in

წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია

Cushman & Wakefield-ის ცნობით, წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია, რომელზეც საპროექტო ჯგუფმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით იმუშავა. გუნდს იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი, მარკო არდიელი ხელმძღვანელობდა Ardielli Fornasa Associati; ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“ BAU design იმუშავა; პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield-ის საერთაშორისო გუნდმა შეაფასა. საპროექტო ჯგუფი ასევე მოიცავდა კულტურის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს.

გუნდმა წარადგინა წყალტუბოს განვითარების კონცეფცია და ქალაქის ფუნქციური გამრავალფეროვნების გეგმა; წყალტუბოს განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს ოთხი მთავარი სტრატეგია:

  •  მთავარი რესურსის, თერმული პარკის სტრუქტურის გაძლიერება;
  • ქალაქის საცხოვრებლად სასიამოვნო ადგილად გადაქცევა, მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით;
  • კულტურული მემკვიდრეობის და ადგილის მეხსიერების შენარჩუნება, ფასეულობების გაძლიერება და ფუნქციების განვითარება;
  • წყალტუბოს და ქუთაისის სინერგიული ურთიერთობის აღდგენა და გაძლიერება.

სანდრო წერეთლის ნიუ-იორკის შთაგონებით შექმნილი ინტერიერი

Rut Bryk – თანამედროვე ფინური კერამიკის გურუ