in

2021 წლის ტრენდული მასალები

შემოდგომა სახლის განახლებისთვის საუკეთესო პერიოდია. სწორედ ამიტომ, დღეს 2021 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდული მასალების შესახებ მოგიყვებით.

ხე

ხე – ეკოლოგიური და მტკიცე მასალაა, რომელიც  მოდიდან არასდროს გადადის. ამ სეზონში განსაკუთრებით შემდეგი ხის ჯიშებია აქტუალური: მუხა, წიფელი და ნაძვი. არ შეგეშინდეთ სხვადასხვა ელფერებისა და ტექსტურის ერთმანეთში არევა, რაც მეტი უკეთესი!

როტანგი

როტანგი განსაკუთრებით პოპულარული 70-80 წლების დიზაინერებში იყო და ის ამჯერადაც ტრენდული ხდება. ეს არის ხის ტიპი, რომელიც მოწნული ავეჯის წარმოებაში გამოიყენება.  რემონტის დროს მასალების არჩევის რაიმე კანსაკუთრებული მიდგომა არ არსებობს, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეიძინეთ დივანი, სავარძელი და რამდენიმე სკამი დაწნული ფუძით. ასევე შესაძლებელია რამდენიმე დეტალის დამატებაც – მაგალითად, ხელნაკეთი კალათა ან აბაჟური, რომელიც განათებისას უცნაურ შუქჩრდილებს წარმოქმნის.

ჯუთა

ჯუთა კიდევ ერთი მასალაა, რომელიც ამ შემოდგომას ტრენდული იქნება. მისი ძირითადი უპირატესობებია: ეკოლოგიურობა, სიმტკიცე, დეფორმაციისადმი მდგრადობა და გამოხატული ფაქტურა. ჯუთას ხალიჩები, აბაჟურები, ავეჯი სკანდინავიური და ბოჰემური სტილის ინტერიერში ძალიან კარგად გამოიყურება.

ფუმფულა ტექსტილი

1970-იანი წლების ტრენდმა, რომელიც 2021 წელსაც ლიდერობს, მოდაში რბილი ფაქტურები დააბრუნა. ამ სეზონში, დიზაინერები საძინებლის ლაკონური გარემოს გრძელ ბეწვიანი ხალიჩისა და ფუმფულა გადასაფარებლით გაზავებას გვთავაზობენ.

„ტედდი“

ფუმფულა ნაჭრებისა და „ბუკლეს“ ტრენდიც 1970 -იანი წლებიდან შემოვიდა. მიუხედავად ამისა, რბილი სავარძელი და ფუმფულა გადასაფარებელი შემოდგომის საღამოებისთვის იდეალური კომპლექტია, რომელიც ყველა დროს უძლებს! სრული ნეტარებისთვის მხოლოდ ახალმოდუღებული ჩაი და საყვარელი წიგნებია საჭირო.

ჩალა და ზღვის მცენარეები

ჩალისა და ზღვის მცენარეებისგან დამზადებული ნივთების პოპულარობა ასევე ნატურალური ნივთების ინტერიერში გამოყენების ტრენდულობითაა გამოწვეული. სხვა ბუნებრივი მასალების მსგავსად, მათაც უბერებელი ესთეტიკა და სასიამოვნო ბუნებრივი ფერთა გამა ახასიათებთ.

WUNDERWERK architecture-ს პროექტი მის ვან დე როეს პრიზის ნომინაციაშია!

თანამედროვე ხის კოტეჯი შვეიცარიაში – Lionel Ballmer-ის ნამუშევარი