in

LondonArt – ხელნაკეთი შპალერების იტალიური კომპანია

დღესდღეობით პატერნებიანი შპალერები საკმაოდ ტრენდულია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კედლების გადატვირთვა სივრცის დამძიმებას უტოლდება, ბევრი ადამიანი ამ რისკზე მაინც მიდის, რადგანაც კედლის დეკორი მართლაც საოცრად ლამაზი რამაა. ამ სტატიაში სწორედ რომ ფერადი, პატერნებიანი შპალერის იტალიურ მწარმოებელზე, LondonArt-ზე უნდა გიამბოთ, რომელიც თავისი პროდუქციით ნამდვილად გამორჩეულია.

2011 წელს ნიკოლა ბოტეგალის მიერ დაარსებული LondonArt-ის პროდუქცია წარმოადგენს მოდის, გრაფიკისა და არქიტექტურული დიზაინის უნიკალურ კომბინაციას, დიდი კატალოგით, რომელიც მოიცავს უმნიშვნელოვანესი თანამედროვე დიზაინერების შემოქმედებას, ასევე მხატვრების მიერ შემუშავებულ ფონებს. LondonArt-ის შპალერები შექმნილია დახვეწილი ინტერიერებისთვის, რომლებსაც აღნიშნული პროდუქტი უფრო მეტ მუხტს ანიჭებს.

მოდის სამყაროს მსგავსი სულისკვეთებით, LondonArt ყოველწლიურად ქმნის შპალერების სხვადასხვა კოლექციას, რომელიც გაერთიანებულია საერთო ხაზითა და ჰარმონიული კომპოზიციური თანმიმდევრულობით.

ის, რაც ყველაზე მეტად ახასიათებს ლონდონის ხელოვნების სტილს ტრადიციულ კომპანიებთან შედარებით, არის აქტიური თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან დიზაინერებთან, როგორებიც არიან: მარსელ ვანდერსი, ფერუჩიო ლავიანი, კრისტინა სელესტინო, კარლო კოლომბო, ელენა სალმისტრარო, პიეტრო რუსო, ნიკოლა გალიზია და ანდრეა კასტრინიანო.

“ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ კავშირები, რომლებიც ინდუსტრიული დიზაინის, თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის სამყაროებიდან მოდის. ბრენდის იდენტურობა მოდის, გრაფიკული ელემენტებისა და არქიტექტურის ფეთქებადი კომბინაციაა – ანუ მასალები, ქსოვილები, ესთეტიკა და გაფორმება, რომლებიც შერწყმულია ფუნქციურობასთან და სივრცეებში რაციონალურობის მოთხოვნილებასთან, დიდი შედეგის მისაღწევად,” – ნიკოლა ბოტეგალი, ლონდონარტის აღმასრულებელი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

იმისთვის, რომ ბრენდი დროს არ ჩამორჩეს, მისი გუნდი აწმყო ტენდენციებზე მეტად, დიდ ყურადღებას აქცევს მომავალ ტენდენციებს. ლონდონარტი პერმანენტულად ატარებს სიღრმისეულ კვლევებს, იძიებს, რა შეიძლება იყოს პერსპექტივაში უფრო მოდური და თანამედროვე.

“ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მრავალფეროვნები და დავამყაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა შემოქმედებით სამყაროსთან. ჩვენ არასოდეს ვჩერდებით, გვაქვს ამბიცია, განვახორციელოთ საუკეთესო იდეები,” – ამბობენ კომპანიაში.

ჟალუზის რა ტიპები არსებობს დღესდღეობით?

სახლი ტორონტოში, სადაც ისტორიული და თანამედროვე შტრიხები ერთიანდებიან