ინტერიერის დიზაინს 70-იან წლებში, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი მახასიათებლები. ეს იყო ათწლეული, რომელიც განისაზღვრებოდა კედელზე დაკიდებული ხალიჩებით, მხიარული ტექნიკით და ავეჯით, მაგრამ 1970-იანი წლების ინტერიერის დიზაინმა ასევე მოიცვა ისეთი ელემენტებიც, რომლებიც დღეს ისევ მკაფიოდ არის სახლებში. დეკორაციის თანამედროვე ტენდენციები დღესდღეობით მრავლად მოიცავს 70-იანების დიზაინის ელემენტებს უფრო დახვეწილი ფორმით. ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ შეიტანოთ თანამედროვე სახლში 70-იანების ელემენტები – ანუ როგორ მისცეთ მათ ახალი სიცოცხლე.
გამოიყენეთ მოწნული ავეჯი
მოწნული ავეჯი მოიცავს ქსოვის ტექნიკას, რომელიც თარიღდება უძველესი დროიდან, მაგრამ სტილმა ფართო პოპულარობა 1960-იან და 70-იან წლებში მოიპოვა და ის დღემდე მიმზიდველია. მისი ინტერიერში შეტანა მარტივად შეგიძლიათ ამავე სტილის სკამით (Peacock Chair, Hanging Egg), რომელიც ძალიან პოპულარული იყო 70-იანებში.
ყურადღება გაამახვილეთ ტექსტურებზე
ტექსტურა არის გზა რეტრო დიზაინის შესაქმნელად. ამის კარგი მაგალითია შემდეგი სახეობის ხალიჩები: მაკრამე, ბუკლე, ხორკლიანი ზედაპირით. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩართოთ ეს ტექსტურები თანამედროვე ავეჯის ფონზე. მაგალითად, შუა საუკუნეების დახვეწილი დივნის წინ დააგეთ რბილი ხალიჩა, ან გამოიყენეთ რამდენიმე ბალიში ბუკლეს აქცენტებით. მაკრამეს კედელზე ჩამოკიდება არის კიდევ ერთი გზა ტექსტურის გამოსაყენებლად.
ჩართეთ თბილი ფერები
მდოგვისფერი, მუქი ფორთოხლისფერი და ლიმონისფერი ის აქტუალური ფერებია, რომლებშიც 70-იანების დიზაინი იქმნებოდა. შესაბამისად, თუ ამ სტილის ინტერიერში შეტანა გსურთ, მაშინ შეურიეთ ეს ფერები თქვენს თანამედროვე, ნეიტრალურ ფერებში გაწყობილ სახლს ავეჯით, შპალერითა თუ სხვადასხვა ტიპის დეკორით.
ფოკუსირდით რეტრო განათებაზე
70-იანი წლებით შთაგონებული განათების გამოყენება სრულიად ცვლის ინტერიერს ისე, რომ მას ზედმეტად არ ტვირთავს. ამის კარგი მაგალითია სოკოსებრი სანათი, რომელიც თანამედროვე ინტერიერს ძალიან უხდება.
შექმენით დიზაინების მიქსი
რამდენიმე სტილის კომბინირება ყოველთვის კარგი გზაა, მრავალფეროვანი ინტერიერის მისაღებად. შესაბამისად, შეურიეთ 70-იანების დიზაინის ელემენტები სხვა დიზაინის აქცენტებს, რაც კიდევ უფრო მკაფიოს გახდის ამ დეტალებს.