in

ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი „კომფორტერი“ 3 წლისაა – კომპანიის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები

„Comforter არის ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის, ამიტომ მათში დიდი ნდობით სარგებლობს“

ბრენდი Comforter 3 წლისაა. აქვს მაღაზია თბილისში, მისი ავეჯი და დეკორატიული აქსესუარები კი, „ონლაინ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მთავარი მიზნისთვის არასოდეს გადაუხვევიათ – თავიდანვე სურდათ, მომხმარებლის ნდობა მოეპოვებინათ და მათთვის განსაკუთრებული კომფორტი შეექმნათ. ეს იდეები სახელში, ლოგოტიპსა და რა თქმა უნდა, მისიაში გადაიტანეს და მათი თქმით, მიაღწიეს კიდეც მიზანს, 3 წლის წინ, გამთენიისას, შვიდმა მეგობარმა რომ დაისახა

დღეს, „კომფორტერის“ ავეჯსა თუ აქსესუარებს მხოლოდ სახლებში კი არა, კაფე-ბარებში, სასტუმროებში, ფინანსურ დაწესებულებებსა და Co-Working სივრცეებში შეხვდებით. ბრენდის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი ამბობს, რომ ეს გასაკვირი არც არის, რადგან Comforter-ს უნივერსალური დიზაინისა და ძალიან კომფორტული პროდუქცია აქვს. 

კომპანიაში თვლიან, რომ დაარსებიდან, 3 წლის თავზე, მთავარი მიზანი მიღწეულია – ამ დროში, შეძლეს და ყველაზე მთავარი – მომხმარებლის ნდობა მოიპოვეს. თუმცა, ეს არც ისე მარტივი იყო, რადგან თავიდანვე საკმაოდ კონკურენტული გარემო დახვდათ, მათ შორის, ბაზარზე უკვე იყვნენ კარგად ცნობილი და წარმატებული ბრენდები. 

მარიამ დვალიშვილი: პირველივე დღიდან ვცდილობდით, მომხმარებლებისთვის, სხვადასხვა ბენეფიტი შეგვეთავაზებინა, მაგალითად, დიზაინერის მომსახურება, რომელიც დაეხმარებოდა საკუთარი ინტერიერისთვის, ავეჯის მორგებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება სრულიად უფასო იყო. მართლა ყველანაირად ვცდილობდით, მომხმარებლებთან ახლოს ვმდგარიყავით და მათი აზრები გაგვეგო, ვყოფილიყავით სანდრო ბრენდი და „კომფორტერის“ ავეჯითა და დეკორით, შეგვექმნა კომფორტი – ეს იყო ჩვენი მიზანი, პირველივე დღიდან და ვთვლით, რომ მივაღწიეთ კიდეც.

როგორ მოახერხეთ ეს? 

Comforter ბაზარზე, თავიდანვე, ხმაურით გამოჩნდა. ყველა დიდი ინტერესით ელოდა ამ ბრენდს. და ჩვენც შევთავაზეთ მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული, მეგობრული გარემო, ყველაზე მოთხოვნადი, მინიმალისტური პროდუქცია. „კომფორტერის“ პროდუქციის დიზაინი, შეიძლება ითქვას, რომ უნივერსალურია, ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის სასურველ ავეჯსა თუ დეკორატიულ აქსესუარებს. თანაც, საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. მომხმარებელს არ ვთავაზობთ ერთ კოლექციას, ან რომელიმე კონკრეტულ ფერს, თუ სტილს. მაგალითად, თუ იმ მომენტში არ გვაქვს დივნის მისთვის სასურველი მოდელი, ზომა ან ფერი, ექსკლუზიურად ვუკვეთავთ და ჩამოგვაქვს. განვითარება და გაფართოება არასოდეს შეგვიწყვეტია – რომელი პროდუქტის, ბრენდის, მწარმოებელი ქარხნის თუ ქვეყნის მიმართაც ინტერესი იზრდება, აუცილებლად ვამატებთ მათ ჩვენს კოლექციაში.

როგორ ფიქრობთ, დღეს სად არის „კომფორტერი“? 

ვთვლით, რომ დღეს, „კომფორტერი“ ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ბაზარზე. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ გვაძლევს უფლებას, გავჩერდეთ და მიღწეულით დავკმაყოფილდეთ. ძალიან დიდი გეგმები და მიზნები გვაქვს, რაც ისევ მომხმარებლისა და მისი კომფორტისთვის, უნდა განვახორციელოთ. რა არის ბიზნესის, ანუ  გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთობა? – კომპანია უსმენს თითოეულ მომხმარებელს და ერგება მის მოთხოვნებს. ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ასეა და ვფიქრობთ, სწორედ ეს ხდის კომფორტულს, „კომფორტერში“, ავეჯის შერჩევისა და შეძენის პროცესს.

ალბათ, სხვა ბევრი ბიზნესის მსგავსად,  „კომფორტერის“ შემთხვევაშიც, ერთ-ერთი ყველაზე რთული პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა . . . 

