დიზაინის სტუდიამ Biasol მელბურნის (ავსტრალია) ერთ-ერთ რესტორანს საკმაოდ თამამი ინტერიერი შესთავაზა – მუქი ლურჯისა და კაშკაშა ვარდისფრის შერწყმით, დიზაინერებმა 1980-იანები გააცოცხლეს. არაორდინალური, რადიკალური და მოდური რესტორანი Billie Buoy ესენდონში (მელბურნის ერთ-ერთი რაიონი) ქუჩის კუთხეში დგას.
[წყარო: Dezeen]