in

როგორ გავხადოთ სახლი ენერგოეფექტური?

სახლის ენერგოეფექტურობა დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური თემაა. ის ორმაგ სარგებელს იძლევა – ზოგავს ხარჯებს და, ამავდროულად, საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ გარემოსდამცველები. დღევანდელობა ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ სახლში ნაკლები ენერგია მოვიხმაროთ. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ 5 რჩევა სახლის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით:

თავიდან აიცილეთ “ენერგოვამპირები”

მობილური ტელეფონის დამტენები, ელექტრო კბილის ჯაგრისები და სხვა ტექნიკა მაინც მოიხმარს ელექტროენერგიას მაშინაც კი, თუკი ისინი არ გამოიყენება, მაგრამ დენცქვიტაში შეერთებულია. ვინ იცის, რამდენჯერ ვიღებთ ტელეფონს ისე, რომ მის დამტენს შეერთებულს ვტოვებთ? ეს თითქმის საყოველთაო “სენია”. თუკი ამ მოწყობილობებს მხოლოდ საჭიროებისამებრ ჩართავთ, შეძლებთ დაზოგოთ ელექტროენერგიის საშუალოდ 6-8%, რაც საკმაოდ დიდი რესურსია დედამიწისთვის.

გარეცხეთ ტანსაცმელი თბილი ან ცივი წყლით

თქვენი სარეცხი მანქანის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 90% გამოიყენება წყლის გასათბობად. შემდეგ ჯერზე, როდესაც სარეცხ მანქანას გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ იყენებთ სარეც საშუალებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ცივ ან თბილ წყალთან ერთად და შეცვალეთ პარამეტრები.

გადართეთ საშხაპეები დაბალ ნაკადზე

საშხაპე საშუალოდ იყენებს 19 ლიტრ წყალს წუთში, მაგრამ მათი დაბალი ნაკადის პარამეტრების შეცვლით შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი მოხმარება წუთში 9 ლიტრამდე ან კიდევ უფრო ნაკლები.

ფანჯრები და ხალიჩები, როგორც ტემპერატურის განმსაზღვრელი აქცენტები

ფანჯრები და ხალიჩები სტრატეგიულად გამოიყენება სახლის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ზამთარში დახურეთ თქვენი ფარდები/ჟალუზები ღამით, რათა ხელი შეუშალოთ ცივი ჰაერის ნაკადს და შეინარჩუნოთ სითბო. ზაფხულში კი მზის შუქი შესანიშნავად უზრუნველყოფს ბუნებრივ სინათლეს და ელექტროენერგიის გამოყენება მხოლოდ მინიმალურად შეგიძლიათ. ამასთანავე, ზაფხულში ჰაერის გასაგრილებლად გამოგადგებათ ჟალუზები და ფარდები.

ენერგოეფექტური იატაკი

თუ თქვენ სახლის რემონტი გაქვთ, შეეცადეთ, არჩევანი იატაკის გათბობაზე შეაჩეროთ. ამ ტიპის გათბობის სისტემა თანაბრად გადაანაწილებს სითბოს თქვენს სახლში.

NS Studio-ს “მზიურის ხიდი” ICONIC award 2021: Innovative architecture-ის გამარჯვებულია

ბაუჰაუსი – არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოძრაობა