in

4 პრაქტიკული რჩევა ინტერიერის დიზაინერებისგან

სივრცის დიზაინი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული “რეცეპტი” არ არსებობს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ სივრცესთან მიმართებაში გამართლებულია. დღეს სწორედ ამ რჩევებზე ვისაუბრებთ:

რჩევა #1: ჭერი როგორც ხასიათის შექმნის ძირითადი ელემენტი 

დიახ, ჭერი და არა კედლები, იზიდავს, პირველ რიგში, თვალს. სწორედ ამიტომ, ის ინტერიერსა და თქვენს შინაგან სამყაროს უნდა შეესაბამებოდეს.

აგურები და ბეტონი ტრენდულია, თუმცა გრძელი და ძველმოდური ფილებისთვისაც ყოველთვის გამოჩნდება ადგილი. შეგიძლიათ მარმარილოც კი გამოიყენოთ, თუ ის სივრცისთვის არჩეულ ესთეტიკურ მოტივებს შეავსებს. თანამედროვე ინტერიერებისთვის ეს კიდევ არ არის ზღვარი. თუ თქვენ კლასიკური გადაწყვეტილებები გიზიდავთ, გაათეთრეთ ჭერი ან შეკიდული კონსტრუქციები დააყენეთ წერტილოვანი განათებით.

რჩევა #2: ტექსტილი და ყვავილები როგორც სიმყუდროვის მთავარი პირობა

ფლორის ცოცხალი წარმომადგენლები ბინას ყველაზე მეტად „აცოცხლებს“ და ინტერიერს სიმყუდროვის განსაკუთრებულ განცდას სძენს. შეიძინეთ თანამედროვე რემონტისთვის დეკორატიული ბამბუკის ჟალუზები. თუ კედლები ხის ელემენტებით ან სულაც ხითაა გაკეთებული, მცენარეები მათ ფონზე იდეალური იქნება.

კედელზე განსაკუთრებული ფორმებისა და შუქჩრდილების შექმნის მიზნით შეგიძლიათ ლიანები გამოიყენოთ. ასეთი გადაწყვეტილება ძალიან სასარგებლო და ეკოლოგიურიც კია, რადგან ბუნებასთან კონტაქტი და დახარჯული ენერგიის აღდგენა თქვენთვის პირდაპირ სახლში იქნება შესაძლებელი.

რჩევა #3: წყალი ბინაში, როგორც ენერგიის წყარო

წყალი ახალისებს, წმენდს და აღადგენს. რატომაც არ უნდა ჩქეფდეს ეს ენერგიის წყარო უშუალოდ თქვენს ბინაში? მიუხედავად იმისა, რომ შადრევანი და აკვარიუმი დღეს ნაკლებად ტრენდული გადაწყვეტებია ინტერიერში, თუ მათი არსებობა სიამოვნებას განიჭებთ, ნამდვილად ღირს ამ ვარიანტზე დაფიქრება.

რჩევა #4: განათება და სიცოცხლის სიყვარული ერთი მთლიანია!

ვერცერთი, ყველაზე წარმატებული და ლამაზი რემონტის მქონე ბინაც კი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მასში საკმარისი განათება არ არის. როცა დღის შუქი მწირია ინტერიერში, ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს შეგრძნებებზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ხელოვნური სინათლის წყაროების მოფიქრება და მათი ინტეგრირება სივრცეში.

საახალწლოდ მორთული მე-17 საუკუნის კოტეჯი ნორფოლკში

კარლ ლაგერფილდის ცნობილი სახლები