რა თქმა უნდა. ეს ხომ ფორსმაჟორია. თავიდან, ყველა ძალიან დაბნეული იყო – ხალხიც, კომპანიებიც. ამ დაძაბულ ვითარებაში, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის საჭიროება. ფაქტობრივად, ამან სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. გაჩნდა ძალიან დიდი მოთხოვნა ავეჯსა თუ დეკორატიულ აქსესუარებზე. ადამიანებმა, მასობრივად, სახლებიდან დაიწყეს მუშაობა – აღმოჩნდა, რომ ზოგს საერთოდ არ ჰქონდა რაღაც ავეჯი, ან მისი სკამი თუ დივანი არც ისე კომფორტული იყო, რომ სახლიდან ემუშავა.

თუ სხვა ბიზნესებისთვის, პანდემია, კრიზისთან ასოცირდება, ავეჯისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში პირიქით მოხდა – ამ პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა

შეკვეთებთან ერთად, იმატა მოთხოვნამ მიტანის სერვისზე. ფაქტობრივად, სრულად ამ ფორმით გვიწევდა მომხმარებელთა მომსახურება, განსაკუთრებით, პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა კარანტინი გამოცხადდა.

როგორ მოახერხეთ ამ რთულ რეალობასთან ადაპტაცია? 

აუცილებელი იყო, არსებული გამოწვევებისთვის, ადეკვატურად გვეპასუხა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად გავციფრულებულიყავით. ანუ, ყველაფერი, რაც შოურუმში გვქონდა, მომხმარებლისთვის „ონლაინ“ შეგვეთავაზებინა. ძალიან მოკლე დროში „ჩავუშვით“ აპლიკაცია, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი ინტერიერისთვის შეერჩია ავეჯი, იქვე „დაესვა“ მისი კედლების ფერთან და ჩვენი პროდუქციით აეწყო მისი სივრცე. აპლიკაციაში ჩანს, როგორ ჯდება ინტერიერში თითოეული დეტალი. „კომფორტერი“ არ იყენებს მწარმოებელი ქარხნის შემოთავაზებულ ვიზუალებს. ყველა ნივთს თავად ვუღებთ სურათებს და მყიდველი რეალურად აღიქვამს, როგორია ავეჯი თუ აქსესუარი, როგორი ფაქტურა აქვს და რა მასალა თუ ქსოვილია გამოყენებული მის დასამზადებლად. ყველაფერი რეალური და ბუნებრივია. აპლიკაციიდანვე შეიძლება ნებისმიერი ნივთის შეძენა – არც შესარჩევად, არც დიზაინერის მომსახურებისთვის და არც საყიდლად, მომხმარებელს აღარ სჭირდება ჩვენთან მოსვლა. ჩვენგან მომხმარებელი, ამ რთულ პერიოდშიც, ელოდა სანდოობას და ხელმისაწვდომობას.

ამისთვის რა გააკეთეთ? 

მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს მოლოდინი გაგვემართლებინა და ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომი გაგვეხადა. განსაკუთრებით, პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა ყველას არეული გვქონდა დღე და ღამე, ცხოვრებასა და მუშაობას შორის ბალანსის დაცვა გვიჭირდა. აქაც მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით მომხმარებლებს. 24-საათიან რეჟიმში ვიყავით კონტაქტზე, ხშირად, გამთენიის 3 საათზე მიგვიღია შეკვეთა და გაგვიყიდია პროდუქცია. ყველანაირად ვცდილობდით, მოვრგებოდით არსებულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, დამატებით ვთავაზობდით აქციებსა და მათზე ადაპტირებულ სერვისებს, ვუკეთებდით, სპეციალურ შეთავაზებებს. დღეს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით გავართვით თავი პანდემიის დროს წარმოშობილ სირთულეებს, თუ სპეციალურ მოთხოვნებს. ვფიქრობთ, ეს ჩვენი დამოკიდებულებით მოვახერხეთ – ამ პერიოდშიც, ჩვენთვის ამოსავალი იყო მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა. 

თუმცა, ერთია, როცა მომხმარებელი ბრენდს ენდობა ჩვეულებრივ პერიოდში და მეორეა – მისი მოლოდინები ფორსმაჟორულ სიტუაციაში. . . 

