in

მეტალის ავეჯი, როგორც ბრენდის იდენტობა – De Castelli-ს ისტორია

ჩვენ კარგად ვიცნობთ მრავალ ბრენდს, რომელთა მთავარი სამუშაო მასალაა ხე ან თიხა, თუმცა, ისეთი მასალის ავეჯი, როგორიცაა რკინა, არც თუ ისე ხშირად გვხვდება ბაზარზე. არსებობს ერთი ასეთი ბრენდი De Castelli, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ამ მასალისგან პროდუქტის მრავალი ვარიაციის შექმნაა შესაძლებელი. და მართლაც, მისი ნამუშევრების შეხედვისას, აუცილებლად გაგვიჩნდება განცდა, რომ მეტალის გამოყენების დიაპაზონი უსასრულოა.

დე კასტელის ისტორია 2003 წელს იწყება და ის რკინის წარმოების ოსტატების ოთხი თაობის გამოცდილებას ეფუძნება. სწორედ ამ დროიდან ავითარებს აღნიშნული ბრენდი ლითონის დამუშავების ახალ იდეას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული დიზაინთან და პერსონალურ წარმოებასთან. ყველაფერი ეს კი ხაზს უსვამს ლითონის ცენტრალურ როლს, რომელიც ხდება წარმოების პროცესების უმთავრესი ნაწილი და არა მხოლოდ სამრეწველო, არამედ შემოქმედებითობასა და ხელოსნურ ცოდნასთან დაკავშირებული მასალა. ამგვარად, დე კასტელი აჭარბებს ლითონის კლასიკურ კონცეფციას, რომელიც გაგებულია მხოლოდ როგორც “ცივი” მასალა და გადააქვს ის დიზაინში.

სახელგანთქმულ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და ლანდშაფტის საერთაშორისო არქიტექტორებთან მზარდმა თანამშრომლობამ განაპირობა 2010 წელს De Castelli Edition ბრენდის დაარსება – ესაა კოლექციები, რომლებიც აერთიანებს მათი ავტორების თანამედროვე ენას: Michele De Lucchi, Aldo Cibic, Ramon Esteve, Philippe Nigro და ა.შ ეს კოლექციები გამოირჩევა კონსტრუქციის საუკეთესო ხარისხით, რაც თითოეულ დეტალში გამოიხატება.

იტალიური ბრენდის ნაწარმი მოიცავს: ყვავილების ქოთნებსა და ლარნაკებს, სავარძლებს, მაგიდებს, წიგნების თაროებს, ავეჯს, ავეჯის აქსესუარებს, ცხოველთა სახლებს, ოთახის გამყოფებს, ფარდებს, განათებასა და ლანდშაფტის ზედაპირებს.

სულ ცოტა ხნის წინ De Castelli-მ ახალი პროექტი “სპილენძი სახლში” წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც სამმა დიზაინერმა (Lanzavecchia+Wai, Martinelli Venezia Studio, Zanellato/Bortotto) იმუშავა.

“ჩვენ გადავიტანეთ პერსპექტივა მასალაზე, ვცდილობთ გავზარდოთ მისი მრავალმხრივი ასპექტი. ჩვენთვის ცნობილი ტექნიკური და ესთეტიკური მახასიათებლების გარდა, სპილენძმა გამოავლინა ანტიბაქტერიული თვისებები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ისტორიულ მომენტში,” – De Castelli.

ამ პროექტის ერთ-ერთი ნამუშევარია სრულად სპილენძის მაგიდა, რომელსაც აქვს წვრილი ნასვრეტები და საკმაოდ ორიგინალური ფორმა. ის De Castelli-მ Lanzavecchia+Wai-სთან კოლაბორაციით შექმნა.

De Castelli-ს ერთ-ერთ ცნობილ ნამუშევარს წარმოადგენს BURRACO-ს მაგიდა. ესაა დახვეწილი დიზაინის მქონე სათამაშო მაგიდა, რომელიც ნატურალური სპილენძისგანაა დამზადებული. მას აქვს ოთხი პატარა სკამი, რომელთაც აქვთ მწვანე ხავერდის ზედაპირი.

De Castelli-ს კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარია ყავის მაგიდა “Alpha”, რომელიც Martinelli Venezia-სთან თანამშრომლობით დამზადდა. მისი მარტივი ფორმა მას მოდულურს ხდის – სამი სხვადასხვა ნაწილის მეშვეობით შესაძლებელია მრავალი განსხვავებული კონფიგურაციის მიღება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, 2021 მათთვის ძალიან ინტენსიური, სიახლეებით სავსე წელია. მათ გახსნეს ახალი შოურუმი მილანში და ასევე მუშაობენ კვლევაზე, რომელიც ეხება თემას, თუ რამდენად აბინძურებს ლითონი და სხვა მასალები გარემოს.

De Castelli-ს პროდუქციის შეძენა საქართველოში შესაძლებელია Sapharelli-ის შოურუმში.

ავანგარდული ინტერიერი სანქტ-პეტერბურგში

სახლი თბილი ფერებით – Fox Johnston-ის ნამუშევარი