in

წითელკიბიანი ბინა ლონდონში

Banner M2
Banner M2

არქიტექტორმა ბინის ინტერიერი წითელი „მოფარფატე“ კიბით შეავსო, რომელიც სამხრეთკორეული მოქანდაკის დო Doh Ho Suh-ს ნამუშევარმა თშააგონა.

Michaelis Boyd-ის არქიტექტურულმა სტუდიამ სამსართულიანი აპარტამენტების რეკონსტრუქცია დაასრულა, რომელიც კენზინკტონის რაიონში, გეორგიანული ეპოქის ერთ-ერთ სახლშია განთავსებული.

ძირითადი სამუშაოები 2010 წელს ჩატარდა, როცა გუნდმა ორი ბინა გააერთიანა. ათი წლის შემდეგ კი არქიტექტორები მფლობელების ინდივიდუალურობის ამსახველი დეტალების დასამატებლად და მესამე სართულის შემოერთების მიზნით დაბრუნდნენ.

ბინის ცენტრალურ ელემენტად წითელი ფერის კიბე იქცა, რომელიც სტუდიამ „Diapo და Webb Yates Engineers“ – თან თანამშრომლობისა და სამხრეთკორეელი მხატვრის Doh Ho Suh-ს ნამუშევრის ინსპირაციის შედეგად შექმნა. არქიტექტორებმა კიბის მასალად პერფორირებული ლითონი გამოიყენეს, რომელიც კონსტრუქციის უწონობისა და ჰაეროვნების იმიტაციას ქმნის.

სივრცის მაქსიმალურად განათებისა და გათავისუფლებისთვის გუნდმა შიდა კედლები მოხსნა და ისინი შუშის ტიხრებით შეცვალა. შავჩარჩოიანი კონსტრუქციები ჭერს გეომეტრიულ სტილში კვეთს და პირველ სართულზე კაბინეტს, სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს ერთმანეთისგან ყოფს.

იქ, სადაც საშუალება იყო, არქიტექტორებმა მანსარდული ფანჯრები დაამატეს.

მეორე სართულზე ოთხი ვრცელი საძინებელი და გარდერობია. მესამე სართულზე არსებული სასტუმრო ოთახის აქცენტად მუქი რუხი ფერის, ჩაშენებული თაროა გამოყენებული. აქ საბავშვო სათამაშოების კოლექციაა გამოფენილი.

სააბაზანო ოთახები უბრალო თეთრი ფილითა მოპირკეთებული და ჭერის ფანჯრებით არის გაწყობილი.

იმავე სართულზე შემინული ტერასაა გათვალისწინებული, რომელიც სახლის ეგზოტიკურ მცენარეებშია ჩაფლული.

ფოტომასალა: გაბრიელ პაპადიოტისი

 

მარსელ ბროიერი, რკინაბეტონის გენიალური მოქანდაკე

ტური სინდი კროუფორდისა და ჯორჯ ქლუნის სახლებში