როგორი შეიძლება იყოს ინგლისში შემოქმედებითი ადამიანების სახლი? ახლა სწორედ ასეთ სახლზე უნდა გიამბოთ, რომელიც კრის ბეიკერსა და მის მეუღლეს, ოდეტ ჰეიდემენს ეკუთვნის. ეს არის მხატვრების სახლი, რომლებიც ყველგან ხედავენ შემოქმედებით შესაძლებლობას. კრის ბეიკერისთვის, რომელიც ბოტანიკას სწავლობდა, სახლის უკან მდებარე შვიდი ჰექტარი ფართობი უზრუნველყოფს გაუთავებელ ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, რომელიც მისი ფოტოების საგანი გახდა.
”ამ სახლში გადასვლამ მოგვცა არა მხოლოდ სივრცე, არამედ თავისუფლება, ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც ნამდვილად გვინდა,” – ამბობს კრისი.
თეთრი კედლები და ღია ფერის ავეჯი სივრცეს აფართოებს და ძალიან ნათელს ხდის, რაც ამ სახლის ერთ-ერთი დიდი ღირსებაა.
სახლის ამ ნაწილს კი განსაკუთრებულს ხის თაროები ხდის, სადაც ოდეტ ჰეიდემენის კერამიკული ნამუშევრებია განთავსებული.
ამ დიდ სახლის სასადილო ოთახში წარმოდგენილია ანტიკვარული, ვინტაჟური და თანამედროვე ტექსტურების მიმზიდველი ნაზავი. ხის კარი და ხის სკამები ერთგვარად ავსებენ თეთრ სამზარეულოს.
რაც შეეხება სასადილო ოთახს, ის მთლიანად ხისა და ჭრელი ტექსტურების ნაზავია. ეს სივრცე იდეალურია სტუმრების მისაღებად და ოჯახის წევრების გასაერთიანებლად სადილის დროს.
ეს კი დიდი სახლის დიდ ჭერში მდებარე მყუდრო საძინებელია – სწორედ ისეთი, როგორზეც ყველა ვოცნებობთ.
ნისლიან ამინდში სახლის გარე ფასადი კი სწორედ ამგვარად გამოიყურება.