2021 წელს ჩარლზ და რეი იმსების ქორწინების ოთხმოცი წლისთავი აღინიშნება. ამ სახელებმა ამერიკის არქიტექტურისა და ინტერიერის ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. და მაინც, როგორ დაიწყო მათი ისტორია?
ჩარლზი ამერიკის ინდუსტრიულ გულში გაიზარდა და ორი წელი სწავლობდა არქიტექტურას ვაშინგტონის უნივერსიტეტში ქ. ლუიში. თუმცა, მანამდე, ახალგაზრდობაში ჩარლზი მუშაობდა სხვადასხვა მწარმოებელთან და ინჟინერთან, რამაც გამოიწვია უწყვეტი ინტერესი მექანიკისა და საგნების კომპლექსური ფუნქციონირებისადმი.
რაც შეეხება რეის, თავდაპირველად მან მონაწილეობა მიიღო ამერიკაში დაბადებული აბსტრაქციონისტი მხატვრების პირველ დიდ გამოფენაში და გამოფინა თავისი ნახატები სხვა თანამედროვე მხატვრებთან ერთად. ამის შემდეგ მან თავისი შემოქმედებითი გამოცილება May Friend Bennett სკოლის თეატრის, ცეკვისა და ხელოვნების პროგრამებში დააგროვა.
ისინი ერთმანეთს კენტბრუკის სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ, სადაც ჩარლზი დიზაინის ინსტრუქტორი იყო, ხოლო რეი კი ქსოვას, კერამიკასა და ლითონის წარმოებას სწავლობდა.
საბოლოო ჯამში, ჩარლზ და რეი იმსები, რომლებიც დღეს ასევე ცნობილია როგორც “არქიტექტორი და მხატვარი”, გახდნენ ძლიერი, დინამიური, შემოქმედებითი წყვილი, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს მეოცე საუკუნის ეპოქალურ დიზაინში.
ჩარლზი და რეი 1941 წლის 20 ივნისს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში დაქორწინდნენ და ქორწინებისთანავე ლოს-ანჯელესში გადასახლდნენ. ახალგაზრდა წყვილმა აქ ძლიერი კავშირების დამყარება დაიწყო ადგილობრივ შემოქმედებით საზოგადოებაში. ჟურნალ Arts & Architecture-ის გამომცემლის, ჯონ ენტენცას დახმარებით მათ შეძლეს ნეიტრალურად გაფორმებული ბინის ქირაობა, სადაც ბევრ ექსპერიმენტს შეძლებდნენ.
საინტერესოა, რომ მათი გზა დიზაინში არა ავეჯითა და ინტერიერით დაიწყო, არამედ ხის ფეხის პროთეზით, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის შექმნეს. შემდეგ კი აშშ-ს საზღვაო ფლოტის დაფინანსებით, ჩარლზს და რეის საშუალება მიეცათ, დაეწყოთ ექსპერიმენტები ავეჯის დიზაინში. შედეგად, შეიქმნა იმსების ოფისი და მათ დაიწყეს მაგიდებისა და სკამების დიზაინის ხაზზე მუშაობა.
ჩარლზ და რეი იმსებმა განაგრძეს ინოვაციური მასალებისა და წარმოების მეთოდების კვლევა, მუშაობისა და ცხოვრების ახალ გზებთან ერთად. 1940-იანი წლების შუა პერიოდში მათ შექმნეს საკუთარი რეზიდენცია დამუშავებული მასალებისგან. 1950 წელს მათ შექმნეს პირველი სრულად პლასტმასის გარსის მქონე სკამი.
შემდგომი წარმატებები მოიცავდა მდიდრული და ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი-Eames Lounge სკამის დიზაინს.
იმსებისთვის დიზაინი უფრო მეტი იყო, ვიდრე პროდუქციის დამზადება. დიზაინი იყო ყოველდღიური პრაქტიკა მათი პირადი ოსტატობისკენ მიმავალ გზაზე. იშვიათად იყო რაიმე განცალკევება მათ პირად და პროფესიულ სამყაროებს შორის.
ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ განასხვავონ ჩარლზისა და რეის წვლილი და პასუხისმგებლობა Eames Office–ში, მაგრამ საბოლოოდ, შეუძლებელია მათი ინდივიდუალური როლების გამიჯვნა. როგორც წყვილის ძვირფასმა მეგობარმა, ბილი უაილდერმა თქვა: “ისინი ერთნი არიან…”
ჩარლზ იმსი გარდაიცვალა 1978 წლის 21 აგვისტოს, ხოლო რეი ზუსტად ათი წლის შემდეგ, 1988 წლის 21 აგვისტოს.