ბევრმა ხელმა დატოვა კვალი უილისა და ჯადა პინკეტ სმითების სახლში. ამ ძალიან უცხო და საინტერესო პროექტში მონაწილეობა ასობით ოსტატმა, ხელოსანმა, ლითონმჭედელმა, ქვაზე მომუშავემ მიიღო. “ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ხელით”, – ამბობს უილი. ”ჩვენ გვინდოდა შეგვეგრძნო სიყვარული და შრომა, რაც ამ ადგილის ყველა ნაწილსა და დეტალში უნდა ჩაშენებულიყო.”
25000 კვადრატული მეტრის სახლს აქვს გასაოცარი, ძალიან შინაარსიანი ვიზუალი. უილი და ჯადა ამ სახლში ცხოვრობენ თავიანთ შვილებთან, უილოუსთან, ჯეიდენთან და ტრეისთან ერთად. “უილისა და ჩემთვის ეს სახლი ყოველთვის სულიერი საქმე იყო”, – ამბობს ჯადა. ”ჩვენ ძალიან მიწიერი, ორგანული ხალხი ვართ. გვინდოდა ოჯახური სივრცის შექმნა, რაც მაქსიმალურად ხელით იქნებოდა შესრულებული, იქნებოდა ბუნებრივი და მიწასთან დაკავშირებული.”
სმითების საშინაო ოდისეა მაშინ დაიწყო, როდესაც უილი კოსტარ ჯინ ჰეკმანთან ერთად მუშაობდა 1998 წლის “სახელმწიფო მტრის” თრილერის გადაღებებზე. “ჯენს უყვარს სანტა ფე”, – ამბობს უილი. ”მას იქ სახლი აქვს და მასზე ყოველთვის საუბრობს. ჩვენც სწორედ სანტა – ფე – ს გარეთ ვიღებდით სროლას.” ამ ადგილის დათვალიერებისას უილი მყისვე აღფრთოვანდა და გადაწყვიტა, აქ დაედო ბინა.
შემდეგ უკვე წყვილმა შეიძინა ნაკვეთი სანტა მონიკას მთებში, კალიფორნიის შტატში, კალაბასასთან ახლოს. ამ ადგილის ერთ-ერთი ძირითადი ღირსება იყო ულამაზესი ტექნოგენური ტბა, რომელიც შორიდან უყურებს საუცხოო მწვერვალს.
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობა, საბოლოოდ, დაიწყო 2003 წელს, მას შემდეგ, რაც სამუელსონმა და მისმა გუნდმა გადააკეთეს ქონება ბუნებრივი ტოპოგრაფიით და აღადგინეს ნაწილები, რომლებიც დაგეგმილი იყო ცხენოსნობისთვის.
”სახლის ესთეტიკური კულტურა გამომდინარეობს ისტორიიდან. მასში გამოყენებულია სპარსეთის, მაროკოს, ესპანეთისა და სამხრეთ – დასავლეთ ამერიკის კულტურების აქცენტები”, – განმარტავს სამუელსონი, არქიტექტურული ფირმის ხელმძღვანელი.
ანტიკური, შუა აღმოსავლური, აფრიკული, ამერიკის სამხრეთ-დასავლური კულტურები თავს იჩენენ სახლის მოჩუქურთმებული პანელების, კარებისა და არქიტექტურული დეტალების წყალობით, მათ შორის სახლის მონუმენტური შესასვლელი კარიდან. უცხო და არაფრისმსგავსი ფორმები იგრძნობა არამხოლოდ სახლის ინტერიერში, არამედ – ექსტერიერში. სახლის უმეტესი ნაწილი მუქ წითელ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც მის აზიურ ხასიათზე მიუთითებს. რაც შეეხება ავეჯს, პრიორიტეტი მინიჭებულია რბილ და მასიური ხისგან დამზადებულ ფერად ავეჯზე. სახლში აქტიურად ვხვდებით არაერთგვაროვან ნივთებს, იქნება ეს სკამები, დივნები თუ სხვა. როგორც ჩანს, ეს სახლი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული უცხო, ორიგინალური კულტურებისთვის დამახასიათებელი ნივთების ნაზავია.
ბუნებრივია, რომ ამ ორგანულმა სახლმა უნდა განაგრძოს განვითარება. ”მე და უილი ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როდესაც სახლზე მუშაობა დავიწყეთ, ასე რომ, ის ჩვენი ასაკის მატებასთან ერთად უფრო იცვლება და რაც უფრო ვიზრდებით, უფრო გვესმის, თუ რატომ ვცხოვრობთ მასში. რაც არ უნდა მოხდეს, ხელით შექმნილი სივრცე ყოველთვის წარმოადგენს ჩვენი ოჯახის პრიორიტეტს.”
არქიტექტურა: Stephen Samuelson
ფოტოგრაფი: Roger Davie