in

ხის კონსტრუქციით ჩანაცვლებული რკინაბეტონი – თანამედროვე არქიტექტურის ახალი ტრენდი

ნიუ-იორკის საქალაქო საბჭომ 26 მეტრამდე სიმაღლის ნაგებობების მასიური ხით აშენების ნორმები და წესები დაამტკიცა.

ახალი წესები, რომელიც ნიუ-იორკის სამშენებლო ნორმების მასიურ განახლებას მოიცავს, ნიშნავს, რომ მასიური ხე, მათ შორის ჯვარედინად შეწებებული, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაბალი და საშუალო სიმაღლის შენობების კონსტრუქციულ ნაწილში.

ახალი წესები ნიშნავს, რომ 26 მეტრის სიმაღლის შენობები ( 6-7 სართული) შესაძლებელია უკვე ხისგან აშენდეს.

შენობების ხისგან დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, ხის კარკასისგან დამზადებული ნაგებობები მრავლადაა მსოფლიოში. ახალი “CLT” (Crosslaminated timber) ტექნოლოგია, რომელიც ჯვარედინად შეწებებული ლამინირებული მასიური ხის პანელებისგან შენობების აგებას გულისხმობს, ხის ყველა დადებით თვისებას ფლობს და ამავდროულად მასში სუსტი მხარეები აღმოფხვრილია.

აქამდე ხის მასიური ნაგებობები უკვე არსებობდა ნიუ-იორკში, თუმცა ძველი წესები ბევრ რაიონში ამ მასალის გამოყენებას კრძალავდა. აშენებული ნაგებობები დამატებითი ნებართვების ვრცელ დასტას მოითხოვდა.

ნიუ-იორკის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ მასიური ხის კონსტრუქციული მასალის როლში გამოყენება მთელ მსოფლიოში მზარდი ტენდენციაა. საკანონმდებლო ორგანოში მიიჩნევენ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

AIA New York – ის დირექტორის, ადამ რობერტსის მტკიცებით, ზოგიერთი მასიური ხის ნაკეთობის ლეგალიზაცია, მათ შორის „CLT“- ს, ნიუ-იორკის არქიტექტორების მიერ მოწონებულ იქნა. უკვე წლებია ნიუ-იორკის არქიტექტურული ფირმები აპროექტებენ მასიური ხის შენობებს მთელს მსოფლიოში.

ნიუ-იორკში დაპროექტებული ხის უმაღლესი ნაგებობა

მასიური ხის არქიტექტორმა მაიკლ გრინმა, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მასიური ხის შენობა დააპროექტა, ასევე მოწონება გამოხატა ამ ფაქტის მიმართ.

შვედეთში “CLT” ტექნოლოგიით აგებული ცათამბჯენი

„ხის მასიური შენობების აშენების შესაძლებლობის ფონზე, ნიუ-იორკს უკვე შეუძლია მთელი მსოფლიოს მრავალ ქალაქს შეუერთდეს და მასიური ხის მშენებლობის ლიდერადაც კი იქცეს“ – აღნიშნავს გრინ დიზეენი  (Grin dezeen). „ის, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მასიური ხისგან,  ნიუ იორკის არქიტექტორებისთვის, დამპროექტებლებისთვის და მშენებლებისთვის თავიანთი პოტენციალის წარმოჩენის მშვენიერი შესაძლებლობაა“.

შვედეთში “CLT” ტექნოლოგიით აგებული ცათამბჯენი

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს ჯერ კიდევ ჩამორჩება, სადაც საერთაშორისო სამშენებლო კოდექსის მიერ 18 სართულიანი მასიური ხის შენობების აგებაა დაშვებული.

Living Divani – ბრენდი, რომლის ქვეშაც “ცოცხალი ავეჯი” ერთიანდება

არტისტული სახლი ბერლინში – არქიტექტურული სტუდია Schneideroelsen-ის ნამუშევარი