in

თანამედროვე ტიპის რანჩო ვაშინგტონში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, გარკვეულწილად, ზღვარზე დგას ხელოვნების ნიმუშსა და რანჩოს შორის. მას გვერდით ძველი ვაშლის გადამამუშავებელი ქარხანა უდგას და ერთად ისინი ერთგვარ კომპლექსს ქმნიან. სახლზე არქიტექტურულმა სტუდიამ Best Practice Architects-მა იმუშავა.

სახლის ასაშენებლად არქიტექტურულმა სტუდიამ შეგნებულად აირჩია ისეთი მასალა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და უხეშია და რომელიც გაუძლებს მკაცრ კლიმატს – ზაფხულში ცხელ, ქარიან და მტვრიან ამინდს, ხოლო ზამთარში ცივსა და თოვლიანს. გამძლეობის გარდა, ჯგუფმა გამოიყენა მოკრძალებული მასალები – ბეტონის ბლოკები, გოფრირებული ლითონის საფარი, მინაბოჭკოვანი ფანჯრები და ლითონის სახურავი.

ორსართულიანი სახლიდან სრულად ჩანს შორეული კლემანის მთის ქედი, მთა ადამსი  და მიმდებარე ალუბლის ბაღი. პირველ სართულზე განთავსებულია მარტივი მოწყობის საძინებელი და მთავარი აბაზანა. ზედა სართულზე კი მოწყობილია მისაღები ოთახი, მეორე სველი წერტილი და სამზარეულო.

სახლის ინტერიერი, ფაქტობრივად, ხისაა. სწორედ ამ მასალასთანაა შერწყმული ავეჯის ფერები – პატერნებიანი ხალიჩა, ნაცრისფერი დივანი, განათება და ა.შ მოკლედ რომ ვთქვათ, სახლს ზუსტად რომ რანჩოსთვის დამახასიათებელი სამხრეთამერიკული ფერები აქვს – თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ეს სახლი ვაშინგტონში მდებარეობს.

სახლის მეპატრონე იყენებს შემოქმედებით სივრცეს საკუთარი ხელოვნების ნიმუშებისა და კოლექციის შესანახად, მაგრამ ის, ამავდროულად, ღიაა ადგილობრივ შემოქმედებთან თანამშრომლობისთვის. მომავალში, სახლის გვერდით არსებული შენობა უმასპინძლებს ადგილობრივ ღონისძიებებსა და კინო-ჩვენების საღამოებს.

არქიტექტურული სტუდია: Best Practice Architects

ფოტოგრაფი: Rafael Soldi, Michael Northrup

როგორ შევცვალოთ ბინაში სივრცის აღქმა

თოიბოქსი – კერამიკული ფილებისგან შექმნილი ინტერიერის ობიექტები