გასაკვირი არ არის, რომ კულინარიის ენთუზიასტი წყვილისთვის განკუთვნილი ბინის ცენტრში სწორედ სამზარეულოა მოქცეული. ბინის განახლებაზე ბრაზილიურმა კომპანია Studio 2 Arquitetura e Interiores–მა იმუშავა.
სახლი, რომელიც დიდი შუშაბანდით აგუა კლარას პარკს გადაჰყურებს, ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი. აქ ღია ყავისფერი, ნაცრისფერი, ბეჟი და კრემისფერი ფერები იკვეთება. მიმზიდველი დიზაინის გარდა, ბინის მთავარ ხიბლს დიდი და გაშლილი სივრცე წარმოადგენს.
ფოტო: Decoist