in

რჩევები ელექტრო გაყვანილობის სწორად შესრულებისთვის – “ნამაი სტანდარტი”

ბინის რემონტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხარისხიანი ელექტროობის გაყვანაა, რაც საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოების წინ კეთდება. ელექტრო გაყვანილობის ხარისხი არამარტო უსაფრთხოებას, არამედ მომავალში ბინის კომფორტულ გამოყენებასაც განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, დღეს, „ნამაი ვაკეს“ გუნდთან ერთად, გვსურს 7 პრაქტიკული რჩევა შემოგთავაზოთ, რაც პირველ რიგში, მაღალკვალიფიციური ელექტრო მონტაჟის ჯგუფის ამოცნობაში დაგეხმარებათ და ამავე დროს, გაგარკვევთ, სად არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა.

რჩევა #1. ელექტროგაყვანილობის წინასწარი გეგმა და მონტაჟი

აუცილებლად მოამზადებინეთ ელექტრო გაყვანილობის პროექტი და ელექტრომონტაჟის სამუშაოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ. უნდა ჩამოყალიბდეთ, რომელი და რამდენი ელექტრო დანადგარი იქნება თითოეულ ოთახში. როგორი განათება გექნებათ, რამდენ როზეტსა და ჩამრთველს განათავსებთ და რაც მთავარია, სად დამონტაჟდება ისინი.

თანამედროვე სტანდარტის მიხედვით, როზეტები იატაკიდან 30-40 სმ-ზე მონტაჟდება, ჩამრთველები – 80-90 სმ-ზე. გამონაკლისი მხოლოდ სამზარეულოა, სადაც ისინი სამზარეულოს ზედაპირიდან 10 სმ-ზე მაგრდება.

რჩევა #2 სიმძლავრის გამოთვლა

მონტაჟის წინ უნდა დაითვალოს ყველა ელექტროდანადგარის ჯამური მოხმარება (სიმძლავრე). მიღებული წესია, რომ ერთ ავტომატურ ამომრთველზე არ უნდა იჯდეს 5 როზეტზე მეტი და მათი ჯამური სიმძლავრე  5 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს. როზეტების ხაზის სპილენძის სადენის კვეთი 2,5 მმ. უნდა იყოს. ამომრთველი ავტომატის სიმძლავრე ერთი ხაზისთვის კი მაქსიმუმ 25 ამპერი. განათების სადენის კვეთი 1,5 მმ. ხოლო ჯამური სიმძლავრე (ერთი ხაზის) არაუმეტეს 3 კილოვატისა. ავტომატური ამომრთველის სიმძლავრე განათებაზე 16 ამპერს არ უნდა აღემატებოდეს. ბინაში მძლავრი ელექტრო დანაგდარების (ელ.ღუმელი, გამათბობელი ავზი და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში ძალოვანი კაბელიც შეჰყავთ. ის ცალკე ხაზად მონტაჟდება და მისი სადენის კვეთი 4 მმ-ია.

რჩევა #3. მასალები

ბინაში ელექტროგაყვანილობის მონტაჟის დროს მასალებზე დაზოგვა კატეგორიულად არ ღირს. უმჯობესია ხარისხიანი და საიმედო სადენების გაყვანა. ელექტროდანადგარების შეძენისას (სადენი, როზეტი, ჩამრთველი, გამანაწილებელი ყუთი, გამანაწილებელი ძირითადი ფარი და ა.შ.) დაბალი ფასებით ნუ იხელმძღვანელებთ. ელექტროსაქონლის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მკაცრად ხარისხი უნდა იყოს.

ავტომატური ამომრთველის რაოდენობა განათებისა და როზეტების ხაზების იდენტურია (თითო ხაზს თითო ამომრთველი უდგება) და ემატება საერთო (შემომავალი) ამომრთველი. ადამიანის დენისგან დაზიანების დაცვის მიზნით კი სპეციალური 30 მილიამპერიანი მცველები გამოიყენება.

რჩევა #4.  ელექტრო ენერგიის დაქსელვა

ელექტრო გაყვანილობის დაქსელვისას სადენები ერთმანეთის მიმართ ან პარალელური ან  90 გრადუსიანი კუთხით უნდა იყოს განლაგებული და კედლიდან მინიმუმ 15 სმ-ით დაშორებული. მაღალკვალიფიციური ოსტატის ხელწერა მოწესრიგებულად გაყვანილი სადენები და ვიზუალურად ლამაზად გაკეთებული გაყვანილობაცაა. მაღალი სტანდარტით შესრულებული ელექტრო გაყვანილობის მაგალითია “ნამაი ვაკეს” კომპლექსი, სადაც დაქსელვა იდეალურად არის შესრულებული.

სადენების გადაბმის ადგილები სპეციალურ გამანაწილებელ ყუთებში თავსდება. ისინი რემონტისათვის ადვილად მისაწვდომ ადგილებში უნდა განთავსდეს. ძირითადი ელექტრო ფარი კი უმჯობესია თქვენი ბინის ტერიტორიაზე დამონტაჟდეს. ამ შემთხვევაში ამომრთველებისა და მცველების რაოდენობას თვითონ განსაზღვრავთ და ხელს არავის შეუშლით.

რჩევა #5. სადენების გადაბმა

ეს პროცესი სწორად უნდა შესრულდეს. დღეს სპეციალური გადასაბმელი ბმულებია ტრენდული, ისინი ელექტროგაყვანილობის მონტაჟს აჩქარებს და სანდოა. თუმცა, უმჯობესია სადენების გადახვევა-გადადუღება გაკეთდეს.

რჩევა #6. “რეზერვი”

გაყვანის დროს მომავალზე იფიქრეთ – რეზერვში რამდენიმე ავტომატური ამომრთველი, როზეტი და გადასაბმელი ყუთი დაიტოვეთ. ისინი მომავალში ელექტრო ენერგიის მოხმარების გაზრდის შემთხვევაში აუცილებლად გამოგადგებათ.

რჩევა #7.  უსაფრთხოება

ალბათ სტატია ამ რჩევით უნდა დაგვეწყო – აუცილებლად გაეცანით ტექნიკის უსაფრთხოების წესებს და მკაცრად დაიცავით ისინი.

 

რუბრიკის წარმდგენია “ნამაი ვაკეს” პრემიუმ კლასის აპარტამენტები თბილისში. 

რას გულისხმობს დახურული ტიპის საცხოვრებელი უბანი და რა უპირატესობა აქვს მას?

რჩევები სააგარაკე ვერანდის განახლებისთვის