in

საინტერესო იდეები საკითხავი კუთხის მოსაწყობად

თუ თქვენ კითხვის მოყვარული ხართ, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ სახლში მყუდრო, საკითხავი კუთხის მოწყობა. ამისათვის შეგიძლიათ რომელიმე ოთახი ან უბრალოდ გამოუყენებელი კუთხე საკითხავ წერტილად გადააკეთოთ.

დიზაინის თვალსაზრისით ის დახვეწილი და თანამედროვე, ან ეკლექტიკური და უცნაურიც კი შეიძლება იყოს. ტრადციულად  კლასიკურ ვარიანტსაც შეგიძლიათ მიმართოთ. ქვემოთ მოცემული ფოტოები შთაგაგონებთ თქვენ, რომ შექმნათ კუთხე სადაც წაიკთხავთ საყვარელ წიგნს და დაისვენებთ დატვირთული დღისგან.

  1. შეარჩიეთ სწორი განათება

მნიშვნელოვნია, რომ ადგილი სადაც თქვენს საკითხავ კუთხეს მოაწყობთ, მდიდარი იყოს ბუნებრივი განათებით. ძირითად შემთხვევაში, ფანჯარასთან ახლოს თქვენი რბილი სავარძლისა და პატარა მაგიდის მოთავსება სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც ფოტოზე ჩანს, გარემო ძალიან მშვიდი და მყუდროა. ამასთან ერთად, ოთახის ლურჯი ფერი და ლამაზი პატერნები სივრცეს უფრო საინტერესოს ხდის.

  1. გადააკეთეთ გამოუყენებელი ოთახი

უცნაური სარდაფის კუთხეები ხშირად საინტერესოდ შეიძლება გადავაკეთოთ. ფოტოზე გამოსახულ საკითხავ ზონაში განთავსებული დაბალი ბალიშებით მყუდრო, ძალიან შინაურული გარემო იქმნება. დახრილი ჭერიც უფრო ამძაფრებს ამ შეგრძნებას. ჭაღის საშუალებით გვიან ღამითაც შესაძლებელია კითხვა, ხოლო ყავის მაგიდა, დამატებით, სასმელებისა ან ყავის დალევის  საშუალებას იძლევა.

  1. შეუხამეთ სივრცეს

ეს მრავალფუნქციური კუთხე ძალიან ელეგანტურია. საკითხავი კუთხე ძალიან კარგად არის ჩასმული მთლიანი კუთხის დიზაინში. ამის გამო, სივრცე თავისებურ ხასიათს იძენს, რომელიც მისი დატოვების სირვილს გაგიქრობთ.

  1. გამოიყენეთ ოთახის კუთხეები

შეიძლება რთული იყოს ამ ხედის წინ კონცენტრირება, მაგრამ სწორედ ამიტომ, საკითხავი კუთხე ოთახის ცენტრიკენ არის მიმართული. თანამედროვე ლამპისა და ფანჯრის ჩარჩოები ჰარმონიულად ერწყმიან უფრო მეტად დახვეწილსა და ტრადიციულ ელემენტებს, როგორიცაა წიგნის მაგიდა და სავარძელი.

  1. არ დაგავიწყდეთ ბალიშები

ETC.etera– ს მიერ შექმნილ ამ საძინებელში, სკულპტურული სავარძელი კომფორტულად ჯდება დაბალ ტიხართან. იმისათვის, რომ ეს ზონა მყუდრო და უფრო შთამბეჭდავი იყოს, მათ  იატაკის პატარა ბალიშები დაამატეს.

  1. არ შეგეშინდეთ მასშტაბის

საინტერესო ვარიანტია ასეთი ფართო საკითხავი ოთახის გაკეთება. რადგან მასშტაბურად ძალიან დიდია, საშუალებას იძლევა, რომ ერთზე მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ის.

 

  1. დაკიდული სკამი

ალბათ ყველას გვინახავს ასეთი დიზაინის საკითხავი კუთხე. დაკიდული სკამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავეჯის ნაწილია, როდესაც საქმე კითხვას და კომფორტს ეხება. მთავარია მისი სწორად და გამართულად დაკიდება.

  1. შეუცვალეთ ფუნქცია სახლის სხვადასხვა ნაწილებს

ყოველთვის შეგიძლიათ სახლის სხვადასხვა ადგილებს ფუნქციები შეუცვალოთ. როგორც ფოტოზეა ასახული, საწყობისა და სათავსოს ადგილი საკითხავ ზონადაა გადაკეთული. ოთხკუთხედ ჭრილში მოწყობილი სივრცე ძალიან მყუდრო და თბილია.

  1. სკანდინავიური კუთხე

თუ სკანდინავიური მიდგომა თქვენთვის საინტერესოა, მაშინ შეინარჩუნეთ თქვენი მინიმალისტური სივრცე და დაამატეთ მყუდრო და რბილი ტექსტილი.

  1. ჩააქსივეთ შთაგონება

საკითხავი კუთხე თქვენი პირადი მოსვენებისა და კრეატიული ფიქრის ადგილია. ამიტომ, იყავით თავისუფლები და გამოიყენეთ თქვენი შთაგონება. დაამატეთ განათებები, ლამაზი პრინტები და გახადეთ საკითხავი კუთხე ჯადოსნურ ადგილად.

საწოლის თავების ორიგინალური არჩევანი

Casa na Mata – მარსიო კოგანის შთამბეჭდავი სახლი