in ,

პოპერი – ნოდო გუჯაბიძის მიერ შესრულებული გურმე პოპკორნის ფერადი მაღაზია

Banner M2
Banner M2

პოპერი გურმე პოპკორნის პირველი საწარმო და მაღაზიაა საქართველოში, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე. მის ინტერიერზე დიზაინერმა ნოდო გუჯაბიძემ იმუშავა, რომელიც თავად გვიამბობს აღნიშნული პროექტის შესახებ:

საპროექტო დავალება, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანდა, რადგან ბრენდი „პოპერის“ კონცეფცია უკვე შემუშავებული იყო, ფერები განსაზღვრული და დამკვეთმაც კონკრეტულად იცოდა, თუ რა სურდა. ეს კი, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ამარტივებს სამუშაოს. ჩვენ უნდა მიგვეღო ნათელი, მხიარული, თბილისისთვის არასტანდარტული სივრცე, რომლის არქიტექტურაც გამართული და კომფორტული იქნებოდა სტუმრისთვის და პერსონალისთვის.

კონცეფციის შემუშავებისას ამოსავალი წერტილი თავად ბრენდის კონცეფცია, ფერები და ფორმები იყო. ცენტრალურ ელემენტად დახლი მოვიაზრეთ, რომელიც თავისი მინიმალისტური გეომეტრიით, ხაზს პროდუქციას – მრავალფეროვან პოპკორნს – გაუსვამდა.

როდესაც ფერთან გიწევს მუშაობა, საჭიროა ზომიერების ზღვარზე თამაში. ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო “პოპერის” შემთხვევაში, რადგან პალიტრა რამდენიმე მკვეთრი ფერისგან შედგებოდა. ამ დროს თუნდაც ერთმა ზედმეტმა შტრიხმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს და წაშალოს საზღვარი ელეგანტურსა და უბრალოდ ჭრელს შორის. საბოლოოდ,  რამდენიმე ესკიზიდან ავარჩიეთ ოპტიმალური ვერსია, რომელშიც დავინახეთ ის შუალედი, რისი მიღებაც გვსურდა.

დიზაინერ Mathew Bees-ის ფერადი სახლი ჩარლზტონში

#სადვიცხოვრო: ბინა სხვენში ჭერის ფანჯრებით