in

Ceramica Vogue – იტალიური კერამიკის ფილების ბრენდი

კერამიკა ოდითგანვე იყო ინტერიერისა და ექსტერიერის განუყოფელი ნაწილი. ის ჩვენს ცხოვრებაში დღესაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თანამედროვე ობიექტებს დიზაინერები აქტიურად აფორმებენ კერამიკის ნაწარმით. სწორედ თანამედროვე ინტერიერებზე მორგებული კერამიკის ბრენდია Ceramica Vogue, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ.

დიზაინი, სრულყოფილება და ელეგანტურობა, იტალიური ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ტრადიცია – სწორედ ასეთია Ceramica Vogue, კერამიკის იტალიური ფირმა, რომელიც ბაზარზე 1978 წლიდან გამოჩნდა. ის ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე თეთრი, მოჭიქული ქვის ფილების წამყვანი მწარმოებელი იატაკისა და კედლებისათვის.

ფერის დიაპაზონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსებაა ამ ბრენდისთვის. მათი ახლებური ფერის პალიტრა უახლეს ტენდენციებს პასუხობს, რის გამოც აღნიშნულ ბრენდს აქტიურად იყენებენ თანამედროვე ინტერიერებში.

როგორც ბრენდი თავად აცხადებს, Ceramica Vogue-ს პროდუქტებს გამორჩეული ესთეტიკა და ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, რაც ქმნის ეკოლოგიურად სუფთა ფილების კოლექციებს, რომლებიც შექმნილია ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. ბრენდის პროდუქცია ზედგამოჭრილია კერძო სივრცეებისთვის, ასევე ისეთი საზოგადოებრივი ადგილებისთვის, როგორიცაა: სკოლები, საავადმყოფოები და საცურაო აუზები. ამ შესაბამისობას ასევე ქმნის ფილების ფერებისა და ზომების დიდი ასორტიმენტიც.

უახლესი ტექნიკისა და მასალების გარანტიამ და წარმოების სრულყოფილებამ წარმატებით გაამყარა დროთა განმავლობაში ბრენდის იმიჯი ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე: მათი პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გადის საზღვარგარეთ. ასევე, Ceramica Vogue-ს აქვს საკუთარი ოფისები რუსეთსა და ჩინეთში, რაც ამარტივებს დისტრიბუციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამჟამად Ceramica Vogue, Altaeco S.p.A. ჯგუფის ნაწილი, აწარმოებს 2,500,000 კვ.მ ფილებს ყოველწლიურად, ფლობს შიდა საწყობებს, რომლებიც მოიცავს 20,000 კვ.მ-ს Cerrione-ში. ბრენდს დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 140 ადამიანი.

წარმოგიდგენთ, ბრენდის რამდენიმე კოლექციას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სივრცეებისთვისაა შექმნილი.

Vogue Pool

ამ კოლექციით ბრენდი გვთავაზობს აუზისთვის, პლაჟისთვის, გასახდელისთვის, კედლებისა თუ კიბეებისთვის შესაფერის მასალას. აღნიშნული კოლექცია ერთდროულად ესთეტიკური და ტექნიკური გადაწყვეტაა Ceramica Vogue-ს კატალოგის პროდუქტებიდან.

DEKORAMI

დეკორამი არის მოჭიქული ქვის ფილების ახალი კოლექცია ზედაპირული მიკროკონსტრუქციებით, რომელიც შექმნილია მარკანტე-ტესტას ფირმის მიერ Ceramica Vogue– სთვის. სამგანზომილებიანი სტრუქტურების დიზაინი, მიუხედავად მათი თანამედროვე ენისა, იყენებს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს, რომლებიც იხსენებს წარსულის დეკორატიულ ელემენტებს.

BISELLO

ბისელოს კოლექცია შექმნილია საჯარო და კერძო სივრცეების მოსაპირკეთებლად. გამოიყენება მათთვის, ვისაც სურს დაამშვენოს სივრცე რეტრო სტილით. ისინი ქმნიან ნათელ და დინამიურ გარემოს, სინათლისა და ჩრდილების საოცრად მიმზიდველ თამაშს.

FLAUTI

Flauti არის ახალი კოლექცია მოპირკეთებისთვის, რომელიც შექმნილია Ceramica Vogue–ს მიერ, სტუდია Marcante-Testa–სთან თანამშრომლობით. კოლექცია შექმნილია იმისთვის, რომ გამოავლინოს არქიტექტურული სივრცე მიკრო სტრუქტურის მეშვეობით. Flauti შესაფერისია საცხოვრებელი და კომერციული ფართების შიდა მოპირკეთებისთვის, როგორიცაა რესტორნები ან მაღაზიები და ზუსტად მისი ტექნიკური და ესთეტიკური მახასიათებლების წყალობით, ასევე შესაფერისია გარე ფასადებისთვის.

System Triangoli

აღნიშნული კოლექცია დიზაინერებს სთავაზობს უამრავ შესაძლო კომბინაციას, რისი მეშვეობითაც მრავალი განსხვავებული სტილის სააბაზანო თუ სხვა ტიპის სივრცე შეიძლება შეიქმნას.

გაერთიანებული სამზარეულო-მისაღები ზონის 5 დადებითი მხარე – თიკო კობახიძის ხედვა

ბრაზილიური მოდერნიზმით შექმნილი ბინა სან-პაულუში