტალი ტოპოგრაფის მაცხოვრებლებს სთავაზობს თანამედროვე და თავისუფალი ტიპის საცხოვრებელ სივრცეს.

თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ნაგებობის ჰარმონიული შერწყმა გარემოსთან, რას გვეტყვით ამ მხრივ „ლისი ტოპოგრაფზე?

ჩვენი შემოქმედებითი პროცესის  ერთ-ერთი მთავარი პრინციპია არქიტექტურის ჰარმონიული კავშირი გარემოსთან და ბიოფილიური ელემენტების ინტეგრირება  სხვადასხვა დანიშნულების პროექტებში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს საცხოვრებელ სივრცეს ეხება, სადაც მსგავსი მიდგომა გაცილებით მეტ დატვირთვას ატარებს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ საცხოვრებელი გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ყოფაზე, შინაგან სიმშვიდეზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, “ლისი ტოპოგრაფის” პროექტირების პროცესი ითვალისწინებს ყველა ზემოთქმულ გარემოებას.

გვიამბეთ უახლეს ტენდენციებსა და 21-ე საუკუნის საცხოვრებლის მოთხოვნებზე.

დღეს კაცობრიობის მნიშვნელოვან პრობლემას გლობალური დათბობა წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ზომების მიღება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე არქიტექტურა განსაკუთრებით ორიენტირებულია ენერგოეფექტური პარამეტრების გამოყენებაზე.

აგრეთვე აღსანიშნავია ბიოფილიური მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ პარამეტრებს, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე.

ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება, გარემოსთან მაქსიმალური ინტეგრირება, კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინება და ეკოლოგიური მასალების გამოყენება – იყო და რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტენდენციად.

რემონტის მართვა დისტანციურად – ახალი სიტყვა ქართულ სარემონტო სივრცეში “ამქარისგან”

როგორ შევურიოთ დეკორის ორი სტილი ერთ სახლში?