in

სახლი, როგორც პირამიდები – Architects EAT-ის ნამუშევარი ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

პროექტი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ავსტრალიაში, კერძოდ, ფილინდერში მდებარეობს. ის ორიგინალური ფორმითა და არქიტექტურით გამოირჩევა. შენობა მთლიანად თეთრი ქვის მასალაშია გადაწყვეტილი და სახურავზე რამდენიმე გუმბათი ადგას. სახლი ალვის ხეებით არის გარშემორტყმული, რაც მკაცრ თეთრ პროექტს სიმწვანესა და სიხალისეს მატებს.

შენობის მთავარი შესასვლელი ქუჩის მხარეს არსებული კარიბჭიდანაა. შემდეგ უკვე იშლება ვარდისფერი ფილებით მოპირკეთებული გზა, რომელიც კარამდე მიუყვება. სახლს აქვს ღია სასადილო ოთახი, რომელიც დიდი მინის კარით გარე სივრცეს უერთდება. აქვეა მისაღები სივრცეც, რომელშიც ვიზიტორს მყისვე ჭრის თვალს მოლურჯო-მომწვანო დივანი და მის თავზე მყოფი დიდი ზომის სურათები.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახლში განთავსებული ავეჯის უმეტესობა ცნობილ დიზაინერებსა და ბრენდებს ეკუთვნის. ინტერიერის დიდ ნაწილში გადამწყვეტ როლს თამაშობს ხე. ასევე, პროექტს გააჩნია დიდი ზომის ფანჯრები ყველა ოთახიდან, რაც მკაცრ ინტერიერს სინათლეს მატებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეორე სახლია, კლიენტმა მოგვცა მეტი შესაძლებლობა “ექსპერიმენტისთვის”. ჩვენ გვინდოდა სახლი, რომელიც მათ განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებდა, ვიდრე მათი ქალაქის საცხოვრებელი. ეს პროექტი უნდა ყოფილიყო სივრცე, რომელიც მისი მაცხოვრებლებისთვის “გასაქცევი” ადგილი იქნებოდა და ქალაქის არსებობას დაავიწყებდა. სახლი, რომელიც მათ ბავშვებს ზაფხულის არდადეგების მხიარულად გატარების საშუალებას მისცემდა,” – ამბობენ სახლის არქიტექტორები.

და მართლაც – სახლი მრავალნაირ გამოცდილებას იძლევა. ის აერთიანებს სხვადასხვანაირ გარე და შიდა სივრცეს, აქვს უამრავი შესასვლელი, გარე საშხაპე, ბაღი და ა.შ რაც მთავარია, შენობას აქვს ორიგინალური ფორმა – ის ერთგვარად ჰგავს კარავს და ამიტომაც აქვს პირამიდისებრი ვიზუალი. მეორენაირად ადგილობრივები ამ სახლს “ფილინდერის პირამიდებს” უწოდებენ.

არქიტექტურული სტუდია: Architects EAT

ფოტოგრაფი: Derek Swalwell

არქიტექტურა როგორც ყველაზე მრავალფეროვანი და ამოუწურავი სფერო – ინტერვიუ თორნიკე დადიანთან

როგორ შევქმნათ ეკლექტური სტილის ინტერიერი – თამარ უმანკოშვილის გიდი