რა თქმა უნდა. გაციფრულებითა და დიჯიტალ კამპანიების საშუალებით, ვთვლით, რომ ეს გამოწვევაც დავძლიეთ და მომხმარებლის ნდობა აქაც მოვიპოვეთ. უკვე ისე გვენდობიან, რომ დღეს, როცა შეუძლიათ, მაღაზიაში მოვიდნენ და ადგილზე შეარჩიონ ავეჯი თუ აქსესუარი, ისევ „ონლაინ“ გვიკვეთავენ. თუ ადრე, დიჯიტალ გაყიდვების საკითხი, ჩვენს ინდუსტრიაში, ცოტა რთულად იყო – ყველას ერჩივნა ენახა ფაქტურა, მასალა, რეალური ვიზუალი – დღეს, მომხმარებელი იმდენად გვენდობა, დარწმუნებულია, „კომფორტერისგან“ ზუსტად იმ ნივთსა და ხარისხს მიიღებს, რაც აპლიკაციაშია ნაჩვენები. ჩვეულებრივ მუშაობს ჩვენი მაღაზია ალ. ყაზბეგის გამზირზე. ბუნებრივია, მთელი გუნდი ვაქცინირებულია და ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციას. როგორც მიჩნეულია, პანდემიისა და მისი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალება, ამ ეტაპზე, არის ვაქცინაცია. ამიტომ, ჩვენც, სხვა კომპანიების მსგავსად, ვგეგმავთ სპეციალური კამპანიების ჩატარებას და აცრის შემთხვევაში, მომხმარებლებისათვის დამატებითი ბენეფიტების შეთავაზებას.

რომ შევაჯამოთ, რა არის „კომფორტერის“ უპირატესობა? რატომ უნდა აირჩიოს თქვენი ბრენდი მომხმარებელმა? 

ყველა ბრენდს აქვს თავისი ძლიერი მხარე და რა თქმა უნდა, „კომფორტერსაც“ თავისი უპირატესობები გააჩნია. პირველი დახვეწილი ავეჯი და აქსესუარებია, რომელსაც  მომხმარებელს ვთავაზობთ. ეს მახასიათებელი ბაზარზე გამოჩენის დღიდან გვქონდა. ოღონდ, ჩვენ კი არ ვამტკიცებთ, მომხმარებლების „ფიდბექი“ და დამოკიდებულება ადასტურებს ამას, როდესაც უკან ბრუნდებიან და ისევ „კომფორტერის“ პროდუქციას ირჩევენ – მიაჩნიათ, რომ  განსხვავებული და გამორჩეულია. ჩვენი ბრენდის კიდევ უპირატესობა მომხმარებელზე მორგებული მომსახურებებია – მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თითოეული მათგანის მოთხოვნებს. მაგალითად, იმ მომენტში, არ გვაქვს სასურველი დიზაინის, ფერის, ან მექანიზმის დივანი? შევუკვეთავთ და ჩამოვუტანთ. ასევე „კომფორტერის“ უპირატესობაა მომხმარებლის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება და ნდობა, რომელიც მათ ჩვენმა ბრენდმა გაუჩინა. მთავარია, მომხმარებელს მოსწონდეს ავეჯი და კომფორტულად მოიხმარდეს, შერჩევის ეტაპიდან, მისამართზე მიტანამდე, კონსულტანტი იქნება, თუ მენეჯერი, ყველა ერთნაირად ეხმარება. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირატესობაა ხარისხი – ხარისხი ყველაფერში: პროდუქციაში, დიზაინში, მომსახურებაში.

თქვენს სამომავლო გეგმებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

არც ერთი ბიზნესისთვის ის სიტუაცია აღარ დაბრუნდება, რაც პანდემიამდე იყო.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც „კომფორტერია“. ამიტომ, სამომავლო გეგმებიც შესაბამისი გვაქვს – გვინდა, ჩვენი ბრენდი გაიზარდოს.

პირველ რიგში, გვსურს, კიდევ მეტად მოვერგოთ ციფრულ რეალობას – მალე, ახალ აპლიკაციას „ჩავუშვებთ“, რომლითაც უფრო მარტივი იქნება ჩვენთან ნებისმიერი ნივთის შეძენა. ვაპირებთ,  ფილიალების გახსნასაც. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ახალ მაღაზიებზე, ქვეყნის მასშტაბით, პირველ რიგში, ბათუმში. გვინდა კიდევ ერთი ობიექტის დამატება თბილისში. გარდა ამისა, ვგეგმავთ პროდუქციის – ახალი ქვეყნების, მწარმოებლებისა  ასორტიმენტის გაზრდას.

და ბოლოს, ვაგრძელებთ ჩვენს, უკვე ტრადიციადქცეულ სეზონურ კამპანიას – 20 სექტემბრიდან – 20 ოქტომბრის ჩათვლით, გვაქვს გათამაშება – მომხმარებელს სრულ კოლექციაზე ვთავაზობთ 27%-იან ფასდაკლებას და ვჩუქნით მოგზაურობას, საქართველოს მასშტაბით. აქციის ფარგლებში, „კომფორტერის“ ავეჯის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ჩაერთვება გათამაშებაში და მიიღებს „სითი მოლის“ ვაუჩერს საჩუქრად, ან – დამატებით 6%-მდე ფასდაკლებას, ჩვენთან.

 

[R]

კერძო სახლი დიდ დიღომში – ეკა გოგალაძის კოლაბორაცია სტუდია “მედუზასთან”

არქიტექტორ Norman Foster-ის ფორმისა და ესთეტიკის ფილოსოფია