in

ტური ჯენი კეინის ლოს-ანჯელესის სახლში

Banner M2
Banner M2

თანამედროვე, ნეიტრალური, სადა და ელეგანტური – ასეთია ლოს-ანჯელესის მშვიდი სახლი, რომელიც მოდის დიზაინერმა ჯენი კეინმა ბელგიელ არქიტექტორ ვინსენტ ვან დუისენთან ერთად შექმნა.

სახლი არის ოჯახის ერთგვარი დასასვენებელი თავშესაფარი, რომელშიც კეინი მეუღლესთან – რიჩარდ ერლიხთან და მათ სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მათ ასევე ჰყავთ ორი ძაღლი.

”მე ვარ მოდერნისტი გულით და სულით; ყოველთვის შთაგონებული ვიყავი კალიფორნიაში წარმოქმნილი მოდერნიზმის განსაკუთრებული ტიპით. დაინტერესებული ვიყავი, თუ როგორ შემეძლო მონაწილეობა მიმეღო ამ ისტორიაში და მაინც დავრჩენილიყავი ჩემი საკუთარი საქმის ერთგული,” – ამბობს არქიტექტორი ვან დუისენი.

სახლი მართლაც მიანიშნებს შუა საუკუნეების კალიფორნიის არქიტექტურის სულისკვეთებაზე. სივრცე ძირითადად თეთრ, კრემისფერ და ყავისფერ ტონალობებშია შექმნილი. სწორედ ამიტომ, აქ ვხვდებით ღია ფერის მასიურ ავეჯს. სახლის ფართობი საშუალებას იძლევა, ოთახებში საკმაო რაოდენობის ავეჯი განლაგდეს და ამის კარგი მაგალითია კენის მისაღები ოთახი, რომელსაც ძალიან დიდი ფანჯრები აქვს და ეს უფრო მატებს ისედაც ნათელ ოთახს სინათლეს.

რაც შეეხება საძინებლებს, აქაც, ძირითადად, თეთრ და კრემისფერ დეკორსა და ავეჯს ვხვდებით – ესაა მყუდრო, ფუმფულა და ჰაეროვანი სივრცეები, რომლებიც მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან მაცხოვრებლებს.

სამზარეულოს და სასადილოს სივრცე ერთმანეთისგან გამოყოფილია. სასადილო ზონაში გამოყენებულია ბრაზილიური ტიპის მაგიდა და სკამები, რაც სახლს სამხრეთ-ამერიკულ იერს სძენს.

სახლში ორი სველი წერტილია – სააბაზანო, რომელშიც დიდი ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი ხედი იშლება, და ტუალეტი, რომელიც ასევე სადად და დახვეწილადაა შექმნილი ისეთი ელემენტებით, როგორიცაა სარკე, იატაკის ფილები და ა.შ

რაც შეეხება თავად სახლის არქიტექტურას, შეიძლება ითქვას, რომ ის რამდენიმე კუბის შეერთებაა და ეს შეერთებები სახლში დერეფნების როლს ასრულებს.

ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა: Vincent Van Duysen

ფოტოგრაფი: Stephen Kent Johnson

რემონტის გიდი: როგორ განვათავსოთ ფილები აბაზანაში

#სადვიცხოვრო: სინათლითა და ფერებით დატვირთული ბინა ბაგებში