in

როგორ შევარჩიოთ ჩარჩო ნამუშევრისთვის – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

“ჩარჩო არის სცენა, ხოლო ნამუშევარი – მსახიობი,” – ტიმ ბლეიკი, ჩარჩოების კონსულტანტი.

გიფიქრიათ, რა როლს ასრულებს ჩარჩო? ან ის, თუ როგორ უსაბამებენ მას კონკრეტულ ნახატს? იქნებ თავადაც გქონიათ გამოცდილება, როცა ნამუშევრისთვის ჩარჩო უნდა შეგერჩიათ? დღეს სწორედ მისი შერჩევის პრინციპებზე გიამბობთ.

ვიწყებთ შემდეგით:

  • ნუ მისცემთ საშუალებას, თქვენს დეკორატიულ მოცემულობასა და ინტერიერს, გავლენა იქონიოს ჩარჩოს არჩევანზე, რადგან ტილო შეიძლება ყოველთვის ერთ ოთახში არ იყოს ჩამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სურათს ისე შევუსაბამოთ ჩარჩო, რომ მან ხელოვნება შეავსოს. თუ ნახატი კარგ ჩარჩოშია ჩასმული, ის ნებისმიერი გარემოსთვის შესაბამისი იქნება.
  • იფიქრეთ ორიგინალურად სხვადასხვა სტილის განხილვისას – თანამედროვე ტილო შეიძლება ძალიან მოუხდეს ანტიკურ, მოოქროვილ ჩარჩოს, ხოლო უფრო ტრადიციული ნამუშევარი ხანდახან მოითხოვს მინიმალისტურ, თანამედროვე დიზაინს.
  • გაარკვიეთ, უკავშირდება თუ არა ნამუშევარი გარკვეული ტიპის ჩარჩოს. კონკრეტულ ავტორებს ხშირად კონკრეტული ჩარჩოების სტილი მიესადაგება და ამ დეტალის ცოდნა აუცილებელია.

სტრუქტურა და ფერი

  • თხელი ალუმინის ჩარჩოები შესანიშნავია ფოტოებისთვის. ისინი გვხვდება შავ და თეთრ ფერში და ოდნავ იაფია, ვიდრე ხის ჩარჩოები.
  • შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ MDF–ს. მას აქვს შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობა და შეიცავს ფორმალდეჰიდის კომპონენტს, რამაც შეიძლება დააზიანოს ნამუშევარი.
  • შეარჩიეთ ჩარჩოს ფერი, რომელიც ნამუშევრის მთელ პალიტრას ეხამება. ნახატიდან შერჩეული კონკრეტული ფერის ამოღებამ, შესაძლოა, დათრგუნოს სხვა ფერები.

პასპარტუ

  • მოერიდეთ ფერად პასპარტუს, რადგან ის არ არის შესაფერისი ხელოვნების ნიმუშებისთვის. ამის ნაცვლად, შეარჩიეთ გაუფერულებული თეთრი ან ბამბა-ნაჭრის დაფები, რომლებიც ნეიტრალურია და არ ურთიერთქმედებენ ხელოვნების ნიმუშების ქიმიკატებთან.
  • პასპარტუს სიგანის გადაწყვეტისას შეარჩიეთ ის, რაც ნამუშევრის პროპორციებს შეეფერება.

მინა

  • შეიძინეთ საუკეთესო მინა, თქვენი საშუალების შესაბამისად. მინა არის ის ერთი ელემენტი, რომლისთვისაც დამატებით დახარჯულ თანხას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შეგიძლიათ, აირჩიეთ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცული, ამრეკლი მინა – ასევე ცნობილი, როგორც მუზეუმის მინა, რადგან ის ხელოვნების ნიმუშს საუკეთესოდ იცავს. ის ასევე საკმაოდ გამძლეა ნაკაწრების მიმართ.
  • შუშის არჩევისას ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ნამუშევრის ზომა. თუკი დიდ ნამუშევართან გაქვთ საქმე, მაშინ აუცილებლად მსუბუქი მინა უნდა გამოიყენოთ.

ჩარჩოს ზომა

  • ის, თუ რა ზომის ჩარჩოს აარჩევთ, გემოვნების საკითხია, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული ხელოვნების ნიმუშისა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დრამატული ეფექტი პატარა სურათზე დიდი ჩარჩოს გამოყენებით.
  • უფრო დიდი ნამუშევრების შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ ჩარჩო ფიზიკურად საკმარისად ძლიერი და შესაფერისია ხელოვნების ნიმუშისთვის. თუ საუბარია A1 ან A2 ზომის ტილოზე, 8 მმ ხის ჩარჩო უბრალოდ არ ეყოფა მას. ალუმინის ჩარჩოები უფრო ძლიერია და თხელიც კი კარგად იჭერს ნახატს.

Calia Italia-ს უახლესი კოლექცია უკვე ელიტ ელექტრონიქსშია

ინტერიერი ინტროვერტისთვის – 5 გასათვალისწინებელი ნიუანსი