in

ელეგანტური ბინა ფარდების გარეშე

Banner M2
Banner M2

ეს ბინა დიზაინერმა ოლეგ კლოდტმა მშობლების ხსოვნას მიუძღვნა და დღეს აქ უკვე მისი შვილები იზრდებიან. ეს ბინა დიზაინერმა ორი კრიტერიუმის გამო შეარჩია: მაღალი ჭერი და ბევრი ფანჯარა.

ბინაში ბავშვების ოთახის გარდა, ფარდა არ გვხვდება, მათ მაგივრად დარაბებია გამოყენებული. დიზაინერის განმარტებით მას ჰაერისა და თაღოვანი ფორმების შენარჩუნება სურდა. იატაკის ხის ფიცრები სპეციალურად კორძიანია შერჩეული, ხოლო ბუხრის მაგივრად ქალაქური ბინისთვის უჩვეულო ღუმელი დგას. დიზაინერმა ეს გადაწყვეტილება იტალიის ალპებში მოგზაურობისას ერთ-ერთ სასტუმროში ნახა და საკუთარ სახლში გადმოიტანა.

ოლეგ კლოდტმა თითოეული ოთახი გარკვეულ ისტორიას დაუკავშირა. მაგალითად, კაბინეტი იმ ოთახის მსგავსად მოაწყო, სადაც თავისი ბავშვობის 17 წელი გაატარა.

კორიდორში მამის ნამუშევრებია გამოფენილი. ისტორიის მატარებელი სივრცის მოწყობაში დიზაინერს თავად ბინაც დაეხმარა.

აქ ორი თაღოვანი ნიშა აღმოაჩინეს, რომელიც ახლა მთავარ საძინებელში და საბავშვო ოთახში მოექცა. შესაძლებელია წარსულში ისინი „ცივი კარადის“ ფუნქციას ასრულებდა. დიზაინერმა ისინი არ ამოავსო და პირიქით, მუქ აქცენტად აქცია.

ბინაში ოთხი საძინებელია. აქ სამი მოზარდი ცხოვრობს, ასე რომ ფართი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი პრივატულ და დიდ სასტუმრო სივრცედ. უკანასკნელიდან გატოტილია, როგორც ამას დიზაინერი უწოდებს, სამი „ნიშა“: კაბინეტი, შემოსასვლელი და სამზარეულო.

პირველი ორი კლოდტმა ფერით გამოყო, ისინი საკმაოდ მუქია. სამზარეულო კი ნაწილობრივ სივრცეში „გააზავა“, ნაწილობრივ კი წინა ფლანგზე წამოწია – მოაწყო დიდი, ფიცრებით გამოკრული კუნძული და მის თავზე აქცენტირებული სანათი დაკიდა.

დიზაინერის ეს ნამუშევარი სხვა ბინებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ არ გვხვდება დივნები. ერთადერთი პატარა დივანი, ისიც საკმაოდ კომპაქტური, ანტიკვარული ბუფეტის უკან არის მიმალული.

სასტუმრო ოთახის იდეური ცენტრი კი დიდი სასადილო მაგიდაა. ბინაში ტელევიზორი და მისთვის განკუთვნილი ადგილი არ არსებობს, ეს ამ ბინის კიდევ ერთი განმასხვავებელი შტრიხია. ოჯახი საკმაოდ დიდ დროს ატარებს და ურთიერთობს სასადილო მაგიდასთან და საკმაოდ წარმატებულადაც.

არასტანდარტული დიზაინერული გადაწყვეტილებები ერთოთახიანი ბინებისთვის

“პეპისეული” სახლი ანანურში – მარიკა წულუკიძის ინტერიერი