in

ინგლისური ტრადიციისა და რუსული რომანტიზმის შერწყმა – ალექსანდრა ტოლსტოის სახლი

Banner M2
Banner M2

მას შემდეგ, რაც ალექსანდრა ტოლსტოიმ ჩელსიში სახლი დატოვა, მან გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად გადასულიყო ლონდონში საცხოვრებლად. სახლი, რომელზეც უნდა გიამბოთ, სწორედ რომ მის მიერაა გაფორმებული – ძველი ავეჯით, ქსოვილებით, ხელოვნების ნიმუშებით (რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და ასევე შუა აზიაში მოგზაურობისას შეიძინა).

ამ სახლს თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ ინგლისური ტრადიციებისა და რუსული რომანტიზმის შერწყმა. წითელი აგურებით ნაშენები ფასადის მიღმა არამხოლოდ ლონდონური სიმყუდროვე და სიმშვიდე იმალება, არამედ რუსული სიმკაცრე და ელეგანტურობაც.

აქ თითქმის ყველაფერი ძველებურია – მისი ნახვისას თავი მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე გეგონებათ. სახლი თავდაპირველად სრულიად თეთრი ფერის იყო, შემდეგ კი ალექსანდრამ ოთახები სხვადასხვა ფერად შეღება. მაგალითად, სასადილო ოთახი მოყავისფრო ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელსაც მუქი ლურჯი ფერის ავეჯი და დეკორი ერყწმის. ხავერდის სკამები, ფარდები, ბუხარი და ორნამენტებიანი ავეჯი თავისებურ, გრაციოზულ განწყობას ქმნის ამ ოთახში.

აქვე ვხვდებით კრეგ ჰანას მიერ შესრულებულ ალექსანდრა ტოლსტოის დიდ პორტრეტსაც.

მისაღები ოთახიც მსგავს ფერებში გრძელდება. აქ ედვარდ მეპლთორპის მიერ გადაღებული ბავშვების ფოტოსურათებია ჩამოკიდებული.

სამზარეულოში მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს კაბანას რუსული სუფრა, რომელიც რუსულ აურას ქმნის. მაგიდის თავზე კი ანტიკვარი განათებაა ჩამოკიდებული. სამზარეულოშივე, ღუმელების გვერდით ჯონ კორნელის ანტიკვარი კომოდი დგას.

სახლში ასევე ყურადღებას იქცევს სააბაზანოც. ძველებური სტილის ჯაკუზის გვერდით რუსული ანტიკვარი კომოდია განთავსებული, რომელიც საუცხოო ორნამენტებითაა გაფორმებული.

ბავშვების ოთახში ყურადღებას იქცევს ორსართულიანი წითელი საწოლი.

ფოტოგრაფი: Paul Massey

5 რამ, რაც გასაყიდ ბინაში არ უნდა გააკეთოთ

ჟან ნუველი – არქიტექტურით გადმოცემული პოეზია