ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული არქიტექტურული კომპანიის WUNDERWERK architecture-ს პროექტი “მრავალბინიანი საცხოვრებელი ბაგებში” წარდგენილია მის ვან დე როეს პრიზის ნომინაციაში.
მოკლედ პროექტის შესახებ: შენობა მდებარეობს თბილისი-წყნეთის გზატკეცილზე, ყოფილი სტუდენტური კამპუსის გვერდით. ის 35 საცხოვრებელი ერთეულისგან შედგება. შენობა რადიკალურად განსხვავდება მის გარშემო არსებული მჭიდრო კონსტრუქციებისგან.
მოკლედ კონკურსის შესახებ: ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში – იგივე მიეს ვან დერ როეს ჯილდო არის პრიზი, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ევროკავშირი და Fundació Mies van der Rohe. პირველად ჯილდო 1987 წელს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და Fundació Mies van der Rohe– ს თანაბარი პარტნიორობით გაიცა. ჯილდოს აღება შეუძლია ყველა იმ პროექტს, რომელიც დასრულდა ევროპაში პრიზის მინიჭებამდე ორი წლის განმავლობაში. ნომინაციებს წარადგენენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ეროვნული არქიტექტურის ასოციაციები და პრიზის საკონსულტაციო კომიტეტი. ხუთ ფინალისტურ ნამუშევარს ეწვევა ჟიური, რომელიც ირჩევს პრიზის მფლობელს და ასახელებს განვითარებადი არქიტექტორის გამარჯვებულს.
რაც შეეხება ფინალს, 2022 წლის იანვარში გამოქვეყნდება შორთლისტში მოხვედრილი პროექტები, ამავე წლის თებერვალში – 5 ფინალისტი, ხოლო აპრილში კი გამოცხადდება გამარჯვებული.