in

Santa & Cole – დიზაინის ბრენდი ესპანური ესთეტიკით

Santa & Cole – ასე ჰქვია სტუდიას, რომელიც დეკორატიულ ნივთებს 1985 წლიდან ამზადებს. თბილი ფერები და ფორმები, სიმარტივე და სისადავე – ალბათ, სწორედ ესაა ესპანური ბრენდის მთავარი თვისებები, რაც მათ სხვა მსგავსი პროფილის ბრენდებისგან გამოარჩევთ. Santa & Cole-ის კოლექცებში ვხვდებით სწორედ ისეთ ნივთებს, რომლებიც თითქმის ყველანაირი ტიპის ინტერიერისთვისაა რელევანტური.

Santa & Cole-ის გუნდი

“რასაც წიგნის მწერალი აკეთებს მოთხრობებით, ჩვენ ვაკეთებთ ობიექტებით.”

ოთხმოცზე მეტმა დიზაინერმა შეიტანა წვლილი Santa & Cole-ის ავეჯის და განათების პროდუქტების მდიდარ კატალოგში, რომელიც წარმოიშვა ძალიან განსხვავებულ კონტექსტში, ისეთი ცნობილი დიზაინერების მიერ, როგორებიც არიან ანტონი აროლა, მიგელ მილა, ანდრე რიკარდი და ლამარი ტაპიოვარა.

ესაა დამოუკიდებელი მწარმოებელი და დიზაინის სახლი, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული ავეჯით, განათებითა და “ურბანული ელემენტების” ასორტიმენტით. კომპანიის დამფუძნებლების აზრით, ეს მრავალფეროვანი პროდუქცია ემთხვევა საერთო ფილოსოფიას: “არა რაოდენობა, არამედ ხარისხი”.

Santa & Cole-ის იატაკის სანათი

და მაინც, ვინ შექმნა სანტა და კოული? ის ნინა მასოს, ხავიერ ნიეტო სანტას და გაბრიელ ორდეიგ კოულის მიერ დაარსდა 1985 წელს ესპანეთში – აჯანყების ათწლეულის განმავლობაში, როდესაც დიქტატურის გადაგდების შემდგომ ყველაფერი შესაძლებელი გახდა.

Santa & Cole-ის წრიული ფორმის ჭაღი

ადრეულ დღეებში, ბარსელონას ზოგიერთი ყველაზე ცნობილი ბარისთვის განსაკუთრებული სანათების შექმნის შემდეგ, მალევე გაჩნდა მოთხოვნა, გაენათებინათ ბარის მიმდებარე სახლებიც. იმ დროს, როდესაც ჰალოგენურ ნათურებს (ცივი, მოლურჯო შუქით) აქტიურად იყენებდნენ, სანტა და კოული მხარს უჭერდა ბუნებრივი მასალის გამოყენებას, როგორიცაა ხე, შეკერილი მუყაო ან ლენტები. ზოგიერთ შემთხვევაში, არსებული დიზაინები ხელახლა განიხილეს, ზოგიერთში კი შეიქმნა ახალი დიზაინი, როგორიცაა Básica.

“ჩვენ განწყობა გადავიტანეთ ტექნიკური და ცივიდან ადამიანურ და თბილზე,” – ამბობენ Santa & Cole-ში.

Santa & Cole-ის მაგიდის სანათი “Cestita Alubat”

1990-იან წლებში, ბარსელონას ოლიმპიადის შემდგომ პერიოდში შეიქმნა უფრო დიდი ზომის სანათები, როგორიცაა Estadio ან Moaré, რომლებიც პასუხობდა საზოგადოებრივი ადგილების განათების აუცილებლობას.

Santa & Cole-ის თეფშის ფორმის ჭაღი

“მას შემდეგ, რაც LED განათება შემოვიდა 21-ე საუკუნეში, ჩვენ ვაგრძელებთ სინათლის ძიებას, რაც უფრო მეტად ხდის თვალსაჩინოს საგნების, ჩრდილებისა და ადამიანების სილამაზეს. ამის მაგალითებია Cirio და Tekiò სერიები.”

ძალიან ყურადღებიანი ხარისხისა და დეტალების მიმართ, სანტა და კოული მთელ თავის წარმოებას აწვდის მომწოდებლების ფართო ქსელს ესპანეთსა და იაპონიაში, სადაც მზადდება მასალები Santa & Cole-ის Tekiò სანათისთვის.

Santa & Cole-ის ჭაღი “Globo Cesta”

“ჩვენი მისიაა ცოდნის შექმნა, დაცვა და გავრცელება დიზაინის ობიექტების საშუალებით; იმ ობიექტების, რომელთა ხარისხი ხელის შეხებითაც კი აშკარაა და ამდიდრებს ადამიანების ცხოვრებას, იქნება ეს სახლსა თუ საზოგადოებრივ გარემოში. ჩვენი ფილოსოფია უფრო თანამედროვეა, ვიდრე ფუტურისტული, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია არა ახლანდელ ბაზარზე, არამედ მომავალზე; არა ბარსელონა, არამედ – მსოფლიო; არა მოდა, არამედ – ისტორია.” – ამბობენ Santa & Cole-ში.

Santa & Cole-ის ოფისი

ორშვილიანი ოჯახის მყუდრო ბინა მიცკევიჩის ქუჩაზე

განათების ორგანიზების წესები შემოსასვლელში